ფეხბურთი დასახელდა 2018 წლის ყველაზე ნახვადი ტელერეპორტაჟი 2018, 21 დეკემბერი, 15:33 დასახელდა 2018 წლის ყველაზე ნახვადი ტელერეპორტაჟი.
FIFA-ს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატმა ფეხბურთში, რომელიც რუსეთში გაიმართა, დაამყარა რეკორდი ნახვების მიხედვით.მთლიანად რეპორტაჟებს უყურა 3.572 მილიარდმა ადამიანმა, რაც პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტია.მასში შესულია, როგორც სატელევიზიო ტრანსლაციები სახლში, ასევე დიდი ეკრანზე საზოგადოებრივ ადგილებში და სხვა ციფრულ მოწყობილობებზე.
FIFA-ს პრეს-ცენტრმაც ისიც აღნიშნა, რომ წლევანდელ ჩემპიონატზე ტელევიზორებთან მაყურებლები უფრო დიდხანს ისხდნენ, ვიდრე წინა ჩემპიონატებზე. შეგახსენებთ, რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე ჩატარდა ქვეყნის 11 ქალაქში, ჩემპიონი გახდა საფრანგეთი, რომელმაც ფინალში დაამარცხა ხორვატია ანგარიშით 4:2 99 2-ს მოსწონს
|