x
image
_K_
როგორ უნდა დაიცვათ სახლი ქურდებისგან, როცა მიემგზავრებით
image

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბარსელონაში წელიწადში 7000 სახლს ძარცვავენ. გამონაკლისი არც სხვა ქვეყნებია. ამიტომაც სტატიაში გაგაცნობთ ხერხებს, თუ როგორ შეგიძლიათ სახლის დაცვა ქურდებისგან ძვირადღირებული დაცვის სისტემის გარეშე, როცა მიემგზავრებით.








12. როცა სახლში უცნობები არიან, დამალეთ ძვირფასი ნივთები.

სანტექნიკოსსაც კი, რომელიც რამდენიმე წუთით გყავთ სახლში, საკმარისი დრო აქვს ნივთების დასათვალიერებლად. შეიძლება ის "ცუდი ბიჭი" აღმოჩნდეს, რომელიც თქვენს საკუთრებაზე მძარცველებს აცნობებს, ან შეიძლება თავადაც მოგპაროთ საფულე. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა სანტექნიკოსი ან სხვა ოსტატი ქურდია, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. გირჩევთ, კომპანიის რეიტინგს გადახედოთ, სანამ ელექტრიკოსთან ან სანტექტნიკოსთან დარეკავთ.

image








11. მძარცველებმა სახლის ტელეფონის ხმა ვერ უნდა გაიგონ.

ზოგი ქურდი სახლის ტელეფონზე დარეკვის ხერხს იყენებს: ისინი რეკავენ და ელოდებიან თქვენს პასუხს. თუ ყურმილს არავინ იღებს, ეს იმას ნიშნავს, რომ სახლი ცარიელია. თუ ტელეფონს ხმას გაუთიშავთ ან დაუწევთ, პოტენციურ მძარცველს დააბნევთ, რადგან ზარის ხმას ვეღარ გაიგებს.


image








10. სწორად შეარჩიეთ გასაღები

სტატისტიკის მიხედვით, მძარცველს მხოლოდ 60 წამი სჭირდება სახლის საკეტის გასატეხად, ქურდობის შემთხვევების 73%-ში მძარცველები სახლში სწორედ წინა კარიდან აღწევენ. როგორც წესი, ცილინდრული გასაღების საკეტები (ფოტოზე მარცხნივ) გატეხვის მეტი რისკის წინაშე დგას, ვიდრე ბერკეტული(ფოტოზე მარჯვნივ). გირჩევთ, კარი ამ ტიპის საკეტით ჩაკეტოთ ხოლმე.

image








9. დაიცავით ფანჯრები.

სახლში შეღწევის კიდევ ერთი პოპულარული გზა ფანჯრის გამოყენებაა. ამიტომაც, თუ პირველ ან მეორე სართულზე ცხოვრობთ, კარგი იქნება, ფანჯარაზე გისოსებს თუ დააყენებთ. თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ გამოუვალ სიტუაციაში სახლიდან გაქცევისთვის შეიძლება ფანჯრის გამოყენება მოგიწიოთ, ამიტომ დაამონტაჟეთ გისოსები, რომლებიც გასაღებით იხსნება.

image








8. მოუარეთ სახლის ირგვლივ ტერიტორიას.

თუ კერძო სახლში ცხოვრობთ, ნუ აფიქრებინებთ ქურდებს, თითქოს ის ცარიელია. მოუარეთ მინდორს ზაფხულსა და ზამთარში.

image








7. გამოიყენეთ მძარცველების შიში მათ წინააღმდეგ.

ქურდებს დაჭერის ეშინიათ. ისინი ნაკლებად ბედავენ იმ ტერიტოიაზე შესვლას, რომელსაც "დაცული საკუთრება" აწერია, ამიტომ თუ სახლის კარს ამ ნიშანს მიაკრავთ, მძარცველები დიდ ხანს იფიქრებენ, სანამ მის გატეხვას გადაწყვეტენ.

image








6. ძვირადღირებული ნივთების ყუთები გონივრულად გადააგდეთ.

თუ ახალი ტელევიზორის ან მაცივრის ყუთს ისეთი სახით გადააგდებთ, როგორიც იყო, შესაძლოა პოტენციური მძარცველები მოიზიდოთ. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ძვირადღირებული ტექნიკის ყუთი კარგად დაკეცეთ და ისე გადააგდეთ ხოლმე.

image








5. იმსახიობეთ.

თუ სახლიდან გასვლა გიწევთ, უკვე ქუჩაში ხართ და უცებ უცნაურ ადამიანს/ადამიანებს შეამჩნევთ ბინასთან ახლოს, ცოტა მსახიობობა არ გაწყენთ. შესაძლოა ისინი მძარცველები იყვნენ, რომლებიც თქვენს წასვლას ელოდებიან, ამიტომ არ მოგერიდოთ, მიტრიალდით და ისე დაუქნიეთ ხელი ფანჯარას, თითქოს სახლში ვინმეს ტოვებდეთ.

image








4. შეამოწმეთ საკეტები.

თუ საკეტზე ნაფხაჭნებს შეამჩნევთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მძარცველებმა მისი გატეხვა სცადეს. ამიტომ სანამ სახლში შეხვალთ, მოემზადეთ იმისთვის, რომ შესაძლოა პოლიციის გამოძახება მოგიწიოთ.

image








3. შეუშვით მზის სხივები სახლში.

თუ მიყოლებით რამდენიმე დღეს ფანჯარაზე ფარდებია ჩამოფარებული, ამან შეიძლება მძარცველებს მიანიშნოს, რომ სახლში არავინაა. ამიტომაც როცა სახლს რამდენიმე დღით ტოვებთ, ბოლომდე არ ჩამოაფაროთ ფარდები, რათა შექმნათ იმის ილუზია, რომ ისევ სახლში იმყოფებით.

image








2. თუ ღობე გაქვთ, მასზე ყვავილები და მცენარეები მოათავსეთ.

იმისთვის რომ ჩვეულებრივი ღობე ქურდისთვის დაბრკოლებად გადააქციოთ, დარგეთ ისეთი მცენარეები, რომლებიც სიგრძეში იზრდება, ასევე შეგიძლიათ ფანრჯის ქვეშაც დარგოთ ვარდები. ეს ყველაფერი მძარცველისთვის ნამდვილი გამოწვევა იქნება და დააბრკოლებს მას.

image







1. არ გასცეთ ინფორმაცია მობილურით.

ფრთხილად უნდა იყოთ ყველასთან, ვინც გირეკავთ და გეკითხებათ თქვენი სამუშაო ადგილისა და სამუშაო დროების შესახებ, ან არკვევს, ვისთან ერთად ცხოვრობთ. ეს ერთ-ერთი მეთოდია, რომელსაც მძარცველები ქურდობის დასაგეგმად და ამა თუ იმ სახლზე ინფორმაციის გასაგებად იყენებენ.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ შეუძლია ერთ უბრალო პოსტს თქვენი კარიერის განადგურება

image


2. როგორ შეიძლება სიცრუის დეტექტორის მოტყუება

image


3. ეს 10 რამ ახლავე უნდა წაშალოთ Facebook-დან!

image


6
3880
9-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
3880
  
2018, 12 ნოემბერი, 22:17
2018, 12 ნოემბერი, 22:13
ვაიჰ :( მადლობაა♥♥♥
2018, 12 ნოემბერი, 21:17
საუკეტესო ხარ სიმონ
2018, 9 ნოემბერი, 16:44
ზოგი მართლა კარგია
2018, 9 ნოემბერი, 15:57
მიხარია, რომ მოგეწონათ♥
2018, 9 ნოემბერი, 11:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6