x
image
გემი დალანდი
ყოველდღიური ჩვევა, რომელიც ახდენს კიბოს პროვოცირებას, იწვევს სიმსუქნეს,მხედველობის პრობლემას
image

საიდუმლო არაა, რომ ადრე ადამიანები უფრო ჯანმრთელები და ამტანები იყვნენ, მამლის ყივილზე იღვიძებდნენ და ადრე იძინებდნენ.

ცხოვრება დღეს არც ისე მარტივია. ჩვენ ყოველდღე გვიწევს სხვადასხვა გაჯეტების ხმარება. როგორც გვეუბნებიან, ეს ჩვენი მომავალია, მაგრამ რა მოაქვს მას ჩვენთვის?-გვპარავს ძილს, იწვევს ნერვული სისტემის დარღვევას და ჯანმრთელობის უამრავ პრობლემებს.

ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ რატომაა ძილის ჰორმონი მელატონინი ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრების წყარო და როგორ შევინარჩუნოთ ამ ჰორმონის პროდუქტიულობა.


როგორც უმრავლესობას, ალბათ თქვენც გიყვართ სმარტფონში ან ნოუთბუქში “ძრომიალი" ძილის წინ. რატომაც არა, ლოგინში ძილის წინა დრო ხომ საუკეთესოა, რომ კითხვა დაასრულოთ, ფოსტა შეამოწმოთ ან უმიზნოდ ფურცლოთ სოციალური ქსელის გვერდები. ყველაზე დისციპლინებული ადამიანებიც კი ვერ უმკლავდებიან ამ ცდუნებას - დაწოლის შემდეგ სმარტფონსა და ნოუთბუქზე უარი თქვან.

სამწუხაროდ, მრავალრიცხოვანი კვლევები ერთხმად ადასტურებენ, რომ ძილის წინ გაჯეტების მოხმარებას დამღუპველი გავლენა აქვთ ჩვენს ძილსა და ორგანიზმზე.

ყველა ეს გაჯეტები სინათლის ისეთ ტიპს გამოასხივებენ, რომელსაც ბიოლოგიურ რიტმზე ზემოქმედება შეუძლია.

ამ ხელოვნური ნათების ცისფერი სპექტრი ღამით მელატონინის გამომუშავებას უშლის ხელს, რომელსაც ძილის ჰორმონსაც უწოდებენ.

image

მელატონინის გამომუშავებას ტვინი ღამით, სიბნელეში ახდენს. სწორედ ეს ჰორმონი უბიძგებს ადამიანს ძილისკენ.

“მელატონინი გვიგზავნის სიგნალს, რომ დროა დასაძინებლად დავწვეთ და ადამიანის ორგანიზმს დღის რეჟიმიდან ღამისაზე გადასასვლელად ამზადებს."-ამბობს ექიმი მარიანა ფიგუეირო.

ლურჯი ნათება კი მელატონინის გამოყოფას აფერხებს, რადგან ამ დროს ტვინის დარწმუნება ხდება, რომ ღამის დრო ჯერ არ დამდგარა.

თუ ძილის წინ გაჯეტების გამოყენებას რეგულარული ხასიათი აქვს და დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, შედეგები შესაძლოა ძალიან სერიოზული აღმოჩნდეს:იზრდება დიაბეტისადმი მიდრეკილება, ჩნდება ზედმეტი წონა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და კიბოც კი.

“შუქი, რომელიც გაჯეტებს აქვს, კიბოს არ იწვევს. მაგრამ დამიჯერეთ, ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია კარგად გამოძინება და ცირკადული რიტმის იშვიათად დარღვევა"-ამბობს მარიანა ფიგუეირო.

გაჯეტებს ამ შუქს ვერ გამოვურთავთ, მაგრამ მათი ზემოქმედების შემცირება კი ნამდვილად შეგვიძლია:

1.ეცადეთ, დაძინებამდე 2 საათით ადრე გაჯეტები აღარ გამოიყენოთ, რადგან მელატონინი სწორედ დაძინებამდე 2 საათით ადრე გამომუშავდება. ასე, ორგანიზმს უფრო მეტი დრო და საშუალებ ექნება იმისთვის, რომ ღამის რეჟიმზე გადაეწყოს.

image

2.თუ მაინცდამაინც ძილის წინ, ლოგინში მოგინდებათ ფოსტის შემოწმება, ეცადეთ ამისთვის პატარა ეკრანიანი მოწყობილობა გამოიყენოთ და არა ნოუთბუქი ან პლანშეტი.

image

3.დაუწიეთ ეკრანის განათებას. რაც უფრო ძლიერი ნათება აქვს გაჯეტს, მით უფრო მოქმედებს მელატონინის გამომუშავებაზე. თანამედროვე გაჯეტებს “საღამოს" და “კითხვის" რეჟიმები აქვთ. ჩართეთ ისინი აუცილებლად.

image

4.სამწუხაროდ, ლურჯი და ცივი განათებები ჭაღებსა და ბრებშიც გამოიყენება, ამიტომ, თუნდაც წიგნს კითხულობდეთ, ასეთი შუქი მაინც იმოქმედებს მელატონინის გამომუშავებაზე. შეეცადეთ უფრო თბილი ნათება დააყენოთ.

image

5.ატარეთ სპეციალური სათვალე დამცავი ლინზებით. დღეს ოფთალმოლოგიური კლინიკები ისეთ ლინზებს აწარმოებენ, რომლებიც ცისფერ სპექტრს ბლოკავენ.

image

6.და ბოლოს, ხშირად გადით გარეთ, ბუნებრივ ცისფერ შუქზე. რაც უფრო მეტ ბუნებრივ შუქს მიითებთ დღისით, უფრო ეფექტურად გაუმკლავდებით მის მავნე ზეგავლენას ღამით.

image

თუ გსურთ მხნეობა და ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ, კარგი მხედველობა გქონდეთ და სერიოზული დააავადებების განვითარების რისკი შეამციროთ, დაიყვანეთ მინიმუმამდე გაჯეტების მოხმარება ძილის წინ და ბოლოს და ბოლოს, ისწავლეთ ძილი და გამოძინება.

0
817
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
817
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0