x
მარტო ქალი-------- კაცებო ქალებს გაუფრთხილდით

image
მარტო ქალი ----------------------- წვიმიან ამინდში ჩემოდნით და ორი პატარა ბავშვით, გზას გაუყვება, ქალი. მისთვის სულერთია წვიმს თუ მზიანი ამინდია, მისთვის ხომ დამთავრდა მზიანი ამინდები, რა მნიშვნელობა აქვს ახლა გარეთ რა ხდება როცა სულში სიცივეა, მიდის იქ სადაც არავინ ელის და არავინ შეხვდება ღიმილიანი სახით, ის ხომ მიტოვებული ქალია, მისი ერთადერთი გადარჩენის იმედი თავშესაფარია, სადაც მასავით მიტოვებული ქალები ცხოვრობს შვილებთან ერთად, სწორედ მაშინ აღმოჩნდა მარტო, როცა ყველაზე მეტად სიყვარული სურდა, ყველაზე მეტად გვერდით დგომა ჭირდებოდა, მისთვის ხომ ჯერ ყველაფერი წინ იყო იმ სიყვარულთან ერთად, რომელსაც ბევრი წელები შეალია, მიდის და მიზეზს ამ ყველაფერში მხოლოდ საკუთარ თავში ეძებს, ეკითხება მის თავს: სად შევცდი? სად დაუშვი შეცდომა, რა ვერ შევაფასე სწორად და რა გამომრჩა? თავისივე კითხვებს თვითონ სცემდა პასუხს. - არა, ისე ძლიერ არ უნდა მყვარებოდა, ისე არ უნდა მქონოდა მისდამი ნდობა, რატომ ერთხელ არ დავეჭვდი მის ასეთ ზედმეტ ყურადღებაში? ნუთუ იმიტომ, რომ მასაც ისე ძლიერ ვუყვარდი, როგორც მე მიყვარდა?! არა რომ ვყვარებოდი არ მიმატოვებდა და არ წავიდოდა სხვასთან, არ დამტვოვებდა ორ პატარა ბავშვითან სრულიად მარტო. არა ჩემი ბრალია ჩემი! მე ვერ გაუწიე ალბათ სათანადო ცოლობა, მე ვერ დავანახე ის, რაც სხვამ დაანახა, მე ვერ მივეცი ის სითბო, რაც სხვამ ამიტომ ადგა და წავიდა. კაცი ხომ დიდი ბავშვია, მას ხომ ყოველთვის ჭირდება სითბო და მზრუნველობა, მე ვერ შევძელი და წავიდა, რა ვუყო ამ ბავშვებს ან ჩემ თავს, ვისი ან რისი იმედი უნდა მქონდეს, რა გავაკეთო? ამ ფიქრებით გარეთულმა ისე მიუახლოვდა თავშესაფარს ვერც კი შეამჩნია, რომ არა ბავშვები, ისევ გზას განაგრძობდა. -დედა მგომი მოვედით? ქალმა ჯერ შვილებს დახედა და შემდეგ სახლს, რომელსაც დიდი ასოებით ეწერა, "მიტოვებული ქალების თავშესაფარი" ჭიშკარი გააღო და ეზოში შევიდა. იქ მან ცხოვრების შუა გზაგე მიტოვებული ქალები დაინახა, რომლებსაც ან სიყავრულში გაუმართლათ, ან ცხოვრებაში.ზოგი მშობლებს არ შეეშვათ სახლში, არ გვჭირდება ისეთი ვინმე სახლში, ვინც უკანონოდ შვილს გააჩენს., არც იმ სიყვარულმა მიიღო ვის გამოც მშობების წინ წავიდა და ასე აღმოჩნდა ამ თავშესაფარში. აქ მყოფ ყველა ქალს ერთნაირი სევდიანი თვალები ჰქონდა, ყველას სახეზე დიდი ტკივილი აისახებოდა. ბავშვები კი მხიარულები და ბედნიერიები ჩანდნენ, მათ ხომ ჯერ კიდევ არაფერი გაეგებოდათ ცხოვრების, მათთვის ხომ ყველა დღე ლამაზი და ფერადი იყო დედის გვერდით. თავშესაფარის გამგემ გულთბილად მიიღო მიტოვებული ქალი.არავის გაჩენია კითხვა თუ რატომ მივიდა იქ, მან ისედაც ხომ იცოდნენ ამის მთავარი მიზეზი. ის მიატოვეს. დღეები სიმარტოვეში გადიოდა, სამკერვალოში დაიწყო მუშაობა. ლამაზი ქალი, როგორც კი მარტო შენიშნეს, მაშინვე განიზრახეს მისი ხელში ჩაგდება და სვავებივით ეხვეოდნენ გარს კაცების არმია, ქალი თვალს არავის უსწორებდა, თავის საქმეს აკეთებდა და შვილებთან ბრუნდებოდა, ქუჩაში გამვლელ წყვილებს თვალს აყოლებდა და ზოგჯერ ბრაზდებოდა კიდევაც, ყველაში ეჭვი ეპარებოდა, მამაკაცებს ზიზღით უყურებდა, აღარავის ნდობა არ შერჩა, ეგონა რომ ყველა მატყუარა იყო მის ირგვლივ, ამიტომ გადაწყვიტა მას ეთამაშა სხვის გრძნობებზე და თამაში დაიწყო, თავს აყვარებდა მამაკაცებს და ტოვებდა, ტოვებდა იქ სადაც უკვე იმედი ჰქონდათ, რომ ქალი მისი იყო, სწორედ ისე აყენებდა დარტყმას როგორც მას მიაყენა მისმა სიყვარულმა, არც ამ თამაშმა ამოუვსო ის დატოვებული ტკივილი და თამაში შეწყვიტა, მას სხვის გრძნობებზე მოთამაშე ქალი შეარქვეს, მაგრამ არავინ იცოდა რა ხდებოდა მის გულში, რადგან არავის შეეძლო მის სულში ჩახედვა. ის ხომ დახიეს და დაანაკუწეს, ის ხომ მოისროლეს როგორც ძველი ნივთი. ერთ დღესაც გადაწყვიტა რამე კარგი საქმე გაეკეთებინა, რადგან კერვა უკვე კარგად იცოდა, შენობა დაიქირავა და სამკერვალო გახსნა, იქ დაასაქმა მასავით მიტოვებული ქალები, სამკერვალომ რამდენიმე თვეში სახელი გაითქვა, მისი შეკერილი ტანსაცმლით. ქალებიც კმაყოფილები იყვნენ. წლები გავიდა. მიყენებული ტკივილი ნელ ნელა მიყუჩდა და თავს არ ახსენდებდა, ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო, ბავშვებიც დაიზარდა, მხოლოდ ერთი საფიქრალი ჰქონდა: შვილებისთვის კარგი განათლება მიეცა, გამოჩნდა მის ცხოვრებაში ადამიანი, მაგრამ ცხოვრების რთულ გზაზე მარტო ყოფნა ამჯობინა, რადგან საკუთარ თავზე წინ შვილები დააყენა, იმ წლებს კი ვერავინ დაუბრუნებდა რაც დაკარგა. მას ისევ ის უყვარდა ვინც სიმარტოვისთვის გაიმეტა და ვერ შეძლება სხვა გაებედნიერებინა, მისთვის უკვე მთავარი იყო შვილები, და მისი საქმე რომელიც დიდი ბედნიერებას ანიჭებდა, სიბერე ისე შემოეპარა ვერც კი შემაჩნია, შვილები ცალკე დასახლდა, თვითონ ისევ მარტო დარჩა იმ სახლში რომლის შეძენას თითქმის მისი ნახევარი სიცოცხლე და ახალგაზრდობა შეალია .იჯდა ფანჯარასთან და ღიმილით აყოლებდა თვალს წვიმაში წყვილებს, თვალზე ცრემლი გადმოუგორდებოდა, ფარდას ჩამოაფარებდა და ისევ საკერავ მანქანას მიუბრუნდებოდა..... სოფო იმერელი

0
140
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0