x
image
პროფესორი
დრაკულა - ''დრაკონის ძე''-შეშლილი სადისტი თუ ქვეყნისთვის თავგანწირული მმართველი?
image

ვლად III ცეპეში (დრაკულა - ''დრაკონის ძე'') (1429-36 - 1476 წწ.) ვალახიის (რუმინეთის ისტორიული ოლქი) მმართველი 1448, 1456-1462 და 1476 წლებში. სახელი გაითქვა თურქების წინააღმდეგ ბრძოლითა და განსაკუთრებული სისასტიკით.

დრაკულა წლების განმავლობაში შიშის ზარს სცემდა მთელ თავის სამფლობელოს გაუგონარი სისასტიკითა და სიმხეცით.. მას ათასობოთ ადამიანის წამება, სიკვდილით დასჯა და ძელზე გასმა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა. არსებობს ორი მოსაზრება:


1. იგი შეშლილი სადისტი იყო, რომელიც სიამოვნებას ღებულობდა თავისი მსხვერპლის აბუჩად აგდებითა და წამებით.



2. ამ სახით ის უბრალოდ ცდილობდა შიში აღმოეფხვრა ჯარისკაცებში და აელაგმა თავგასული და მოღალატე ბოიარები.



სიჭაბუკის წლების დიდი ნაწილი ვლადმა თურქების ციხეში გაატარა ადგილობრივი ბოიარების ღალატისა და დაბეზღების გამო. როცა ის ციხიდან გათავისუფლდა და სამშობლოში დაბრუნდა შეიტყო, რომ მამამისი მოღალატე ბოიარებმა მოუკლეს. რადგან ახალგაზრდა თავადმა ზუსტად არ იცოდა მოღალატეების სახელი, მან ყველა ბოიარი სადილზე მიიწვია და ბლაგვი მახვილით გაუფატრა ყველას მუცელი.



ხალხმა მას "სატანის შვილი" შეარქვა.

ძელზე გასმა დრაკულას საყვარელი წამების სახე იყო.

ერთხელ დრაკულას მიწაზე დაბანაკებული ბოშათა თაბორიდან ერთმა ბოშამ რაღაც მოიპარა. დრაკულამ ბრძანება გასცა საცოდავი ქურდი ცოცხლად მოეხარშათ, შემდეგ კი შეაკრებინა ბოშები და აიძულა მათ თანამოძმის ხორცი ეჭამათ.



ცდილობდა რა ვალახიის დედაქალაქის ქუჩებში წესრიგის დაცვას და მის შენარჩუნებას, დრაკულა თავიდან იცილებდა ავადმყოფებსა და მათხოვრებს, წვავადა რა მათ ცოცხლად კოცონზე. ერთხელ მან დღესასწაულის მომიზეზებით მოიპატიჟა მათხოვრები, დავრდომილები და მაწანწალები. მათ მშვენიერი სუფრა გაუწყვეს, სადაც დრაკულა თავად მასპინძლობდა უბედურებს. მას შემდეგ, რაც ყველა დანაყრდა, დრაკულამ ზრდილობიანად მოიხადა ბოდიში და გარეთ გამოვიდა. ამის შემდეგ მან თავის მსახურებს უბრძანა, სახლის ყველა გასასვლელი და ფანჯარა ამოეგმანათ, რის შემდეგაც სახლს ცეცხლი წაუკიდეს და უამრავი ადამიანი ცოცხლად გამოწვეს შიგ. თუმცა ეს ზღვაში წვეთი იყო იმასთან შედარებით, რასაც ის სჩადიოდა: ხანდახან თავისი სამფლობელოს შემადგენლობაში შემავალ მთელ სოფელს თავის მცხოვრებლებიანად გადააწვევინებდა ხოლმე თავის ერთგულ მსახურებს და ხშირად ამას აკეთებდა ყოელგვარი მიზეზის გარეშე.

იმისათვის, რომ გაეგო, თუ რამდენად ეშინოდათ მისი მის ქვეშევრდომებს, მან ქალაქის მთავარ მოედანზე დაადგმევინა სუფთა ოქროს თასები. გრაფმა გამოაცხადა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ამ თასებიდან წყლის დალევა, მაგრამ არცერთი თასი არ უნდა დაკარგულიყო. იმ დროს ქალაქში 60 000 ადამიანი ცხოვრობდა. დრაკულას მმართველობის მრავალი წლის მანძილზე ერთი ადამიანიც კი არ მიკარებია ამ თასებს, რომ არაფერი ვთქვათ მათ მოპარვაზე მიუხედავად იმისა, რომ ათასობით ადამიანი სრულ სიღატაკეში ცხოვრობდა.

მთელი ცხოვრების მანძილზე თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ მებრძოლი დრაკულა საბოლოოდ მაინც მათი მსხვერპლი გახდა. ის დაიღუპა ერთ-ერთი ბრძოლის დროს.

ამბობენ, რომ დაკრძალვის შემდეგ მისი ნეშტი საფლავიდან გაქრა, რაც სავსებით შესაძლებელია, რადგან ვლად III დიდ საგანძურთან ერთად დაკრძალეს და სავარაუდოა, რომ მძარცველებმა მისი საფლავი ამოთხარეს და გაძარცვეს.


image

2
138
3-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
138
  
2018, 26 ნოემბერი, 19:41
საინტერესოა,ნამდვილად არ ვიცნობ კარგად.
2018, 26 ნოემბერი, 18:40
უდიდესი ადამიანი და პატრიოტი ევროპის ისტორიაში, რომელიც ნეო-ლიბერალების და მუსლიმების მიერ ვამპირად შეირაცხა.
0 1 2