საზოგადოება ეთიოპიაში მამაკაცი დაკრძალვის დღეს გაცოცხლდა 2019, 2 თებერვალი, 14:59
როგორც გავრცელდა, გლოვის ცერემონიის დროს მან კუბოში გაიღვიძა და კუბოს სახურავზე დაიწყო ბრაგუნი. ამან საშინლად შეაშინა ადგილობრივები და დაბნეულები აქეთ-იქით გაიფანტნენ, რის გამოც, მამაკაცს თავად მოუხდა გამომძვრალიყო კუბოდან. მეკუბოვის განცხადებით, ასეთი რამ პირველად ნახა ცხოვრებაში. თუმცა, დაზუსტდა, რომ ამ ინციდენტიდან ორი თვის შემდეგ ეს ადამიანი გარდაიცვალა. მანამდე ამბობდნენ, რომ ამურის ოლქში ექიმებმა ვერ შეძლეს პენსიონერის გადარჩენა, რომელიც მორგში "გაცოცხლდა". 268 შეფასება არ არის
|