x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ლა-მანშის ფსკერზე იპოვეს თვითმფრინავი,რომლითაც ემილიანო სალა მგზავრობდა
image

ლა-მანშის ფსკერზე აღმოაჩინეს მსუბუქი თვითმფრინავი, რითაც „კარდიფ სიტი"–ის თავდამსხმელი ემილიანო სალა მგზავრობდა, თუმცა თავად ფეხბურთელის და პილოტის, დეივ იბოტსონის გვამები ჯერ ვერ აღმოაჩინეს. ამის შესახებ იტყობინება სამძებრო ოპერაციის კოორდინატორი დევიდ მირნსი.



შეგახსენებთ, 2019 წლის 22 იანვარს, სალა ნანტიდან კარდიფისკენ კერძო თვითმფრინავი Piper PA-46 -ით მიფრინავდა, რადგან „ნანტიდან“ მისი ტრანსფერი „კარდიფ სიტიში“ რეკორდულ თანხად(ლაპარაკია 15 მილიონ ფუნტ სტერლინგზე)განხორციელდა.


ნორმანდიის კუნძულებთან ახლოს მოულოდნელად თვითმფრინავი რადარების ეკრანებიდან გაქრა. ბორტზე იმყოფებოდა ემილიანო სალა და პილოტი. კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე ემილიანო სალამ WhatsApp-ით მეგობარს გაუგზავნა შემდეგი სახის შეტყობინება:"ახლა თვითმფრინავში ვართ, რომელიც, როგორც ჩანს, ჩამოვარდება. თუ ჩემგან საათნახევრის განმავლობაში ვერაფერს გაიგებთ, მაშინ მაშველები დაგვჭირდება, არ ვიცი, ვინმეს გამოგზავნიან თუ არა. ჩვენს პოვნას ვერ შეძლებენ. ძალიან მეშინია".



იმ დროიდან მოყოლებული, მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაციები.



28 წლის არგენტინელი ფეხბურთელი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.


1
223
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
223
  
2019, 4 თებერვალი, 11:07
ვაიმეე(((
0 1 1