x
მეტი
  • 15.12.2018
  • სტატია:83761
  • ვიდეო:334513
  • სურათი:441842
კრემლის თავზე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმმა მორიგი "უანალოგო" საშუალება გამოცადა

image მოსკოვის ცენტრში, ცაზე სამხედრო ვერტმფრენების გამოჩენამ და ვერთმფრენზე გამობმულმა პლატფორმამ მოსახლეობა ლამის პანიკაში ჩააგდო, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმი ახორციელებდა ახალი რუსული სადესანტო პლატფორმის გამოცდას ქალაქის პირობებში.
მოგეხსენებათ, მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში ვერტმფრენის დაბალ სიმაღლეზე ჩამოწევა საკმაოდ რთულია და უფრო რთულია მაღალი სიმაღლიდან სპეციალური გვარლებით ან ბაგირებით სპეცრაზმის გადმოსხმა.
სწორედ ყოველივე ამის გათვალისწინებით, რუსებმა შექმნეს დასაკეცი პლატფორმა, რომელიც ლაზურ, თევზების დასაჭერ "საცერს" ჰგავს ძალიან.
ეს "უანალოგო" პლატფორმა ჯერ კიდევ 2013 წელს იყო გამოფენაზე "Интерполитех-2013" გამოტანილი. მისი შემქმნელების აზრით, ის სპეციალურად შეიქმნა სამაშველო, სადესანტო და საევაკუაციო სამსახურებისათვის.
პლატფორმა "ПСП-ММ" იტევს 10 ადამიანს, გათვლილია 1500 კილოგრამ ტვირთზე, ხოლო მისი დატვირთულ მდგომარეობაში ტრანსპორტირება 20-25 მეტრ სიმაღლეზე შესაძლებელია 150კმ/სთ სიჩქარით.
პლატფორმის ღირებულება 1, 9 მილიონ რუბლს შეადგენს.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რას უკავშირდებოდა სამხედრო ვერტმფრენების ფრენა მოსკოვის ცენტრალური ნაწილის თავზე, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების პრეს-ცენტრში განუცხადეს: "გეგმური სწავლება იყო".
imageimage

0
520
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
520
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0