x
ემიგრანტის შვილები

image
ვერ გავაცილე დედაჩემი. ალბათ ჩემ და ძმაზე სუსტი მე გამოვდექი, როცა დედას ჭირდებოდა ჩემი თანადგომა, მაშინ ვერ დაუდექი გვერდით, ჩემთვის ოთახში ჩაკეტვა ვამჯობინე, განმარტოებით ყოფნა. ვერ გაუძელი დედის სახლიდან წასვლას ვერა. არადა, ჩემ გამო, ჩემი და ძმის გამო, წავიდა და დაგვტოვა. მე კი მიჭირს ამის გაგება. ჩემმა დამ და ძმამ გააცილა, დედა აეროპორტში, არ დაუტოვებიათ სანამ თვითფრინავი არ აფრინდა, ფოტოც გადაიღეს, დედასთან გაცილების წინ. ჩემი პატარა ძმა, გამოდგა ყველაზე ძლიერი, ის ამხნევებდა დედას, წასვლის წინ. დედა ყველაფერი კარგად იქნებაო, ეუბნებოდა და ეფერებოდა. მე და ჩემმა დამ ვერც კი მოვეფერეთ ჩევნ დედიკოს. იმიტომ კი არა, რომ სურვილი არ გვქონდა ამის, არა ვერ შევძელით ვერა. ვერ ვიმეტებდით დედას სახლიდან გასაშვებად, მაგრამ არც სხვა გამოსავალი იყო. უკვე ძალიან გვიჭირდა, დაიღალა დედა ამდენი სხვაზე თხოვნით, რომ დაგვხმარებოდნენ. ვერც სხვა დაგვეხმარებოდა ისე, საკმარისი რომ ყოფლიყო. ამიტომ გადაწყვიტა წასვლა. გაჭირვებაში ყოფნას, ჩვენთვის ლუკმა პირის უქონლობას, ჩვენი დატოვება ამჯობინა. სწავლაც ხომ გვინდოდა, კარგი მომავალი რომ გვქონდეს. რთულია დედის გარეშე ცხოვრება, რთული, რამდენჯერ მომეყურა დედის დაძახება. სიზმარში ხშირად ვხედავ დედას, სულ მეფერება, როდის გავა ეს წლები, ისევ დაბრუნდება ჩემი დედიკო წელ გამართული ჩვენთან. ბებო არაფერს მაკლებს ცდილობს დედის აქ არ ყოფნა არ მაგრძნობინოს, მაგრამ სულ მაკლია რაღაც სულ. დედა მაკლია, დილით სკოლაში, რომ გამაცილებდა, კი მეჯავრებოდა კარაქიანი პურის ჭამა, დაძინებულს მაცმევდა ტანსაცმელს, ნეტავ ახლა იყოს ჩემი დედიკო ჩემ გვერდით. თუნდაც ყოველ დღე, ორჯერ მეტი კარაქიანი პური მაჭამოს, გული მწყდება, მშობელთა კრებაზე ჩემს კლასელებს, რომ მოჰყვებათ თავისი დედიკოები, ეფრებიან, რამდენჯერ გადმომცვივდა უნებურად ცრემლი. დამიმალავს კაცი ვარ და არ მიდა დამინახოს სხვამ, ცრემლი თვალზე. დედასთან ჩახუტება მომენატრა, რა კარგი ყოფილა, სუყველა ერთად, რომ ვცხოვრობით. სულ არ მიხარია ექსკურსიაზე წასვლა, ყველას დედა ყავს გვერდით, მე არა. ჩემსავით არის ჩემო ორი კლასელი, ერთი გოგო და ერთი ბიჭი, გოგოს უფრო ეტყობა უდედობა, რაღაც დარდიანია ძალიან, ჩვენ კაცები ვართ, ვუმკლავდებით. გულში რა ხდება ვინ რა იცის, როგორ მაგრად გვენატრება ჩვენი დედიკო. დეიდასთან ვარ დატოვებული, დეიდა დედასავით თბილი და ტკბილია, სულ მიხუტებს და მეფერება, დედასავით მიჯავრდება კიდეც მასწავლის, სკოლაში დამყვება, მაგრად ვეხუტები, მინდა დედას მისწვდეს ჩემი ჩახუტება, ასე მგონია დეიდას რომ ჩავეხუტები და მოვეფერები დედასთანაც მივა ეს სითბო. დედა სკაიპიდან რომ მიყურებს უტირია. მე ვარიდებ თვალს მაგ დროს მეც მეტირება. არ მინდა, ჩემმა დედიკომ, ატირებული დამინახოს. ეხ როგორ მენატრება ვინ იცის. ვაბრაზებდი სულ, მაგრამ არ მირტყამდა, მაინც სულ მეფერებოდა. მესიზმრება ხშირად, ჩემი დედიკო, დამპირდა ამ ზაფხულს წაგიყვან ჩემთანო და მიხარია ჩავეხუტები ჩემ მონატრებულ დედიკოს მალე. მე სულ მარტო დავრჩი. ჩემი დედიკო და მამიკო ორივე ემიგრანტია. ბებო და ბაბუა მივლის, სულ მპირდებიან წაგიყვან, წაგიყვანო, მაგრამ არ წამიყვანეს. მენატრება ძალიან ორივე. მინდა ჩემ დედიკოსთან ჩახუტება. მამიკო სულ მეთამაშებოდა, ასე მგონია სახლი ცარიელია, ისინი რომ არ მყავს სახლში, სულ არ მინდა იქ წასვლა, უცხო ქვეყანაში, აქ ჩვენ სახლში ისევ ისე ძველებურად მინდა მყავდეს ორივე გვერდით. სკოლა რომ მეწყებოდა ორივე მიმყვებოდა სკოლაში, პირველ დღეს. ახლა ბებო დამყვება მარტო, ბებოს მე ვასწავლი რაღაცეებს, რომ არ იცის. დედას არაფერის სწავლა არ უნდოდა, თვითონ იცოდა სად რა იყო. ნეტა მალე დაბრუნდებოდეს ჩემი მშობლები სახლში. ნეტა მალე ჩამახუტა მათზე. ჩემი დედიკო სახლშია მაგრამ მამიკოა წასული, მამამ მე წავიდე მირჩევნიდა, ვდრე შვილები დავაშორო დედასო, სწორი გადაწყვეტილება მიიღო მამამ, მაგრამ დედაჩემი სულ ტირის, სულ. ენატრება არ უნდა დავინახოთ, ჩვენ მისი ცრემლები, ხმაზე ხომ ეტყობა, ნატირები რომ არის. მამიკო საჩუქრებს გვიგზავნის ხშირად, გავნებრიბრებს შვილებს, მეც ძალიან მენატრება ჩემი მამიკო. რომ მიდიოდა, მე ჩამაბარა დედიკო და ჩემი და. შენ კაცი ხარ შვილო, ჩემ აქ არ ყოფნაში, შენ უნდა მიხედო მათო. მენატრება მამიკო, ძალიან ხშირად მტუქსავდა, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს. მამაჩემი ჩემი მაგალითია, მინდა რომ გავიზრდები მამიკოსთანა კაცი ვიყო. მალე მიდა დაბრუნდეს სახლში, დედას გაღიმებულს მინდა ვხედავდე. ეხ დედაჩემზე მწყდებოდა გული, რომ წავიდა, მაშინ პატარა ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი, ისევ ჩვენთვის რომ გადადგა ეს ნაბიჯი. იტვირთა თავის თავზე ოჯახის ფეხზე დაყენება. ჩემთვის კარგი განათლების მოცემა, ვის უნახავს ემიგრანტი, სიხარულით ხდებოდეს, ყველას გაჭივრებამ აიძულა ასე მქოცეულიყო. ვის უხარია შვილების დატოვება, ვის უხარია თავისი ქვეყნიდან შორს ყოფნა, ვინ რა იცის იქ რა გაჭივრებას გადის თითეული მათგანი, რის ხარჯზე უწევთ გამოკვებონ ოჯახები. გაისტუმრონ ვალები, მსხვრეპლად წირავენ თავს. მეც იძულებული გავხდი დედაჩემივით მეტვირთა ეს მძიმე ჯვარი, დავტოვე ჩემი შვილები მეც გავხდი ემიგრანტი. შვიდი წელი არ მინახავს დედა მასთან წამიყვანა უცხოეთში, წამით არ მტოვებდა ისეთი თბილი და ტკბილია ჩემი დედიკო. მაგრამ მასთან განშორებამ ისევ დაგვამძიმა ორივე, ის დღე არაფერი იყო როცა წავიდა, ამ დაშორებასთნა, ორივეს გაგვიჭირდა ძალიან, გაგვიახლდა ისევ ის ტკივილი, რთულია დედის გარეშე ცხოვბრება რთული. მაგრამ რა ქნას დედებმა, ისევ ჩვენს გამო გვტოვებენ და მიდიან, მე არასოდეს გაუცრუებ იმედს იმდენს გავაკეთბ, რო მალე დავაბრუნო ჩემი დედა სახლში და არასოდეს ვაქციო კვლავ ემიგრანტად...

0
113
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0