x
image
alex999
Mediator image
Mediator image
გაიცანით უძლიერესი მაფია მსოფლიოში: რეალური ფაქტები იტალიური მაფიის შესახებ!

მაფია არის განთქმული იტალიური კრიმინალური საიდუმლო საზოგადოება, რომელიც პირველად XIX საუკუნის შუა წლებში ჩამოყალიბდა სიცილიაში. მისი განშტოებები აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე და ავსტრალიაში XIX ს-ის ბოლოს სიცილიური და სამხრეთ იტალიური ემიგრაციის პერიოდში აღმოცენდა. ჩრდილოეთ ამერიკაში მაფია ხშირად ზოგადად ორგანიზებულ კრიმინალზე მიუთითებს და არა მხოლოდ სიცილიურ კრიმინალურ დაჯგუფებაზე. იტალიურ მაფიას ასევე კოზა ნოსტრას ეძახიან.


image


მაფია კუნძულ სიცილიაზე ანარქიის პერიოდში ჩამოყალიბდა, როდესაც სიცილიის სამეფო იყო ორ ნაწილად გაყოფილი და მართავდნენ ფრანგული არისტოკრატების წარმომავლობის მქონე ბურბონები. პირველად სიტყვა მაფია გამოყენებულ იქნა 1843 წელს, იტალიელი იურისტის - გაეტანო მოსკას და დრამატურგის ჯუზეპე რიცოლის მიერ დადგმულ, კომედიური ჟანრის თეატრში.


სიცილიური მაფია ნელ-ნელა ფესვებს იდგავდა. დაჯგუფება თავდაპირველად სახელმწიფო მმართველებთან იყო კავშირში, თუმცა მოგვიანებით სიტუაცია შეიცვალა. მაფიის ოჯახის წარმომადგენლები იტალიურ კანონებს აღარ ემორჩილებოდნენ, მაფიოზებს მხოლოდ საკუთარი რეგიონის ხალხის უსაფრთხოება აღელვებდათ.


image


ასე გაგრძელდა 1900 -იან წლებმადე, სანამ მუსოლინის პერიოდი დაიწყებოდა იტალიაში. ქვეყნის ახალი მმართველის ბრძანებით მაფიოზების შევიწროვება დაიწყო. მუსოლინის ხელმოწერით მოკლეს ძალიან ბევრი მაფიოზი, ხოლო გადარჩენილებმა თავი საზღვარგარეთ შეაფარეს. გაქცეული მაფიოზების უმეტესობამ აშშ აირჩია. ამ ქვეყანაში დაიწყეს სიგარეტის და ალკოჰოლური სასმელების კონტრაბანდა, მოგვიანებით "მიწისქვეშა" კაზინოებიც გაიხსნა, რომელსაც ასევე იტალიური მაფია ხელმძღვანელობდა.


image


იტალიურ მაფიამ შვება მეორე მსოფლიო ომის დროს შეიგრძნო, აშშ-ს მიერ განადგურებულ იტალიაში დაბრუნდნენ მაფიოზები, რათქმაუნდა ამ ყველაფერში დიდი წვლილი შეიტანა CIA-მ. ურთიერთშეთანხმებით იტალიური მაფია აშშ-შიც ბობოქრობდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იტალიელები ეცნობიან ეროინით ვაჭრობას, ამჯერად ბრძოლა სიმდიდრისთვის იწყება... იტალიელ მაფიოზებს ეროინი გადაჰქონდათ აშშ-ში, სადაც რეალურად კარგ თანხას სთავაზობდნენ. იტალიური მაფია, ორივე ქვეყანაში დღითი-დღე ფესვებს იდგავდა, ყველა მაფიის ოჯახს ჰყავდა ერთი მთავარი "მამა", რომელიც ცნობილი იყო როგორც - "დონ"-ი.


image


იტალიური მაფია საკუთარ თავს ბანდას არ უწოდებდა. "ჩვენ ვართ ერთი ოჯახი" - ისინი ერთმანეთს ოჯახის წევრებად თვლიდნენ და არა კრიმინალურ დაჯგუფებად.


XX- საუკუნის მიწურულს აშშ-მ დაიწყო იტალიური მაფიის შევიწროვება. დაიჭირეს რამოდენიმე მაფიოზიც. თუმცა ისინი ერთმანეთის ერთგულებად რჩებოდნენ. თუ ერთ-ერთი მათგანი სასამართლო სხდომის წინ სხვა მაფიოზს ტუჩებში აკოცებდა, მაშინ ეს იმას ნიშნავდა, რომ ის არაფერს ილაპრაკებდა სამართალის წინაშე.


მთლიანობაში მაინც ვერ მოხერხდა იტალიური მაფიის საბოლოოდ ჩახშობა, პირიქით მსოფლიო მაშტაბით ძალიან ბევრი მაფიის განშტოება დღესაც არსებობს. განსაკუთრებით ცნობილია: რუსული მაფია, ალბანური მაფია, მექსიკური და თურქული მაფია. მიუხედავად იმისა, რომ მაფიის სამშობლო იტალიაა, ექსპერტების დასკვნებით პირველ პოზიციაზე რუსული მაფიაა.


image





წარმოგიდგენთ ფაქტებს იტალიური მაფიის შესახებ:




▪ მსოფლიოდ ცნობილი იყვნენ როგორც "მაფია", თუმცა ისინი საკუთარ თავს კოზა ნოსტრას უწოდებდნენ - "ჩვენი საიდუმლოება"


▪ მათ ჰქონდათ საკუთარი წესები - პირველ რიგში ეხმარებოდნენ გაჭირვებულებს, თუმცა ეს მოქმედება ხდებოდა ფულის სანაცვლოდ.


▪ მაფიის ცვლილება განაპირობა ფულმა.


▪ მათ მოახერხეს თითქმის ნახევარი სიცილიის კუნძულის დაპყრობა.


▪ მათ შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა - ნარკოტიკებით ვაჭრობა, კაზინო, ადამიანის გატაცება და ფეხბურთი.


▪ თუ მაფიის წევრები მოკლავდნენ ვინმეს და მიცვალებულის ოჯახში იქნებოდა არასრულწლოვანი, ამ შემთხვევაში მაფიის წევრები არასრულწლოვანის მომავლზე პასუხისმგებლები ხდებოდნენ. ისინი აგრეთვე ოჯახის ქალბატონების უსაფრთხოებასაც უზრონველყოფდნენ.


▪ არსებობდა სპეციალური კომიტეტი, სადაც მხოლოდ მაფიის მამები იკრიბებოდნენ.


▪ ერთ მაფიის ოჯახს ეკრძალებოდა სხვა მაფიის ოჯახის რეგიონში შესვლა.


▪ მაფიის ოჯახი იყოფოდა შემდეგნაირად: პირველი იყო მაფიის ოჯახის მამა - "დონ", მეორე პოზიციაზე იმყოფებოდა დონ-ის მრჩეველი, რომელსაც consigliere - უწოდებდნენ, უფრო ქვემოთ მესამე საფეხურზე მეორე ბოსი იმყოფებოდა - ეს უკანასკნელი გახდებოდა მაფიის მმართველი იმ შემთხვევაში, თუ დონ-ს დააკავებდნენ ან გარდაიცვლებოდა. მეოთხე საფეხურზე ჯგუფების ლიდერები და ჯარისკაცები იმყოფებოდნენ. ჯარისკაცების ოჯახში მისაღებად აუცილებელი იყო რაიმე თავდადებული საქმის გაკეთება, თუ ბრძანებას ახალწვეული შეასრულებდა, ის მაფიის წევრი ხდებოდა. რათქმაუნდა არსებობდა პერსპექტივა, შესაძლებელი იყო უბრალო ჯარისკაციდან "დონ" -ამდე დაწინაურება.


▪ მაფიის ოჯახის ჯარისკაცებს ეკრძალებოდათ წვერებით სიარული.


▪ მაფიის ოჯახის წევრებისთვის "მაფიის ოჯახი" სიწმინდეს წარმოადგენდა.


▪ მაფიის ოჯახიდან გასვლა, ღალატს ნიშნავდა. ხშირ შემთხვევაში მოღალატე სიკვდილით ისჯებოდა.


▪ მაფიის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ კანონს წარმოადგენდა სიჩუმე - ოჯახის არცერთ წევრს ჩვეულებრივ მოქალაქესთან, მაფიის შესახებ დისკუსიის გამართვის უფლება არ ჰქონდა.


▪ მსოფლიოს ცნობილი ბოსების ბოსი იყო - მატეო მესინა დენარო. ალბათ მისი გამონათქვამიც გეცნობათ: "ადამიანები, რომლებიც მე მოვკალი, ერთ სასაფლაოს შეავსებენ"


▪ ოჯახის დონი არ კონტაქტობდა მაფიის ჯარისკაცებთან, იშვიათად თუ დაიბარებდა კაპიტნებს.


▪ მაფიის წარმოშობას ჯერ კიდევ XIII საუკუნეს უკავშირებენ.


▪ ალ კაპონე - ეს იყო ყველაზე ცნობილი მაფიოზი- განგსტერი, რომელიც დაიბადა ბრუკლინში, იტალიელი ემიგრანტების იჯახში. თავდაპირველად ის გახდა პატარა ბანდის წევრი რომელსაც ხუთი წერტილი ერქვა და ამ ბანდის დაცვის წევრი იყო. 1919 წელს ის გადავიდა საცხოვრებლად ჩიკაგოში და იქ დაიწყო მისი მაფიოზური ცხოვრების აღმავლობა. 26 წლის ასაკში ის გახდა ტერიოს ოჯახის მთავარი. კაპონე ცნობილი იყო თავისი დაუნდობელი სისასტიკით. უამრავი მკვლელობა უკავშირდება მის სახელს, მაგრამ ყოველთვის სასამართლო დარბაზიდან ანთავისუფლებდნენ. 1931 წელს ფერედალურმა აგენტმა ელიოტ ნესმა კაპონე დააპატიმრა გადასახადების დაგაუხდელობის გამო. კაპონე 1947 წელს დაიღუპა სიფილისტით.


image














სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. ვინ არიან ქურთები? - 10 ფაქტი, რომელიც შესაძლოა დღემდე არ გცოდნოდათ...

2. ის მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქალია - 9 რეალური ფაქტი ანგელა მერკელის შესახებ!

3. ციხეში გაზრდილი 5 ცივსისხლიანი ბავშვი

4. 4 საოჯახო ფოტო, რომელიც "უცხოების" არსებობას გვიდასტურებს!

5. საუდის არაბეთი - 17 უცნაური ფაქტი ახლო აღმოსავლეთის ყველაზე ჩაკეტილი ქვეყნის შესახებ!

6. "ქართველო ნუ ყიდი საქართველოს, ანუ რა გველის ჩვენი დღევანდელი ბედოვლათობის გამო" - გურამ ქართველიშვილი

7. 11 ფოტო, რომელიც არ საჭიროებს ბევრ ახსნა-განმარტებას - ემოციური კადრები







4
1146
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
1146
  
4 ოქტომბერი, 16:33
"ლა მაფია ე იმორტალე" - მაფია უკვდავია.
23 სექტემბერი, 17:13
დიდი მადლობა მეგობარო ;)
23 სექტემბერი, 16:33
ძან მაგარი სტატიააა
19 სექტემბერი, 13:16
"კოზა ნოსტრა" საერთაშორისო მაფიის სინდიკატიც იტალიელების შექმნილია...
0 1 4