x
image
_K_
7 ოპტიკური ილუზიის მაგალითი, რამაც ინტერნეტ-მომხმარებლებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია
imageგახსოვთ კაბის სურათი, რომელიც ინტერნეტ-მომხმარებელთა ერთი ნაწილის აზრით თეთრი და ოქროსფერი იყო, მეორე ნაწილის აზრით კი - ლურჯი და ყავისფერი? ხმის ილუზია "Yanny თუ Laurel"-ზე რას იტყვით? ამათ გრდა კიდევ არაერთმა ილუზიის მაგალითმა დაუპირისპირა ინტერნეტ-მომხმარებლების აზრები ერთმანეთს. მზად ვართ, სტატიაში ეს ყველაფერი გაჩვენოთ. ისიამოვნეთ!






1. ფოტო, რომელიც ფერადს ჰგავს

ამ და კიდევ ერთი ფოტოთი ავტორმა ინტერნეტ-მომხმარებლები დააბნია. ერთი შეხედვით, სურათი ფერადია, მაგრამ სინამდვილეში შავ-თეთრია და ამ ილუზიას მასზე დატანილი ფერადი ბადის ეფექტი აძლევს.

image






2. ფოტო, რომელიც შავ-თეთრს ჰგავს

ეს ფოტო Holly McKee-მა გამოაქვეყნა საკუთარ Twitter-ის გვერდზე. ჰოლიმ მოლში ყოფნისას გადაიღო საკიდებზე ჩამოკიდებული ბავშვის ტანსაცმელი. ერთი შეხედვით ვიფიქრებთ, რომ ფოტოს შავ-თეთრი ფილტრი აქვს დადებული, მაგრამ ასე არ არის. უბრალოდ, კამერამ ის ობიექტები აღბეჭდა, რომელსაც ნათელი ფერები არ აქვს. ჰოლიმ თავისი სიმართლე YouTube-ზე ვიდეოს ატვირთვით დაამტკიცა.


image






3. კატა, რომელიც გვიყურებს

ვიდეოზე ხედავთ განცხადებას დაკარგული კატის შესახებ. ისე ჩანს, თითქოს კატა თავს იმ ადამიანისკენ ატრიალებს, ვინც განაცხადს კითხულობს. ამ ილუზიის მიზეზი ისაა, რომ ფურცელი უსწორმასწორო ზედაპირზეა გაკრული და ფოტოს პერსპექტივა ყველა კუთხიდან სხვადასხვანაირად ჩანს.






4. ვერტმფრენი, რომელიც როტორის მოძრაობის გარეშე აფრინდა

ისე ჩანს, თითქოს ვერტმფრენი როტორის მოძრაობის გარეშე აფრინდა, მაგრამ ეს ილუზიაა და "სტრობის ეფექტის" სახელითაა ცნობილი. ამ შემთხვევაში ილუზიის მიზეზი ისაა, რომ როტორის ბრუნვის სიჩქარე ვიდეოს ჩარჩოს ზომას დაემთხვა.






5. რა ფერია ეს ტანსაცმლის სკივრი?

ეს შეკითხვა დასვა ფოტოს ავტორმა, როცა ის Reddit-ზე გამოაქვეყნა. ინტერნეტ-მომხმარებლებმა კამათი დაიწყეს: ზოგი სკივრს ლურჯად და ნაცრისფრად აღიქვამდა, სხვები კი - თეთრად და ვარდისფრად. თქვენ რა ფერებს ხედავთ?


როგორც აღმოჩნდა, სკივრი ლურჯად და ნაცრისფრადაა შეღებილი, მაგრამ ოთახის მოწითალო განათების გამო თეთრი და ვარდისფერი ჩანს.

image






6. გამქრალი ფეხი

ეს ფოტო ინსტაგრამზე Instylemagazine-ის გვერდზე გამოქვეყნდა და საზოგადოების ყურადღება მაშინვე მიიპყრო. თუმცა, არა ჰეილი ბალდვინის, ან კენდალ და კაილი ჯენერების გამო - არამედ ხალხი კენდალის გამქრალ ფეხს ეძებდა. გამომწერებმა დათვალეს გოგონების ფეხები, დახაზეს კიდეც, სად შეიძლებოდა ყოფილიყო ფეხი, სანამ საბოლოოდ არ გაიაზრეს, რომ "გამქრალი ფეხი" კენდალის კაბის უკან იმალებოდა.image






7. დიუნები თუ ღრმულები?

image

ეს ფოტო ლუკა პარმიტანომ გამოაქვეყნა Twitter-ის გვერდზე და თქვა, რომ ქვიშის დიუნები დააფიქსირა ზემოდან. გამომწერებმა უთხრეს, რომ სურათზე დიუნები კი არა, ქვიშაში ღრმულები იყო გამოსახული. ამას დებატები მოჰყვა. საბოლოოდ, ერთ-ერთმა ინტერნეტ-მომხმარებელმა ფოტო ამოატრიალა და ყველაფერი აშკარა გახდა.

imagep.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ ამოვიცნოთ 8 სახიფათო მენტალური დაავადება - ეს უნდა იცოდეთ!

image


2. ეს 12 ფაქტი დაგარწმუნებთ, რომ თქვენი სხეული განსაკუთრებულია

image


3. რას ამბობენ კომიდან გამოსული ადამიანები - 21 საინტერესო შემთხვევა

image


4. ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც თქვენზე ბევრ რამეს იტყვის

image


5. რა დაინახეთ პირველად? - გაიგეთ, რას ფიქრობს თქვენი ქვეცნობიერი სიყვარულზე

image

0
492
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
492
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0