x
image
alex999
Mediator image
Mediator image
50 წლის განმავლობაში ჯაჭვით იყო დაბმული, როდესაც ის გაათავისუფლეს, რაღაც საოცრება მოხდა...

სამწუხაროდ ეს ჩვენი რეალობაა. ადამიანია ზუსტად ის არსება, რომელიც ანადგურებს ბუნებას, ცხოველებს და თვით ადამიანებსაც. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ რეალურ ისტორიას, რომელიც გულს აგიჩუყებთ. შემთხვევა ინდოეთში მოხდა...


image



ინდოეთში, ჯერ კიდევ პატარა ასაკში, ბრაკონიერებმა გაიტაცეს სპილო. ერთ-ერთი მათგანის ოჯახის წევრები ამ მეგობრულ და ემოციურ ცხოველს ფულის საშოვნელად იყენებდნენ. სპილოს "რაჯუ" ჰქვია და ის დაახლოებით 52 წლისაა.


image


სპილოს 50 წლის განმავლობაში, ჯაჭვით დაბმულ მდგომარეობაში ქუჩაში ამათხოვრებდნენ, რათა ეშოვნათ გარკვეული თანხა წამლის შესაძენად. საწყალი რაჯუ მათრახს ისე იყო მიჩვეული, რომ ჩარტყმის მომეტში რეაქციაც არ ჰქონდა. მას ფეხებსა და კანზე მძიმე ჭრილობები ჰქონდა, რომლის მოშუშებისთვის ალბათ თვეებია საჭირო. ასე გრძელდებოდა რაჯუს ცხოვრება, სანამ ამის შესახებ ერთ-ერთ კეთილმოსურნე ადამიანმა შეიტყო... მან ინფორმაცია მიაწოდა Wildlife SOS -ის სახელწოდების ბრიტანულ კომპანიას, რომლებიც 2014 წლიდან ებრძვიან ბრაკონიერებს და დაკავებულები არიან ცხოველების გადარჩენით.


image


კომპანიამ მალევე მიაგნო სპილოს კვალს. ჯგუფი შედგებოდა 20 კაცისგან: 10 ვეტერინარი, 4 პოლიციელი და 6 კომპანიის თანამშრომელი. ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც მოახერხეს სპილოს გათავისუფლება. სპილოს მეპატრონე, რომელიც ნარკოდამოკიდებული იყო, დააკავეს, ხოლო რაჯუ როგორღაც დაიყოლიეს და აიყვანეს სპეციალურ ავტომობილში, რომელსაც ცხოველების გადასაყვანად იყენებენ. როდესაც სპილოს ჯაჭვები მოუხსნენ, ცხოვრებისგან გამწარებულ ცხოველს თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდა და წამოგორდა იატაკზე. გამოღვიძების შემდეგ, რაჯუს ხილი მიართვეს, რომელიც ასევე გემრიელად მიირთვა, ამის შემდეგ, ის გაუშვეს ველურ პარკში, სადაც სხვა ცხოველებთან ერთად დღემდე ბედნიერად ცხოვრობს.


image


Wildlife SOS -ის თანამშრომლების განცხადებით, რაჯუს სჭირდება რამოდენიმე თვე იმისთვის, რომ მოიშუშოს ჭრილობები და დაივიწყოს თავის რთული წარსული.


სპილოები სხვა ცხოველებთან შედარებით უფრო ემოციური და ჭკვიანები არიან. კომპანია Wildlife SOS დღემდე ეხმარება საფრთხეში მყოფ ცხოველებს, ამ კეთილი საქმით დაკავებულ ადამიანებს ჩვენც აუცილებლად უნდა დავეხმაროთ!
















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


<<<თქვენთვის საინტერესო>>>


8 უცნაური ფაქტი ტაილანდის შესახებ!

როგორი იქნება 2019 წელი კირჩხიბებისთვის?

როგორ გამოიყურება დღეს "აკრძალული სიყვარულის" ახალგაზრდა ბულენთი?

ამ ქალბატონმა კაცობრიობის ისტორიის ყველაზე გიგანტური ანაკონდა მოიშინაურა!

როგორი იქნება 2019 წელი სასწორებისთვის?

ქვის მთლელი - იგავი ბედნიერებაზე!

მეცნიერებმა დაამტკიცეს - საყვარელი ადამიანის და ძაღლის სიკვდილი ერთნაირად მტკივნეულია!

საბავშვო ბაღში აღმზრდელი ეხმარება ბიჭუნას ფეხსაცმლის ჩაცმაში...

0
3486
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
3486
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0