x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134634
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508826
ძალთა დიდი დაპირისპირება

პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ძლევამოსილ სახელმწიფოებს შორის უამრავი ინციდენტი და დაპირისპირება მოხდა . პრობლემა დიპლომატიური გზით გვარდებოდა. თუმცა თითოეული შემთხვევა ქვეყნებს შორის დაძაბულობასა და უნდობლობას ზრდიდა .

image


1900 წლის 12 ივნისს გერმანიამ გამოაცხადა, რომ შეიმუშავა ჩვიდმეტწლიანი გეგმა მსოფლიოში სიდიდით მეორე ფლოტის შესაქმნელად. იმ დროისათვის ყველაზე მძლავრი სამხედრო ფლოტი ბრიტანეთს ჰყავდა. ინგლისელები შეაშფოთა გერმანიის გეგმამ.

1904 წელს ბრიტანეთმა წამოიწყო საბრძოლო ხომალდების წარმოების სრულიად ახალი ეტაპი. ეს იყო რევოლუციური პროექტი. რომლის განხორციელებაც ცნობილი სამხედრო ხომალდის “ ტრენდნოუტის " აგება დაიწყო.

მაროკოს პირველი კრიზისი 1905 წელს დაიწყო. საფრანგეთი შეეცადა, აეძულებინა მაროკოს სულთანი, ხელი მოეწერა სავაჭრო ხელშეკრულებაზე, რაც ფრანგების გავლენას იმ ქვეყანაზე ზრდიდა. გერმანია შეეცადა ხელი შეეშალა საფრანგეთისათვის. 1906 წლის აპრილში ესპანეთის ქალაქ ალხესირასში ჩატარდა კონფერენცია, სადაც მხარეები შეთანხმდნენ .

1908 წლის ოქტომბერში ბოსნიის კრიზისი, ავსტრია-უნგრეთის მიერ ოსმალთა იმპერიაში შემავალი ბოსნიის და ჰერცეგოვინის ანექსიამ გამოიწვია. ავსტრია ამ ტერიტორიებს 30 წელი მართავდა. ეს ნაბიჯი მან ოსმალეთში მცხოვრებ ქრისტიანთა დაცვის სურვილით გაამართლა.

სერბეთმა და მონტენეგრომ ავსტრიის მიერ ბოსნიის და ჰერცეგოვინის დაპყრობა გააპროტესტა, გამოცხადდა მობილიზაცია. სერბეთს მხარს უჭერდა რუსეთი. გერმანიამ დახმარება აღუთქვა ავსტრიას. 1909 წელს მხარეები შეთანხმდნენ და ავსტრია-უნგრეთმა ის პრვინციები ოსმალეთისგან იყიდა.

1911 წლის ივლისში მაროკოს მეორე კრიზისი დაიწყო. გერმანული საბრძოლო ხომალდი “ პანტერა " ქ. აგადირის პორტში შევიდა. გერმანიის კაიზერი უკმაყოფილო იყო მაროკოში გერმანელების მიმართ ფრანგების მოპყრობით. რამდენიმე დაძაბული კვირის შემდეგ გერმანია კვლავ დათმობაზე წავიდა.

image

1911 წლის 27 აგვისტოს კაიზერმა ვილჰელმ მეორემ წარმოთქვა ცნობილი სიტყვა“ გერმანიას სურს ადგილი მზის ქვეშ, ეს ნიშნავდა რომ გერმანია აღარ დათმობდა. კაიზერს სურდა, გერმანია ეღიარებინათ, როგორც ანგარიშ გასაწევი ძალა.

კაიზერი ვილჰელმ მეორე

1911 წლის 29 სექტემბერს იტალიამ მოითხოვა, ოსმალებს იტალიელი ვაჭრებისთვის ქ. ტრიპოლიში მეტი თავისუფლება მიეცათ. ოსმალებს დათმობა არ სურდათ. იტალიამ ტრიპოლი დაიპყრო.

ხანმოკლე ომის შემდეგ ოსმალებმა მთელი ლიბია იტალიას დაუთმეს. ბალკანეთის ოსმალეთის დასუსტება აშკარა იყო.

0
390
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
390
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0