x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
"ღორის დაკვლაზე არ დაპატიჟა და მეზობელმა ცხვირი გაუტეხა", - რა მოხდა გორის მუნიციპალიტეტში

რა შეიძლება გახდეს სოფელში მეზობლებს შორის დაპირისპირების მიზეზი? ბევრი რამ, მაგრამ ღორის დაკვლაში არ დაპატიჟების გამო მეზობლის ცემა, ახალი "ტრენდია".

ეს ამბავი გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. თანასოფლელები მეზობელთან ღორის დაკვლაზე იყვნენ შეკრებილნი, როდესაც ერთ-ერთი ადგილობრივი ეზოში განაწყენებული შევარდა და ღორის პატრონს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, უფრო ზუსტად ცხვირი გაუტეხა.

imageფოტო შერჩეულია თემატურად

"რამდენიმე კაცმა გავაშველეთ, ეწყინა ღორის დაკვლაზე ყველა რომ მიიპატიჟე, მე რატომ არ მითხარიო, ჩხუბი მოუვიდათ და ამან ცხვირი გაუტეხა", -ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით დაიწყო.

0
171
1-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0