x
ყველაზე მაგარი შვილის ყველაზე მაგარი დედა

image
სამყარო რომელიშიც ჩემი შვილი ცხოვრობს თოვლივით სუფთა და ქათქათაა.რთულია შეაღწიო იმ სამყაროში და შეიგრძნო ის რასაც ის განიცდის. რთულია გაიზიარო, ის გრძნობა, რასაც ის განიცდის. გრძნობს და უხარია. მისი ყოველი სტყვა, ყოველი მოქმედება, ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. მისი პატარა და თან, ამავდროულად კაცური თითებით, რომ მეფერება ლოყაზე, ამაზე მეტი ბედნიერება, მგონი არ არსებობს, ამ უკიდეგანო სამყაროში. მე დედა ვარ! ის დედა, რომელსაც ორი შვილი ჰყავს, უფროსი სრულად ჯანმრთელი, უნცროსი კი ცოტათი გასხვავებული, თუმცა, ჩვენ ადამიანები, ისედაც ხომ განვსხვავდებით ერთმანეთისგან. თითეული ჩვენგანი ხომ ინდივიდუალურები ვართ. ჩვენც ხომ გვაქვს ჩვენი სამყარო, სადაც თავს ბედნიერად გვრძნობთ, მაგრამ ეს განსაკუთრებული სამყაროა, სადაც ჩემი პატარა ბიჭი ცხოვრობს. მას სხვანაირად უხარია, სხვანაირად გამოხატასვ ბენდიერებას, მწუხარებას, დარდს, ვგრძნობ რომ მასაც აქვს უამრავი სურვილები, როგორც დანარჩენ ბავშვებს, მასაც სურს იყოს ისეთი როგორც მისი უფროსი ძმა. ალბათ, უფალმა განსაკუთრებულად ის აირჩია, ალბათ, მას შეეძლო ეტარებინა ის ტვირთი რაც თან დაჰყვება, უფალმა ხომ უკეთ იცის, ვის როგორი ტვირთის ტარება შეუძლია ცხოვრების მანძილზე. არ მინდა მოვწყვიტო ჩემი შვილი გარე სამყაროს. მინდა ჩემი უფროსი შვილივით და სხვა ბავშვებივით აქტიური და ქმედუნარიანი იყოს. მინდა რომ მიიღონ ისეთი როგორიც არის, გული მტკივა როდესაც მის მიმართ განსხვავებულ რეაქციას გამოხატავენ, გული მტკივა როდდესაც მეუბნებია ჯობს სახლში გაყვდეს, ვიდრე აქ ჯანმრთელ ბავშვებთანო. მას ხომ არაფერი დაუშავებია! მას ხომ არ აქვს ისეთი დავადება, რომ სხვა გადასდოს, ან დააზიანოს სხვა ბავშვები. ჩემი პატარა, ჩემი ოცნება ბიჭი, ხატავს ძალიან კარგად, წერს ოთხ ენაზე, რაგინდ გასაკვირიც არ უნდა იყოს.ეს მე, ძალიან ბედნიერს მხდის, იმედი მესახება მომავლის. ძალიან მძიმედ მახსენდება ის დღე, როდესაც ექიმმა დიაგნოზი დაგვისვა "აუტიზმის"ის დღე სიკვდილის ტოლფასი იყო ჩემთვის, მაგრამ მთელი ძალ-ღონე მოვიკრიბე და ჩემ შვილთან ერთად დავიწყე ბრძლოა ამ მდგომარეობის წინააღმდეგ. დავიწყეთ სიარული მასწავლებელთან, მისი დამსახურებაა რომ უკეთ ხდებოდა დღიდი დღე. მოულოდნენლად მასწავლებელი გარდაიცვალა და მოგვიწია სხვა მასწავლებლის პოვნა, მარგამ აქ შევხვდით სირთულეებს, ნაკლებად ადარდებდათ ბავშვის მდგომარეობა. ნელ- ნელა ვეგუებოდი ამ მდგომარეობას ზოგჯერ მეც ვქმნი ჩემს სამყაროს სადაც მხოლოდ მე და ჩემი ოცნება ბიჭი ვართ, იქ ყველაზე კარგად გრძნობ თავს. ისიც ხდება რომ სიცოცხლე აღარ მინდა, დავიღალე, არ შემიძლია მეტი, მაგრამ რომ გამახსენდება ჩემი შვილი უჩემოდ და მარტოდ- მარტო, ძალღონეს ვიკრებ და ვიწყებ ბრძოლას. მხოლოდ ერთადერთის იმედი მაქვს, ღვთისმშობლის, ისიც ხომ დედაა და ტკივა როგორც დედას, იცის ხომ განიცდიდა როდესაც მის შვილს ჯვარზე აკრავდნენ, მას ვანდობ ჩემ პატარა ბიჭს, მთელი გულით მჯერა რომ ის დაეხმარება და გადავლახავთ ყველა დაპრკოლებას რაც მოგველის წინ. დედებო გაფრთხილდით შვილებს დაე ჩემი შვილი ბოლო იყოს ამ მდგომარეობის და სხვა ბავშვებს არ განეცადოთ ეს. როგორც კი შეანჩნევთ ბავშვს რაიმე არადამაკმაყოფილემებ ქცევებს მაშინვე მიმართეთ შესაბაბის ექიმს. ნუ დაელოდებით მოვლენების განვითარებას, დროულად იმოქმედეთ რომ შედეგიც იყო. მე ბედნიერი ვარ რომ მყავს ჩემი ბიჭი, მე დედა ვარ და ყველაფეს გავაკეთებ იმისთვის რომ ჩემი შვილი მოვამზადო დამოუკიდებელ ცოხვრებისთვის და შიში არ მქონდეს იმისა რომ დაბრკოლებელს ვერ დააღწევს თავს. ჩვენ ყველაფერს შევძლებ ერთად....

0
281
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
281
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0