x
image
პროფესორი
Mediator image
ცირკში აჯანყებული სპილო,რომელიც სასიკვდილოდ გაიმეტეს

image

თუ ვინმე გეტყვით, რომ ცხოველებს მოსწონთ ცირკში მუშაობაო, არ დაიჯეროთ. ამის მაგალითად ამ პატარა სპილოს ისტორიაც კმარა.



სპილო ტაიკი ზიმბაბვეში დაიჭირეს და ამერიკის ერთ–ერთ მოხეტიალე ცირკს მიჰყიდეს. მას საკმაოდ მკაცრი მეთოდებით წვრთნიდნენ რეგულარულად, მათრახით. 20 წლის ასეთი წამების შემდეგ სპილოს მოთმინების ფიალა აევსო, და წარმოდგენის დროს გაიქცა, ჯერ მწვრთნელებს და კლოუნებს დაერია, მერე ქალაქში გავიდა, გაბრაზებული გარბოდ, აქცევდა ხალხს, ატრიალებდა მანქანებს. პოლიციელები გამოედევნენ, ესროლეს 86–ჯერ.

საწყალი სპილო 2 საათი იტანჯებოდა. ფოტოზე ჩანს მისი შიშით და ტკივილით სავსე თვალები. გაიხსენეთ ეს ფოტო, როცა ბავშვების წაყვანას გადაწყვეტთ ცირკში, ამ უსულგულო და არაფრის მომცემ დაწესებულებაში, ერთი საათის სიამოვნების გულისთვის და არც ვარ დარწმუნებული, რომ ბავშვებსაც სიამოვნებდეთ ცხოველების ტანჯვის ყურება.

image

0
203
5-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
Mediator image
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0