x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ორგანიზებულ დანაშაულთა საიდუმლოებები
image
მსოფლიო მთავრობები ორგანიზებულ დანაშაულს ებრძვიან, მაგრამ სამწუხაროდ, განსაკუთრებულ წარმატებას ვერ მიაღწიეს. დანაშაულის მასშტაბი ძნელი წარმოსადგენია, თუმცა, გარეგნულად ვითარება ღირსეული ჩანს.

ყოველ წელს, მაფიის სტრუქტურების მოგება 2 ტრილიონ დოლარს აღემატება. შემოსავალი მიიღება არა მარტო ნარკოვაჭრობის, არამედ ბიზნეს ოპერაციებისა და კიბერ დანაშაულებებისაგან. აქ არის რამდენიმე ფაქტი ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა ვიცოდეთ.

1. მაფიის შემოსავლების ნაკადი ძირითადად ნარკოტიკებით ვაჭრობიდან შემოდის. კრიმინალური სინდიკატები ყიდიან ნაცნობ ნივთიერებებს, როგორიცაა კოკაინი და ჰეროინი, მაგრამ ბოლო წლებში ისინი სულ უფრო მეტად იყენებენ მეცნიერებას მოგებისთვის. ქიმიკოსები ქმნიან ნარკოტიკულ სინთეზს, რომელიც იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას. ამ შემთხვევაში, ეს საქმიანობა შენიღბულია ლეგალურობის ქვეშ. ბრძოლა ამის წინააღმდეგ ძალიან რთულია.

2. ეჭვგარეშეა ორგანიზებულ დანაშაულსა და ტერორიზმს შორის არსებული კავშირები. ყველაზე ნათელი მაგალითია ოპიუმის და ჰეროინის წარმოება ავღანეთში, რომელსაც აძლიერებს ისლამური ტერორისტული მოძრაობა თალიბანი. ახლა ტერორისტებსა და კრიმინალებს შორის კავშირები უფრო ახლოვდება, ანუ ტერორისტები თანდათანობით კრიმინალებად გადაიქცნენ.


იტალიური მაფიის კლანებმა დაკარგა პოზიციები და კრიპტოვალუტით მდიდრდებიან დამნაშავეები.


0
91
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0