x
მეტი
  • 18.10.2019
  • სტატია:95749
  • ვიდეო:343070
  • სურათი:457693
3 ყველაზე მისტიკური და გაუხსნელი საქმე სასამართლოს ისტორიაში! (ნაწილი მესამე)

მაშინ, როდესაც ყველას გვგონია, რომ სასამართლოს ყველაფერი შეუძლია და "იდეალური დანაშაული არ არსებობს", სინამდვილეში მსოფლიოში უამრავი დანაშაულია გაუხსნელი.

დღეს მე წარმოგიდგენთ - 3 ყველაზე მისტიკურ და გაუხსნელ საქმეს სასამართლოს ისტორიაში! (ნაწილი მესამე)

1.დები გრაიმსებიimage1956 წლის 27 დეკემბრის ღამეს, ბარბარა და პატრიცია გრაიმსები ელვის პრესლის " Love Me Tender"-ს დაესწრნენ. იმ ღამის შემდეგ გოგონები სახლში აღარ დაბრუნებულან. 2:15 წუთზე, დედამ ისინი დაკარგულებად გამოაცხადა. ეს გახდა ყველაზე გახმაურებული საქმე ჩიკაგოში, რაც კი ოდესმე ყოფილა. 22 იანვარს მათი ცხედრები იპოვეს. დღემდე არავინ იცის, რა დაემართათ გოგონებს, ვინ ან რატომ მოკლა ისინი. საქმე დღემდე გაუხსნელია.


2.შავი დაილას საიდუმლო საქმეimageელიზაბეტ შორთი, ზედმეტსახელად ბლექ დაილა, ლოს–ანჯელესში გარდაცვლილი იპოვეს. იმის გამო, რომ მისი სხეული დანაწევრებული და დაჩეხილი იყო, ამ საქმეს მთელ მსოფლიოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გოგონას ცხოვრებისეული დეტალები ნაკლებად არის ცნობილი. როგორც ამბობენ, ის მსახიობობით იყო დაკავებული. ეს მკვლელობა ლოს–ანჯელესის ყველაზე მისტიკურ და ამოუხსნელ საქმეებში შევიდა, და ასევე საფუძვლად დაედო არაერთ ფილმსა და ნაწარმოებს.


3.ახალგზარდა მარგარეტ მარტინის ბრუტალური სიკვდილიimage1938 წლის 17 დეკემბერს, ახალგზარდა გოგონა, მარგარეტ მარტინი დაკარგულად გამოცხადდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ის გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ცნობილია, ფაქტამდე ერთი დღით ადრე, მარტინი შეხვდა მამაკაცს, რომელიც მას სამდივნო სამუშაოს სთავაზობდა. მას შემდეგ მარტინი ცოცხალი აღარავის უნახავს. გამოძიებაში ჩართეს ყველა შესაძლო ორგანო, თუმცა დღემდე არავინ იცის, რა მოუვიდა გოგონას. 1999 წელს გამოქვეყნდა სტატია, სადაც ავტორი წერდა, რომ მარტინი წამებით მოკლეს იმ ადგილიდან 15 მილის დაშორებით, სადაც მისი ცხედარი იპოვეს. მკვლელმა სცადა გვამის გადამალვა, თუმცა ეს ვერ მოახერხა. მარგარეტი სულ რაღაც 19 წლის იყო. ეს საქმე დღემდე გაუხსნელია.


ასევე დაგაინტერესებთ:

1.3 ყველაზე მისტიკური და გაუხსნელი საქმე სასამართლოს ისტორიაში! (ნაწილი პირველი)

2.3 ყველაზე მისტიკური და გაუხსნელი საქმე სასამართლოს ისტორიაში! (ნაწილი მეორე)

0
392
3-ს მოსწონს
ავტორი:ხატია კვერნაძე26
ხატია კვერნაძე26
392
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0