x
ისევ ემიგრანტი

ისევ ემიგრანტი
ისევ ემიგრანტი


----ალო როგორ ხარ? გამოდი რა ჩემთან ახალი ამბავი მაქვს, მოგიყვე უნდა. ---კარგი ერთ საათში მოვალ, ხომ მშვიდობაა? --არ ვიცი კარგია თუ ცუდი, გამოდი მოგიყვები. ერთ საათში ესტუმრა მაკას დაქალი და როგორც სჩვევიათ დასხდნენ მიირთმევენ ფინჯან ყავას. დაიწყო მაკამ ახალი ამბის მოყოლა. ---წუხელ ჩემ დედამთილს ვესაუბრეთ და ახალი ამბით გვახარა, ხომ იცი უკვე 15 წელი იტალიაში არის აქეთ ერთხელაც არ ჩამოსულა, ქმარი მოუკვდა და მაშინაც არ იკადრა ჩამოსვლა ქალბატონმა, უსახსრობას დააბრალა რომ ჩამოვიდე მერე რა ეშველება ჩემ მკვდარ ქმარს ვინ გაასვენებს, ვინ ორმოცს და წლისთავს გადაუხდისო.ეგონა ის რომ არ ყოფილიყო დაუმარხავს დავტოვებდით მის ქმარს. ამდენი წლის მერე გამოაცხადა დავიღალე მეტი არ შემიძლია შვილებო ჩამოვალ დავტკბები თქვენი ყურებითო. ახლა მე მინდა დედამთილი სახლში? ყველაფერს შეცვლის მის გემოზე ამ ჩემ ქმარსაც არ შეუცვალოს ხასიათი, მისი ნაგზავნი ფულით რაც შემეძლო კი ვაკეთე ეს სახლი და ვალამაზე მაგრამ ჩემი ძმა ციხეში რომ ზის მას ბევრი ჭირდება, მას უგზავნიდი ნათელას გამიგზავნილ ნაწილ ფულს, თამაშობს იქ და ვერ უთავდება მარტო დედაჩემი.რა ვქნა ჩემ ძმას უყურადღებოდ ვერ დავტოვებ. ისე ცუდი ქალი არ ჩანს სკაიპიდან როგორც ვხედავ, ჩემთვის არასოდეს უსაყვედურია მაგრამ ამდენი ხნის მანძილზე იტალიაში ნამყოფი სოფელში დაიწყებს მაღალ ფარდოვნად საუბარს მომიშლის ნერვებს. ----დამშვიდდი ნუ ნერვიულობ წინასწარ ჩამოვიდეს შენც კარგად შეხვდი იქნებ და იქ შეჩვეული აქ ვერც კი გაჩერდეს კი გაბრუნდეს უკან. ---ღმერთმა გისმინოს თორე ჯერ უფულობა შეგვაწუხებს და მერე ზედმეტი ადამიანი სახლში . იტალიაში მყოფმა ნათელამ მზადება დაიწყო სახლში წასასვლელად, თვეები აგროვა თანხა რომ ყველასათვის ეყიდა საჩუქარი და უკმაყოფილო არავინ დარჩენოდა. განსაკუთრებით რძლისთვის არჩევდა ფიქრობდა მინდა გული გაუხარო ჩემ გოგოსო. დადგა გამგზავრების დრო იტალიაში მყოფ ყველა მეგობარს დაემშვიდობა იმ პირობით რომ აწი აქ ჩამომსვლელი მე არ ვარ 60 წლის ქალი ვარ დავტკბები ჩემი შვილ მომავლით და თქვენც იგივეს გირჩევთ, გვეყოს ამდენი მონატრების ცრემლი უძილო ღამე, და ფიქრი იმაზე თუ რას შვება ახლა ჩემი ოჯახი როგორ არის. წავიდა ნათელა იტალიიდან აეროპორტში დახვდა თავისი შვილი დედიკოს ნაყიდი ჯიპით. შვილის დანახვაზე ლამის გული წაუვიდა ნათელას მას ხომ 15 წელი არ ენახა თავისი ერთადერთი შვილი, უკვე დაკაცებული შეცვლილი. დედა შვილი ეხვეოდა ერთმანეთს და ზღვას ერთვოდა მათი სიხარულის ცრემლი. მაგრამ იყო რაღაც რაც ცოტა უცხოდ ეჩვენებოდა ორივეს. ნათელა სიხარულით მიიღო რძალმა სახლში, --- როგორ გაგვახარე თქვენი ჩამოსვლით, შვილიშვილები სკაიპით იცნობდა ბებოს პირველად ნახეს დღეს, ცოტა იუცხოვეს მაგრამ მალევე გაითავისეს რომ ეს ის ბებოა სკაიპით რომ იცნობდნენ და ეფერებოდა პატარებს, უგზავნიდა საჩუქრებს და არაფერს აკლებდა პატარა შვილიშვილებს. ნათელამ ოთახო სთხოვა რძალს.---შვილო მიჩვენე ჩემი საძინებელი მოვისვენებ ცოტას დავიღალე ძალიან. რძალს ფერი ეცვალა მაშინვე მას ხომ არ ჰქონდა დედამთილისთვის განკუთვნილი საძინებელი, იქ სადაც ადრე ნათელა და მისი მეუღლის საძინებელი იყო მაკას თავისთვის ჰქონდა მოწყობილი. ----წამობრძანდი დედა მაგრამ თქვენთვის საძინებელი არ გვქავს განკუთვნილი ასე უცებ არ გელოდით, სამაგიეროდ ზემოთ სასტუმრო ოთახში დაისვენე და შემდეგ მოვამზადოთ თქვენთვის საძინებელი. რა გაეწყობოდა ნათელას ხმა არ ამოუღია გაყვა რძალს გულში კი გაიფიქრა, ეხ იმდენი ფული ვაგზავნე სახლი ავაშენე გამოვაწყვე და ოთახი არ მოიძებნება ჩემთვის აქ. გავიდა რამდენიმე თვე, ოჯახს დაეტყო ნათელას უემიგრანტობა, რძალსა და შვილს ხშირად მოსდიოდათ კამათი, არ იყო საკმარის თანხა მიჩვეულნი იყვნენ ბევრს ახლა კი მიაკლდათ. ნათელას ხმის ამოღების უფლებას არავინ აძლევდა, როგორც კი რაიმეს თქმას დააპირებდა მაშინვე რძალი ეტყოდა -- არ მჭირდება თქვენი ჭკუის დარიგება. დაიბნა ნათელა უკვე აღარ იცოდა რა ჯობდა, ამ მდგომარეობაში სადაც არავინ არაფრად აგდებს თავის ოჯახში და ყველა უცხოდ თვლის, თუ ისევ ემიგრანტობა ჯობდა, ასე არავინ ეტყოდა შენ არავინ არაფერს გეკითხება. ნათელამ ვერ გაუძლო ასეთ მდგომარეობას ყოველ დღე იმის მითითებას რომ აქ ზედმეტი იყო. მდივანზეც კი ვერ დამჯადარა, --- რძალი მაშინვე ეტყოდა არ არიო ახლა გავსწორე.არადა ნათელას არც სისუფთავე ეშლებოდა და არც ოჯახის ქალობა. ერთ დილას სრულიად მარტომ კიდე კარგი რომ რაღაც დანაზოგი ქონდა ისე რომ არავინ იცოდა, გაუფრთხილებლად დატოვა ოჯახი, მაგიდაზე შვილს წერილი დაუტოვა. ჩემო ერთადერთო ბიჭო, შენთვის სიცოცხლესაც გავლევ, ვხედავ ჩემი აქ ყოფნით შენ შენს მეუღლესთან უთანხმოება მოგდის, მე მინდა შენ იყო ბედნიერი და თუ ჩემი აქ ყოფნით თქვენ ცუდად გრძნობთ თავს მე მივდივარ, შორიდან გიყურო მირჩევნია მოგეხმარო და იყო კარგად ვიდრე ახლოს მყავდე და პრობლემები ქგონდეს, მიყვარხარ ჩემო შვილო. ......... წერილი ნახევრად სველი იყო ნათელას თვალებიდან ცრემლი არ უჩრდებოდა წერის დროს, მაგრამ მან ასე გადაწყვიტა ისევ თავისი შვილისთვის. შვილმა დილით იპოვა მაგიდაზე დატოვებული დედის წერილი. წაიკითხა და იქვე დაემხო ბღავილით ყვიროდა მაპატიე დედა, მაპატიე დედააააააა. დედას კი ეს უკვე არ ესმოდა რადგან თვითმფრინავში იჯდა და ისევ ემირგანტი ხდებოდა...

ავტორი სოფო იაშვილი

1
54
2-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
54
  
2018, 24 აგვისტო, 23:04
თავს როგორც დაიფასებ, სხვებიც ისე დაგაფასებენ.
0 1 1