x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
საქართველოში გრიპის ვირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა+მცირე ისტორია გრიპის შესახებ
image

დღეისთვის გრიპის ვირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო მსხვერპლი 39 წლის ქალი გორის სამედიცინო ცენტრ "გორმედში" ვირუსის გართულებული ფორმით წუხელ ღამით შეიყვანეს.


დღეისთვის გრიპის ვირუ­სის 144-მდე შემ­თხვე­ვაა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, სა­ი­და­ნაც 6 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნაცხა­და.

ბოლო მონაცემებით საქართველოში გრიპის ვირუსი 100 000 მოსახლეზე 277 ადამიანს აქვს.


"ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად გვაქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, რომ ქუ­თა­ის­ში B ტი­პის ვირუ­სი გა­მოჩ­ნდა. ბოლო 3-4 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის ზო­მი­ე­რი ზრდის დი­ნა­მი­კაა. გა­სუ­ლი ორ­შა­ბა­თის მაჩ­ვე­ნებ­ლით, გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 100 000 მო­სახ­ლე­ზე 277-ია, რაც ზო­მი­ე­რი მა­ტე­ბის ფარ­გლებ­შია. ჯერ პიკ­თან შორს ვართ. ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ზღვა­რი 100 000 მო­სახ­ლე­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 500-მდეა, თუმ­ცა სა­გან­გა­შოა თუ 400-ს მი­აღ­წევს”, - აღ­ნიშ­ნა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.


გრიპის მცირე ისტორია

დაავადება გრიპის სიმპტომებით ჯერ კიდევ ჩვ. წ, აღრიცხვამდე 876 წელს არის მოხსენიებული ისტორიულ წყაროებში, თუმცა დადგენილი გრიპის პირველი ეპიდებია ინგლისში ე .წ. "გლეხების ციებ-ცხელება" 1173 წლით თარიღდება, შემდგომ იყო კიდევ რამდენიმე ეპიდემია.


ლაბორტორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსი ქათმისგან გამოიყო 1901 წელს იტალიაში, თუმცა მაშინ ინდენტიფიცირებული იყო როგორც "ქათმის ჭირი" ან "ფრინველის ჭირი", (A-ტიპის ერთ-ერთი ვირუსი).

ყველაზე დიდი მსხვერპლი გრიპს მოყვა 1918 -1919 წლებში, დიდი ალბათობით ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში ე.წ. 'ესპანკა"(H1N1), რომელსაც მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5, 3 %.

დღეისთვის არსებობს გრიპის ვირუსის 2000 სახეობა, გრიპის ვირუსები მიეკუთვნება Orthomyxoviridae ოჯახს, რომელიც გულისხმობს გრიპის სახეობებს: Influenza A, B, C, D, იზავირუსი, ტოგოტოვირუსი და კვარანფილვირუსი. ვირუსი (M1 და NP) ანტიგენური თვისებები განსაზღვრავენ გრიპის A, B ან C გრიპის ვირუსის კუთვნილებას. შემდგომი დაყოფა ხორციელდება ჰემაგლუტინინის (HA) და ნეიმარმინიდას (NA) ზედაპირული პროტეინების ქვეტექსების (სეროტიპების) მიხედვით. HA და NA ზედაპირის გლიკოპროტეინების ანტიგენური სპეციფიკის შესაბამისად, ამჟამად ცნობილია HA -ს 18 ქვეტიპი და ნერიამიდინაზის 11 ქვეტიპი (NA)


მსოფლიო ჯანდაცვის მონაცემებით ყოველწლიურად გრიპით ავადდება 3-იდან 5 მილიონამდე ადამიანი, აქედან იღუპება 290−იდან 650 ათასამდე ადამიანი.


მკურნალობა

აბსოლუტური რაოდენობის შემთხვევებში გრიპის ინფექცია თავისით გადის . დღეისთვის არ არსებობს ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც 100% -ით ეფექტური იქნება გრიპის წინააღმდეგ.

გრიპის მკურნალობის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ არ დააზარალოთ საკუთარი თავი და სხვები.

აუცილებელი წოლითი რეჟიმი, მიიღეთ ბევრი სითხე და მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში დალიეთ სიცხის დამწევი, არ დალიოთ ანტიბიოტიკები, რადგან ისინი ვირუსზე არ მოქმედებს.


ასევე დაგაინტერესებთ

0
417
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
417
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0