x
image
lady.ge
რისი ნიჭი აქვს თქვენს პატარას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ნაწილი მესამე
imageდა აი ბოლო ოთხეულის ჯერიც დადგა. ამჯერად სტატიას ონავარი მშვილდოსნების მშობლებისთვის საინტერესო ინფორმაციით დავიწყებ. თუ თქვენი პატარა ზოდიაქოს ამ ნიშნით მოევლინა ქვეყანას, მნიშვნელობა არ აქვს გოგოა, ბიჭია აუცილებლად ატარეთ სპორტის რომელიმე სახეობაზე ან ცეკვის წრეზე მაინც, რათა მის ენერგიას გასაქანი მიეცეს. სამომავლოდ კი მისგან შესაძლოა ჩინებული სპორტსმენი დადგეს. თუმცა მისთვის არც სხვა სფეროები იქნება აუთვისებელი მწვერვალი. მშვილდოსნებს ბედი სხვებზე მეტად სწყალობთ, ამიტომ რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოს თქვენმა შვილმა, წარმატებას ყოველთვის მიაღწევს.



რაც შეეხება თხის რქას, ეს ბავშვები ოჯახისთვის ცოცხალი, ორფეხა და ორხელა განძები არიან. თხის რქები "პატარა დიდებად" იბადებიან და სხვებზე ადრე ბრძენდებიან როგორც წესი. თქვენი შვილი ძალიან მზრუნველი და პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე ადამიანი იქნება, სიჯიუტე კი, რომელსაც იგი პერიოდულად მთელი სიმძაფრით გამოამჟღავნებს, სამომავლოდ კარიერულ წინსვლაშიც შეუწყობს ხელს. თხის რქისთვის მისაღები საქმიანობა იურისპუდენცია, პოლიტიკა ან საფინანსო სფეროა. ტყუილად კი არ გამოდიან ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისგან ყველაზე მეტი ბანკირები და სახელმწიფო მოხელეები.

image

მაგრამ რა გითხრათ, რით გაგახაროთ თუ ბედმა გიჟი, გადარეული და ყოვლად არაადექვატური მერწყულის მშობლობა გარგუნათ წილად. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, ისე კი მერწყულის ნიშნით ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველაზე მეტი ვუნდერკინდი იბადება. ამიტომ თქვენ შვილს კედელზე თავდაყირა სიარულის ნიჭი თუ აღმოაჩნდა არ გაგიკვიდრეთ. რაც შეეხება პროფესიას, მისთვის ნებისმიერი სფეროა მისაღები სადაც ჯერ აუთვისებელი და დაულაშქრავი მწვერვალები უნდა დაიპყროს ადამიანმა.ასტრონომია, კიბერნეტიკა, იხტიოლოგია.. ჩინურია თქვენთვის? სამაგიეროდ თქვენ შვილს მოეწონება.




აი რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ პატარას, მისთვის აუცილებლად მოამზადეთ კარგი ლეპტოპი, არა არა კომპიუტერული თამაშების სათამაშოდ არა! საწერად. დიახ, თევზებს როგორც წესი განვითარებული ფანტაზიის უნარი აქვთ, ამიტომ ხშირად ისე ამბობენ ლამაზ ტყულებს თავადაც სჯერათ, ჰოდა მიეცით მის ნიჭს გასაქანი. რა იცით იქნებ თქვენი შვილისგან ოდესმე ცნობილი მწერალიც დადგეს, ისეთივე როგორიც ცნობილი თევზი გაბრიელ გარსია მარკესია.

3
834
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
834
  
2012, 9 დეკემბერი, 18:34
ხშირად ისე ამბობენ ლამაზ ტყულებს თავადაც სჯერათ. ნიჭიერი ვყავარ რა ჩემებს :) :P
2012, 10 ივლისი, 23:24
+1
0 1 3