x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138964
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ყველაზე მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც გაცოცხლების მიზნით გაყინეს


მათრინ ნაოვარატპონგი

ფოტოზე: 2 წლის მათერინ ნაოვარატპონგი


ალბათ ბევრს ნანახი გაქვთ 2001 წელს გადაღებული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი "ვანილის ცა, " ტომ კრუზის და პენელოპა კრუსის მონაწილეობით. ეს ფილმი სწორედ იმ თემას ეხება, რაზეც სტატიაში გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ: ადამიანების გაყინვას მომავალში გაცოცხლების მიზნით.


პატარა ტაილანდელი მათერინ ნაოვარატპონგი არის ყველაზე მცირე ასაკის ადამიანი, ვინც მომავალში გაცოცხლების იმედად გაყინეს. 2 წლის გოგონა ტაილანდში ტვინის ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა და მშობლები იმდენად დარდობდნენ მის გარდაცვალებას, რომ ბავშვის სხეული გაყინეს, რათა მომავალში, როცა მედიცინის განვითარება შესაბამის საფეხურს მიაღწევს, გაალღვონ და უმკურნალონ.



გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ექიმებმა პატარას 11 სანტიმეტრის სიდიდის ავთვისებიანი სიმსივნე უპოვეს თავის ტვინში. სიმსივნე დაკვალიფიცირდა, როგორც ეპენდიმობლასტომა – თავის ტვინის ძალიან საშიში კიბო, რომელიც თითქმის არანაირ მკურნალობაზე არ რეაგირებს და რომელიც ძირითადად ადრეულ ასაკში ემართებათ ადამიანებს.


სიკვდილამდე პატარას 12 (!) ოპერაცია, უთვალავი ქიმიოთერაპია და დასხივება გაუკეთეს, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა.


თუმცა პატარას მშობლები არ დანებდნენ და ბავშვის სხეული სპეციალურ აპარატში მოათავსეს, მინუს 196 გრადუს ტემპერატურაზე, ამერიკის შტატ არიზონაში, სადაც კრიოგენური საცავი "ალკორი" მდებარეობს და სადაც სხვა უამრავი ადამიანის სხეულია გაყინულ მდგომარეობაში, მომავალში რევიტალიზაციის მიზნით.


როცა ადამიანთა მოდგმის განვითარება შესაბამის საფეხურს მიაღწევს, პატარა მათერინს მკვდრეთით იოლად აღადგენენ და უმკურნალებენ; პატარას სხეული შენახული იქნება და მომავლის მედიცინა შეძლებს, მას უშველოს, როგორც მეცნიერები იმედოვნებენ.

0
900
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
900
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0