x
image
პროფესორი
გოგონა ნაზად უღიმის ყავის ფინჯანს, ხელს უჭერს და ენით აღუწერელ სიამოვნებას გრძნობს ყავის ორთქლის შესუნთქვის დროს

image

გოგონა ნაზად უღიმის ყავის ფინჯანს, ხელს უჭერს და ენით აღუწერელ სიამოვნებას გრძნობს ყავის ორთქლის შესუნთქვის დროს. გოგონა ტუჩებს ადებს ფინჯანს და თვალდახუჭული სვამს. ყველას მოსწონს, ყველა ყიდულობს ამ ყავას.

ეს სცენარია.

აი გადაღების პროცესი:

იმისთვის, რომ ორთქლი მადისაღმძვრელად გამოჩნდეს, ძალიან ცხელი სითხეა საჭირო. სიუჟეტი მოითხოვს, რომ გოგონა ორივე ხელს უნდა უჭერდეს ფინჯანს. მსახიობს არ შეუძლია ამის გაკეთება, რადგან მდუღარე სითხე ფინჯანს ზედმეტად აცხელებს. მას არ შეუძლია ყავის მოსმაც, რადგან ცხელი სითხე მასში ავტომატურად გააღვიძებს სულის შებერვის რეფლექსს და ვერც გემრიელად მოსვამს, რადგან პირი დაეწვება. შემკვეთისთვის მთავარია კადრში მადისაღმძვრელი დალევის პროცესი ჩანდეს, მსახიობის სახეზე კი ჯოკონდას ღიმილი. ორთქლის ნახვის დროს, მაყურებელი ყავის არომატსაც გრძნობს, შესაბამისად ორთქლიც ძალიან მნიშვნელოვანია.

სწორად შერჩეულ რაკურსში არ ჩანს, რომ ფინჯანში არაფრი ასხია. ფინჯანში არც პიროტექნიკური ფხვნილი ყრია, რადგან მისგან ბოლი წარმოიქმნება და არა ორთქლი. იმისთვის, რომ იდეალური ორთქლი მივიღოთ, რომელიც მადისაღმძვრელად გამოჩნდება კადრში, უნდა ავიღოთ ტამპონი "ტამპაქსი", წყლით გავჟღინთოთ, შემდეგ კი მიკროტალღოვან ღუმელში გავაცხელოთ.

გაცხელებულ, სველ ტამპონს ფინჯანში დებენ, ფინჯანს კი გოგონას აწვდიან, რომლის სახეზეც ჯოკონდას ღიმილია გამოსახული. ის მადისაღმძვრელად ისრუტავს ტამპონის ორთქლს, ფინჯანი ტუჩებთან მიაქვს და სიცარიელეს სვამს.


image

0
62
3-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0