x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
12 საშობაო ტრადიცია მთელი მსოფლიოდან,რომლებიც გაგაკვირვებენ
image


პრინციპში, ტრადიციებს ერთი რამ ახასიათებთ - გააკვირვონ ყველა, იმ ადამიანების გარდა, რომლებიც მათ იცავენ. მართლაც, როგორ გაგაკვირვებს ის, რასაც ბავშვობიდან მიეჩვიე და ასრულებ?

მოდი, ერთად გადავხედოთ მთელი მსოფლიოდან შეკრებილ წინასაახალწლო ტრადიციებს.


იაპონია


70-იან წლებში იაპონიაში KFC-ს ქსელი რეკლამას უკეთებდა შემწვარ ქათამს, როგორც ტრადიციულ საახალწლო კერძს. მას შემდეგ იაპონიაში საახალწლო ვახშამზე აუცილებელ კერძად ითვლება KFC-ს ქათამი.

image

არგენტინა

არგენტინაში ოჯახის დიასახლისი სხვა ქალებს ვარდისფერ ქვედა საცვალს ჩუქნის, რომელიც ახალი წლის ღამით უნდა ჩაიცვან, რომ სიყვარული იპოვონ.

image

ესტონეთი

მას შემდეგ, რაც წინასაახალწლო სამზადისი მორჩება, ახალი წლის ღამის წინ ესტონეთში საუნაში წასვლაა მიღებული.

image


ჩეხეთი

ჩეხი გასათხოვარი გოგოები ფეხსაცმელს მხარს უკან ისვრიან, უახლოესი კარის მიმართულებით. თუ ფეხსაცმელი ჭვინტით კარისკენ დაეცა, იმ წელს გოგო გათხოვდება.

image


ესპანეთი

ტიო დე ნადალი - ხის მორი მოღიმარი სახით და წითელი ქუდით. მას კატალონიური სანტა კლაუსიც შეიძლება ვუწოდოთ.

ტრადიციის თანახმად, მასზე ბავშვებმა უნდა იზრუნონ 8 დეკემბრიდან შობის ღამემდე. მას ნაჭრებით რთავენ და ტკბილეულით უმასპინძლდებიან, შემდეგ კი ტიო დე ნადალი საჩუქრებს “შვრება".

image


ინდოეთი

ინდოეთში ბანანის ან მანგოს ხის მორთვაა მიღებული, რადგან წიწვოვანი მცენარეები იქ ნაკლებადაა.

image


საფრანგეთი

13 დესერტი - პროვანსში მიღებული ტრადიციაა, რაც სიმბოლურად იესოს და მის 12 მოწაფეს უკავშირდება. ყველა კერძი აუცილებლად შობაზე უნდა შეიჭამოს.

image


შვედეთი

შვედეთის ქალაქ ევლეში, 60-იანი წლებიდან მოყოლებული, უზარმაზარ თხას აკეთებენ თივისგან და შემდეგ წვავენ.

image


მექსიკა

მექსიკის ქალაქ ოაჰაკაში ბოლოკის ღამე აღინიშნება, როცა ქალაქის მცხოვრებლები ბოლოკისგან სხვადასხვა ფიგურებს ჭრიან.image


ლათინური ამერიკა

ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანაში საჩუქრები სანტა-კლაუსს კი არა, პატარა იესოს მოაქვს.

image


ავსტრია, გერმანია, ჩეხეთი, უნგრეთი და სლოვენია

კრამპუსი -ცენტრალურ ევროპაში ცნობილი პერსონაჟია. ის საშიში არსებაა, სანტა-კლაუსის ანტიპოდი. ევროპის ბევრ ქალაქში კარნავალებიც კი ტარდება, რომლის დროსაც დემონებად გადაცმული ადამიანები ავსებენ ქუჩებს.image


კოლუმბია

ნოვენნა - ძველი კოლუმბიური ტრადიციაა, რომლის თანახმადაც, 16 დეკემბრიდან მოყოლებული, ადამიანები 9 დღეს ლოცულობენ. ლოცვების დასრულების შემდეგ გულუხვი და გემრიელი ვახშამი იმართება.

image

1
429
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
429
  
2018, 22 დეკემბერი, 1:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1