x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
დიღომში ავტომანქანა ВАЗ-2106 27 წელი მეოთხე სართულის აივანზე იდგა
image
ვაზ-2106 ავტომანქანა თბილისში საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულის აივნიდან ჩამოიღეს. ეს ავტომანქანა არასოდეს ყოფილა გამოყენებული 27 წლის განმავლობაში.

რეზო ენუქიძემ 1991 წელს მანქანა იყიდა, პირველსავე ღამეს ბოროტმოქმედებმა მას ბორბლები მოხსნეს. კაცი იმდენად გაბრაზდა, რომ ამწეს დახმარებით მანქანა დიღომის რაიონში, ერთ-ერთი ბინის აივანზე აიტანა.

"მანქანა აქ დარჩება მანამ, სანამ უკეთსი დრო არ მოვა" - განმარტა მან მეზობლებთან.

ან საუკეთესო დრო არ მოვიდა, ან ენუქიძეს მოეწონა მანქანის აივანზე დგომა, რადგან ამ მანქანით მას არც ერთხელ არ უსარგებლია. ამავე დროს, კაცი მუდმივად რეცხავდა და წმენდდა მანქანას, მაგრამ ახალი ბორბლები არ შეუძენია. ეს ხდებოდა მის სიკვდილამდე. წელიწად-ნახევრის წინ ენუქიძე გარდაიცვალა.


ენუქიძის მეზობლები მიიჩნევენ, რომ ახლობლები, რომლებმაც თითქმის ახალი მანქანა ჩამოიღეს აივნიდან, აპირებენ, ავტომანქანა რომელიმე კოლექციონერს მიჰყიდონ.


0
96
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0