x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2019 წლის ჯანმრთელობის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის
image

ვერძი – იყოფა ორ კატეგორიად: პირველი - საკმაოდ ჯანსაღი, ამტანი და აქტიურია და მეორე - საკმაოდ მგრძნობიარენი არიან, რომელთა ძირითადი სუსტი ადგილი იქნება თავის მიდამოები - ხშირად შეაწუხებთ ვეგეტატიური ნერვული სისტემის დისფუნქცია(გულის ნევროზი), მიგრენი, უძილობა და თვალის ტკივილი. 2019 წელს ვერძებს განსაკუთრებულად სერიოზული პრობლემები არ შეექმნებათ, უნდა მოერიდონ სტრესებს და შეეცადნონ აღიდგინონ ენერგია ზედმეტი გადაღლის შემდეგ.

image

კურო - არის სიძლიერის და ჯამრთელობის განსახიერება, თუმცა მათი ავადმყოფობა ფარულ ხასიათს ატარებს, პრობლემები ექნებათ კისრის, ყელის და ქვედა ყბის მიდამოებში. წლის დასაწყისში მოსალოდნელია კბილის ტკივილი, შემოდგომით შესაძლოა რამდენჯერმე გაცივდეთ, თუ ადრე რაიმე სერიოზული ტრავმა გაქვთ გადატანილი, ჯობს არ მიაყურადოთ და დროულად მიხვიდეთ ექიმთან, თორემ შემდგომ უფრო გაგირთულდებათ.


image

ტყუპები-ამ ნიშნისთვის აქილევსის ქუსლია წინამხარი და სისხლის მიმოქცევის სისტემა, ასევე ყურადღება უნდა მიაქციონ ჰორმონებს, მოსალოდნელია ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება, რაც ბევრმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს, ამიტომ უმჯობესია 6 თვეში ერთხელ მაინც ჩაიტარონ სრულყოფილი სამედიცინო კვლევა.


image

კიბო - მიუხედავად იმისა, რომ ისინი დიდი ენერგიით და ამტანობით გამოირჩევიან, მომავალ წელს მათ შესაძლოა პრობლემები შეექმნათ ფილტვებზე:ტკივილი მკერდის არეში, ხველება და ფილტვების შეშუპება იმის ნიშანია, რომ მიაკითხოთ ექიმს. ზაფხულში ნუ იბანავებთ ცივ წყალში, შესაძლოა ფილტვების ანთება აიკიდოთ.

image

ლომი - გამოირჩევა მძლავრი იმუნიტეტით და ენერგიის დიდი მარაგით. მისი სუსტი ადგილია ზურგი და არტერიული სისხლძარღვები. ლომებო, ზამთრის პერიოდში მოერიდეთ ექსტრემალურ სპორტს, შესაძლოა სერიოზული ტრავმა მიიღოთ.

image

ქალწული - ძალზე სკრუპულოზურები არიან საკუთარი ჯანრთელობის მიმართ, ამიტომ იშვიათად ხდებიან ავად, რეგულარული ვიზიტი ექიმებთან და ავიტამინოზის პროფილაქტიკა მათ თითქმის სრულყოფილს ქმნის.

თუმცა- კუჭი, პანკრეასი და თირკმლები, აი, რასაც მომავალ წელს განსაკუთრებით უნდა მოუფრთხილდნენ.

imageსასწორი - არიან ესტეთები, ვიდრე ტიტანები, კაჟივით ჯანმრთელობით არ გამოირჩევიან, თუ არ ივარჯიშებენ, მომავალ წელს შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნათ, განასკუთრებით, ნევროლოგიის მხრივ; მიდრეკილები არიან სხვადასხვა ალერგიული დაავადებების მიმართაც. უნდა მოერიდნონ ორპირს და თბილად ჩაიცვან, რადგან გაციება შესაძლოა ქრონიკულ ფორმაში გადავიდეს.

image

მორიელი - ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მორიელები გამოუსწორებელი მაზოხისტები არიან, არა იმიტომ, რომ მათ მოსწონთ თავი დაიტანჯონ, ტკივილის ზღვარი მათთან ძალიან მაღალ ნიშნულზეა, ამიტომ თუ რაიმე აწუხებთ, დიდ ყურადღებას არ აქცევენ.

მორიელების სუსტი ადგილია შარდსასქესო სისტემა, მამაკაცები უნდა უფრთხოდნენ შემთხვევით ან დაუცველ სქესობრივ კავშირს მომავალი წლის პირველ ნახევარში, შესაძლოა ვენერიული დაავადების მთელი "თაიგული" აიკიდონ. ხოლო იმ ქალებს, რომლებიც ბავშვვის გაჩენას აპირებენ, ვურჩევთ, ჰორმონალური კვლევა ჩაიტარონ. შემოდგომისთვის ნერვოზული შეტევებიცაა მოსალოდნელი.

imageმშვილდოსანი - 2019 წელს განსაკუთრებით ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები უნდა იყვნენ ფრთხილად, შესაძლოა ხერხემლის, ბარძაყის ძვლის და კისრის ტრავმები, რომელსაც ხანგრძლივი და მტანჯველი რეაბილიტაცია მოჰყვება, მშვილოსნები რომ აცდნენ მსგავს განსაცდელს, განსაკუთრებით უნდა დაიცვან სამუშაოზე თუ სხვაგან უსაფრთხოების ნორმები.

image

თხის რქა - ისინი მხნეები და ჯანმრთელები არიან ასაკის მიუხედავად. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს 2019 წელს პრობლემები შეექმნებათ სახსრებზე, მოსალოდნელია ტრავმები და თრომბოზი. გაზაფხულზე შესაძლოა კანის დაავადებები-დერმატიტი, კანის სიმშრალე და პიგმენტაცია განვითარდეს.

imageმერწყული - წლის პირველ ნახევარში მოსალადნელი ქვედა კიდურების ტრავმები, ივნისის თვიდან ყურადღება უნდა მიექცეს საჭმლის მომნელებელ ორგანოებს, თვალს და სისხლძარღვებს. გადაღლა, უძილობა და მუდმივად სტრესში ყოფნა თქვენი პირველი მტერი იქნება.


imageთევზები-მათი სუსტი ადგილია ორგანიზმში სითხის ცირკულაცია და იმუნიტეტი, მგრძნობიარენი არიან სიცივეზე, მოსალოდნელია მუხლის ტრავმა-მენისკი, გლანდების გართულება, ჰაიმორიტი, ტოქსინების დაგროვება.

პროფილაქტიკის მიზნით სასურველია დაისვენოთ წელიწადში ორჯერ თბილ სანაპიროზე.

image

1
238
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
238
  
2018, 22 დეკემბერი, 1:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1