x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134542
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
ტყეში დაკარგული სამი წლის ბავშვი დათვმა გადაარჩინა
image

ამერიკელი მაშველები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ სამი წლის ბიჭუნას, რომელიც ბებიასთან სტუმრობის დროს ეზოში თამაშობდა და დაიკარგა. თან ბავშვს არ ეცვა სეზონისთვის შესაფერისი ტანსაცმელი, ქუჩაში -6 გრადუსი ყინვა იყო.


მაშველები ბავშვს ორი დღის განმავლობაში ტყეში ეძებდნენ, თან იცოდნენ, რომ ბიჭი ქურთუკის გარეშე იყო და ამითიც შეშფოთებულები იყვნენ. ეძებდნენ ვერტმფრენებით, დრონებით, დაივერებით და ათასობით მოხალისეს მეშვეობით, თუმცა უშედეგოდ. იძულებულები იყვნენ, ძებნა შეეწყვიტათ ამინდის გაუარესების გამო.

image

მესამე დღეს, 24 იანვარს მაშველებს მოესმათ ტირილის ხმა. ბიჭუნა იპოვეს მომცრო კუნძულზე. მაშველებს წელამდე წყალში შესვლა მოუწიათ, რომ ბიჭუნამდე მიეღწიათ. გაუგებარი იყო მათთვის, როგორ მოხვდა 3 წლის კეისი ჰეტუვეი(Casey Hathaway) კუნძულზე, თუმცა მალე გაირკვა, რომ ბავშვს დაეხმარა შავი დათვი. როგორც ბიჭუნა აცხადებს, იგი ორი დღე შავ დათვთან ერთად ერთობოდა.


"მე მყავდა ტყეში მეგობარი დათვი და ის ზრუნავდა ჩემზე"-თქვა ბიჭუნამ.

"ღმერთმა გამოუგზავნა მას მხსნელი, რომ ბავშვზე ეზრუნა, სასწაულები ხდება"-აღნიშნა The Guardian. -თან ინტერვიუში კეისის დეიდამ.

image


შავი დათვი, ანუ ბარიბალი ბინადრობს ჩრდილოეთ ამერიკის ტყეებში, მისი სიგრძე საშუალოდ 1, 8 მეტრს აღწევს, ხოლო წონა 360 კილოგრამია. შავი დათვი იშვიათად ესხმის თავს ადამიანს და ცდილობს გაერიდოს მათ.

image



0
434
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
434
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0