x
image
პროფესორი
პაბლო ემილიო ესკობარ გავირია-"კოკაინის მეფე" და უმსხვილესი ნარკობარონი(ნაწილი2)

image

პაბლოს დიდი მცდელობის მიუხედავად, მისი მარჯვენა ხელი კარლოს ლეიდერს მაინც ექსტრადაცია მოუწია ამერიკაში.

პაბლო მიხვდა, რომ მასაც არ ჰქონდა კარგად საქმე და 1989 წელს ის თანხმობას აცხადებს ჩაბარებაზე, თუ მას ამერიკაში არ გადაგზავნიან.ამაზე პაბლომ უარი მიიღო, რის გამოც ესკობარმა განაახლა ტერაქტები.კარტელმა მრავალი პოლიტიკოსი გამოასალმა სიცოცხლეს და მრავალი ადამიანიც შეიწირა.მისი მიზანი კოლუმბიის პრეზიდენტი სეზარ გავირია აღმოჩნდა.პაბლომ მისი მოკვლა თვითმფრინავში დააპირა, პატარა ბიჭს მოტყუებით გაატანეს ჩემოდნით ბომბი, თვითმფრინავი აფეთქდა და მგზავრები შეიწირა, თუმცა სეზარი შიგნით არ მჯდარა, სავარაუდოდ მან ამის შესახებ შეიტყო.


საპასუხოდ ხელისუფლებაც იწყებს მოქმედებას, დაიწყეს რეიდები და ფაქტიურად კარტელი გაანადგურეს.ამერიკა ითხოვს მისი ჯარის დაშვებას კოლუმბიაში, თუმცა ამაოდ.კოლუმბიის ხელისუფლება ქმნის სპეციალურ დანაყოფს გამოცდილი ჯარისკაცებით, რათა პაბლო დაეპატიმრებინათ ან მოეკლათ.ამ დანაყოფის მეთაურად მარტინესი დაინიშნა, რომლის პირველი ოპერაციაც წარმატებული აღმოჩნდა და პაბლოც ალყაში მოაქცია.მაგრამ ესკობარს ამ შემთხვევისთვის ტყვედ ყავდა აყვანილი გავლენიანი პიროვნებები და ის დაიმუქრა, რომ თუ არ გაანთავისუფლებდნენ ყველა ტყვე მოკვდებოდა.მაშინვე ალყა მოიხსნა და საბოლოოდ გადაწყდა, რომ ესკობარს ექსტრადაციას არ გაუკეთებდნენ.


საბოლოოდ ესკობარი პოლიციას ჩაბარდა და საკუთარ აშენებულ ციხეშივე იხდიდა სასჯელს.ეს ციხე ნაკლებად იყო, რადგან შიგნით ყველაფერი იყო კომფორტისთვის უაზებიდან დაწყებული ჯაკუზით დამთავრებული.ერთ დღეს ესკობარმა "ციხეში" მოღალატეები მოაყვანინა და სასტიკად აწამა, რამაც ხელისუფლების კიდევ უფრო გაღიზიანება გამოიწვია და პრეზიდენტმაც გასცა ბრძნაება, რომ ის რეალურად დაეპატიმრებინათ.ეს ყველაფერი როგორღაც პაბლოს ყურამდეც მივიდა და ის გაიქცა.გაიქცა თუმცა უკვე მას იმდენი ძალა და გავლენა აღარ ჰქონდა და შესაბამისად მის კარტელში ღალატიც მოხშირდა.ერთ-ერთი ვერსიით ის საბოლოოდ მამასთან დაიმალა.


ერთ დღესაც პაბლომ ვეღარ გაუძლო მარტოობას და მის ცოლს დაურეკა, ეს ზარი რათქმაუნდა დააფიქსირეს და ადგილმდებარეობაც გაიგეს.შესაბამისად დაიგეგმა სპეცოპერაციაც.ერთ-ერთი ვერსიით პაბლომ არ ისურვა ჩაბარება და ის გაქცევისას მოკლეს.


ასე შეჩერდა პაბლო ესკობარის კარტელი, თუმცა გასაკვირია, მაგრამ პაბლოს გარდა კოლუმბიაში არსებობდნენ სხვა გავლენიანი ნარკობარონებიც, რომლებსაც გამოჩენა არ უყვარდათ როგორც პაბლოს და ეს ყველაფერი პაბლოს სიკვდილის შემდეგ მაინც გაგრძელდა.............


აქვე ჩავამატებ ერთ საინტერესო მოსაზრებას თუ ფაქტს:მაშინ როდესაც მსოფლიოს ნომერ პირველი კრიმინალი პაბლო ესკობარი ახალი გამოჩენილი იყო დანაშაულებრივ სცენაზე, მას ფულის გამოძალვის მიზნით მამა მოსტაცეს.


მას ეს ტელეფონით აცნობეს, პაბლომ ექსტრემალურ ვითარებაში სწრაფი გამოსავალი იპოვა და გამტაცებლებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: -კი ბატონო მოგიტანთ მოთხოვნილ თანხას ოღონდ გაფრთხილებთ მამაჩემს თმის ერთი ღერიც კი არ ჩამოუვარდეს თავიდან, თორემ შურს ვიძიებ, მან ყოველ სამ საათში ერთხელ "ფენტემი" უნდა დალიოს თორემ ცუდად გახდება, გთხოვთ შეიძინოთ რამდენიმე დღის მარაგი, სანამ ფულს მოვაგროვებ და ყოველ სამ საათში მისცეთ."


ესკობარის გაოგნებული მეგობრები ვერ მიხვდნენ თუ რას ამბობდა მათი ბოსი.


შემდეგ პაბლომ მათ მიმართა: - "ქალაქის ყველა აფთიაქში გაგზავნეთ ხალხი, ვინც "ფენტემს" იკითხავს მათ აედევნონ, ყველა დახოცონ და მამაჩემი აქ მომიყვანონ." - "კი მაგრამ "ფენტემი" შეიძლება უბრალო ხალხმაც მოითხოვოს ნებისმიერ წუთს" - იყო პასუხი.


"ფენტემი არ არსებობს მეგობრებო" - იყო პაბლოს პასუხი. შედეგად ესკობარის მამა უდანაკარგოდ და უფასოდ განთავისუფლდა შვილის მახვილი გონების წყალობით.



1
144
6-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
144
  
15 იანვარი, 2:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1