x
image
_K_
Mediator image
8 ქცევის ფორმა, რომელიც კრიმინალისთვის ადვილ სამიზნედ გაქცევთ

image

კრიმინალს მხოლოდ 7 წამი სჭირდება პოტენციური მსხვერპლის ასარჩევად. ამ დროის განმავლობაში ის სწრაფად განსაზღვრვს ადამიანის მოძრაობის მიმართულებასა და მასზე თავდასხმის შესაძლო რისკებს. ის ყველა კატეგორიის ადამიანს სულაც არ ირჩევენ მსხვერპლად. სტატიაში გაგაცნობთ, რა განსხვავებაა ადამიანებს შორის, რომლებსაც კრიმინალები ხშირად თავს ესხმიან და მათ შორის, ვისგანაც ისინი თავს შორს იჭერენ. გაგაცნობთ, პირველ რიგში რას აქცევენ ყურადღებას კრიმინალები და გასწავლით, როგორ მოიქცეთ, რომ მათი მსხვერპლი თავად არ გახდეთ.


1980 წელს ჩატარდა კვლევა იმის დასადგენად, რომ გაეგოთ, რის მიხედვით ირჩევენ კრიმინალები მსხვერპლს. ამერიკელმა ფსიქოლოგებმა 3 დღის განმავლობაში ვიდეოზე ჩაწერეს ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე უწესრიგო უბანი. შემდეგ მათ ვიდეო კრიმინალებს აჩვენეს და ჰკითხეს, საშუალება რომ ჰქონოდათ, რომელ ადამიანებს აირჩევდნენ მსხვერპლად და სთხოვეს, შეეფასებინათ ამა თუ იმ ადამიანთან ხელმისაწვდომობა ათბალიანი სკალით. როგორც აღმოჩნდა, კრიმინალები აღიქვამენ ადამიანების არავერბალურ რეპლიკებს, მოძრაობის მანერას და მსხვერპლად ირჩევენ ისეთებს, რომელთა კონტროლიც არ გაუჭირდებათ.


ასე რომ, საინტერესოა, როგორი სახის ქცევა აყენებს თქვენს უსაფრთხოებას ეჭვქვეშ?








1. სწრაფი სიარულის მანერა

სწრაფი სიარული ნერვიულ ადამიანებს ახასიათებთ. ასეთი ადამიანი რაღაცაზე წუხს და ყურადღებას არ აქცევს, რა ხდება მის ირგვლივ. ამიტომაც, შეიძლება ის ადვილი სამიზნე გახდეს კრიმინალებისთვის. აჯობებს, თუ ზომიერი სიჩქარით ივლით. ამასთანავე, უნდა იყოთ კონცენტრირებული, მშვიდი და თავდაჯერებული.

image








2. კოჭლობით სიარული

ჩვეულებრივ, როცა ადამიანი ფრთხილობს, ის კოჭლობით, ოდნავ მოხრილი დადის. შეიძლება, ასეთს ბებერა ჰქონდეს ფეხზე, ტერფი ჰქონდეს ნაღრძობი ან სხვა სახის დაზიანება აწუხებდეს. ასეთი ადამიანი ადვილი სამიზნეა კრიმინალისთვის, რადგან თავდასხმისას შეწინააღმდეგება მისგან ნაკლებად მოსალოდნელია.

image








3. ატაქსიური სიარული

სიარულისას აქეთ-იქით რხევა, მრუდე გზით სიარული ან ბალანსის შეუნარჩუნებლობა კრიმინალის თვალში დაუცველს გაჩენთ. თქვენი ხელებისა და ფეხების მოძრაობა სინქრონიზებული უნდა იყოს, სიარულის მანერა კი - სწორი. ნაბიჯის გადადგმისას ჯერ ქუსლი უნდა შეახოთ მიწას, შემდეგ კი - ფეხის თითები.

image








4. ინერტული მოძრაობები

როცა ადამიანი ნელა დადის ან ფეხს ურევს, ეს იმის მანიშნებელია, რომ ის ენერგიაგამოცლილია. ასეთ ადამიანზე თავდასხმა მარტივია, რადგან კრიმინალს ვერ შეეწინააღმდეგება.

image








5. მოხრილი სიარულის მანერა

კრიმინალები მოხრილად სიარულს დამორჩილებად აღიქვამენ. მოხრილი ზურგი მორცხვსა და სუსტ ადამიანს განასახიერებს, მაშინ როცა სწორი ხერხემალი, გაშლილი მხრები და მაღლა აწეული ნიკაპი კრიმინალს თქვენზე თავდასხმაზე ხელს ააღებინებს.

image








6. დაკავებული ხელები

ჯიბის ქურდები აღიარებენ, რომ ქალები, რომლებსაც ხელები ჩანთით ან მობილურით აქვთ დაკავებული, ყველაზე მარტივი სამიზნეები არიან. თუ ჯიბეში ხელებჩაწყობილი სეირნობთ, ამით კრიმინალს თავდასხმის დასაწყისში დროს მოაგებინებთ და უპირატესობას მისცემთ.

image








7. თვალით კონტაქტის არიდება

კრიმინალებს მოულოდნელად უყვართ თავდასხმა, პოტენციური მსხვერპლი მათ არ უნდა ხედავდეს. ამიტომაც, თავდაცვის ერთ-ერთ ხერხად შეგიძლიათ ყველა გამვლელს თვალებში ჩახედოთ, რათა გააგებინოთ, რომ ისინი დაინახეთ.

image








8. ყურსასმენები

ადამიანი, რომელიც ხმებს არ უსმენს თავის გარშემო, სრული რეალობის აღქმას კარგავს. კრიმინალისთვის ადვილია, ასეთ ადამიანს შეუმჩნევლად დაესხას თავს. ამის თავიდან ასაცილებლად, ყურსასმენებში ხმა ისე დაარეგულირეთ, რომ რეალური ხმებიც გესმოდეთ.

image

მკვლევრების თქმით, კრიმინალებს ყველაზე მეტად იმის ეშინიათ, არ დაშავდნენ ან არ დააპატიმრონ. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, საქმის გაკეთების დროს ყურადღება და ხმაური აიცილონ თავიდან. თავის დასაცავად საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ისაა, რომ ვაჩვენოთ ყველას, არ ვართ ადვილი სამიზნეები და საჭიროების შემთხვევაში ბრძოლასაც შევძლებთ.









ასევე დაგაინტერესებთ:


1. 7 თავდაცვის ტექნიკა ქალებისთვის - ის, რაც ყველა მდედრობითი სქესის წარმომადგენელმა უნდა იცოდეს!

image


2. როგორ უნდა დაიცვათ სახლი ქურდებისგან, როცა მიემგზავრებით

image


3. რჩევები, რომლებიც კრიტიკულ სიტუაციებში გამოგადგებათ

image

1
1009
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
1009
  
8 თებერვალი, 1:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1