x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134511
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
პატიმართა წამების 745 ფაქტი და 200-მდე დამნაშავე, რა მასალებს გადაუგზავნის პარლამენტი პროკურატურას?
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის შუალედური ანგარიშის თანახმად, დაზარალებული პირები ასახელებენ როგორც ყოფილ, ასევე მოქმედ 32 პროკურორს, 69 პოლიციელს, სასჯელაღსრულების დაწესებულების 77 თანამშრომელს, რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირს და მათ შორის მინისტრსაც. გასაიდუმლოებული მასალები უახლოეს დღეებში პროკურატურას გადაეგზავნება და კონკრეტული გვარებიც, სავარაუდოდ, მოკვლევის დაწყების შემდეგ გახდება ცნობილი.


image


პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში პატიმართა წამებისა და ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი ჯერ კიდევ 2015 წლის თებერვალში შეიქმნა, თუმცა შემაჯამებელი ანგარიშის ნაწილი, მხოლოდ, უკრაინაში გავრცელებული წამების ამსახველი კადრების შემდეგ, 20 ოქტომბერს, კომიტეტის სხდომაზე გამოქვეყნდა.


image



პარლამენტში ანგარიშის წარმდგენი, უფლებადამცველი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ სხდომა წინასწარ იყო დაგეგმილი და წამების ამსახველი კადრების გავრცელებასთან კავშირი არ აქვს. შუალედური ანგარიშის თანახმად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 6 ათასამდე განცხადება შევიდა. ისინი 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს ეხება. 745 განცხადება შინაარსობრივად წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ნიშნებს შეიცავს, მათგან 402 განცხადებაში კონკრეტული გარემოებები და წამების უშუალო შემსრულებლები არიან დასახელებულები.
ყოფილი პატიმრები საკუთარ გაცხადებებში დეტალურად ყვებიან, წამებისა და ღირსების შემლახავი ფაქტების შესახებ. რამდენიმე მათგანი ადასტურებს, რომ საპატიმრო დაწესებულებაში მცირეწლოვანი შვილების და ოჯახის წევრების შეურაცხყოფით ემუქრებოდნენ.


image


ანგარიშში ცალკეა საუბარი საკუთრების უკანონო ხელყოფის ფაქტების შესახებ. კომიტეტში შესული 321 საჩივრიდან, 171 უძრავი, 31 კი - მოძრავი ქონების ჩამორთმევის ფაქტს ეხება. ანგარიშში დასახელებულია ქონების იძულებით ჩამორთმევის მეთოდებიც, როგორებიცაა: სასამართლოს გადაწყვეტილებით ქონების ჩამორთმევა; საპროცესო შეთანხმების გზით საკუთრების ხელყოფა; კანონიერ საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსთვის ჩუქების ხელშეკრულების გზით გადაცემა; საკუთრების უკანონოდ ჩამორთმევა მოტყუება-თაღლითობის გზით; იძულების შედეგად ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვება; პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით ქონების უკანონო ხელყოფის ფაქტები, რომლებშიც ყოფილი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თვმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, მასალები უახლოეს პეროდში პროკურატურას გადაეგზავნება. მისივე რეკომენდაციით პარლამეტში საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა დაიწყება, რომ მსგავს დანაშულებზე სისხლის სამართლის კოდექსი კიდევ უფრო გამკაცრდეს.


სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ წამების და არასათანადო მოპყრობის დანაშაულებთან დაკავშირებული საჩივრების გამოძიების გაჭიანურება დაუსჯელობის სინდრომს ამკვიდრებს.








სტატია ამოღებულია ჟურნალ-გაზეთ გურია-ნიუსიადან!





0
238
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
238