x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ ავიცილოთ თავიდან გრიპის ვირუსი?
image

უპირველეს ყოვლისა, უნდა განვასხვავოთ მწვავე რესპირატორული დაავადება, ე.წ. "გაციება" და გრიპი - ეს უკანასკნელი ბევრად საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ვირუსი Orthomyxoviridae. არსებობს 3 ტიპი: A, B და C. სამივე ტიპის ვირუსს შეუძლია დააინფიციროს ადამიანი, მაგრამ B და C ტიპები არ იწვევენ გრიპის პანდემიას.



თუ თქვენ უცებ აღგენიშნებათ მაღალი ტემპერატურა, სურდო, ხველა, ყელის, სახსრების და თვალის არეში ტკივილი - ეს სიმპტომები გრიპისთვის არის დამახასიათებელი. ვირუსის პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს.

მიუხედავად იმისა, რომ გრიპი H1-N1 ვირუსის გავრცელებამ საქართველოში საშიშ ნიშნულს მიაღწია ( გრიპმა უკვე იმსხვერპლა ერთი ქალბატონი ბათუმიდან), ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ეპიდემიის საშიშროება ჯერჯერობით არ არსებობს.



როგორ დავიცვათ თავი ვირუსისგან?უპირველეს ყოვლისა ეს არის აცრა - გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, თუმცა აცრისთვის საუკეთესო პერიოდი იყო ოქტომბრის თვე, მაშინ როგორ მოვიქცეთ?


აი, რამდენიმე რჩევა.


1)სახლიდან გამოსვლის დროს წაისვით ცხვირის ნესტოებზე სპეციალური ვირუსის საწინააღმდეგო მალამო(იკითხეთ აფთიაქებში)ან თუნდაც ბორმჟავას ვაზელინი, დაინფიცირება უმეტესად სწორედ ცხვირის ნესტოების ლორწოვანი გარსიდან ხდება, სპეციალური ვაზელინი ადგილზე კლავს ვირუსს და არ აძლევს საშაულებას მოხვდეს სასუნთქ გზებში.


2)მოერიდეთ იმ ადგილზე ყოფნას, სადაც ბევრი მტვერია, დიდი რაოდენობით ვირუსი სწორედ მტვერში ბუდობენ.


3)ხალხმრავალ ადგილზე(მაგალითად ტრანსპორტში)გაიკეთეთ ერთჯერადი სამედიცინო პირბადე(ეფექტურობა 2- დან 6 საათამდეა) ან ატარეთ ცხვირსახოცი, რომელიც ლავანდის, ავშნის ან სოჭის ზეთით იქნება გაჟღენთილი, იგი პერიოდულად მიიდეთ ცხვირზე, მით უმეტეს, თუ ვინმე ახლოს აცემინებს ან ახველებს. ნივთიერება, რომელსაც ეს ზეთები შეიცავს, კლავს მიკრობებს.


4)ეცადეთ, ტრანსპორტში ან სამუშაოზე(მით უმეტეს, თუ ხალხმრავალ ადგილზე გიწევთ მუშაობა) არ შეეხოთ ხელით საკუთარ ცხვირს, ტუჩებს და თვალებს, სახლში მისვლისთანავე საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები.


5)ხშირად გაანიავეთ სახლი, იხმარეთ ანტიბაქტერიული ერთჯერადი სველი ხელსახოცები და დაალაგეთ ბინა სველი წესით.


6)სახლში დაბრუნებისას თუ რაიმე ეჭვი გაგიჩნდათ(შეგაციათ), დალიეთ 2 ტაბლეტი ასპირინი, ასევე კარგი საშუალებაა ინტერფერონის წვეთები ცხვირში, ღამით, ძილის წინ - თაფლიანი რძე.


P.S სულ ახალახან ამერიკელებმა შექმნეს ახალი პრეპარატი, რომლითაც გრიპის განკურნება 1 აბით არის შესაძლებელი.

0
389
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
389
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0