x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508605
ლი მილერი - გზა ,,ვოგის ,, მოდელობიდან ფოტოგრაფიამდე
იმ ქალებს შორის, რომლებმაც უდიდესი როლი შეასრულეს თავიანთი დროის საზოგადოებრივ, პოლიტიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში, ნამდვილად ღირსეულ ადგილს იკავებს ფოტოგრაფი და მოდელი ლი მილერი. ლის ცხოვრება მარტივი არ იყო, მოღვაწეობა ურთულეს პერიოდში მოუხდა. მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე დაბადებულს უმარავ პოლიტ-ეკონომიკურ კრიზისთან და ორ მსოფლიო ომთან მოუწია შეჯახება. უნდა ითქვას, რომ დრამები არც მის პირად ცხოვრებას აკლდა.


imageლი 1907 წლის 23 პრილს დაიბადა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ იორკში. პარიზში გამგზავრებამდე “ვოგის “ მოდელდ მუშაობდა, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კი “ვოგის“ კორესპონდენტი გახლდათ. იგი გახდა ისეთი მოვლენების თვითმხილველი, როგორიცაა აღება, ბუხენვალდის და დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკების გათავისუფლება.

ლი 7 წლის იყო, როცა ოჯახის მეგობარმა მასზე სექსუალურად იძალადა.ეს მოვლენა მის ფსიქიკას სამუდამოდ დააჩნდა და მნიშვნელოვნად აისახა მის შემოქმედებაში.

ვიდრე ფოტოგრაფიის კარს შეაღებდა, ლიმ სამოდელო გზა განვლო. მამა თინეიჯერობისას ფოტოებს უღებდა, ეს გამოცდილება კი, “ვოგის“ მოდელობისას საკმაოდ წაადგა. 1927 წლის 15 მარტს ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა. მისი, როგორც მოდელის, აღმასვლა სწორედ ამ დროიდან დაიწყო. მომდევნო ორი წლის განმავლობაში მისით არაერთი ფოტოგრაფი დაინტერესდა.



1929 წელს ლი პარიზში გადავიდა, სადაც ფოტოგრაფიამ გაიტაცა. პარიზში გაიცნო ცნობილი სიურრეალისტი მხატვარი და ფოტოგრაფი მან რეი . “მე თქვენი სტუდენტი ვიქნები“ -განუცხადა გოგონამ რეის, რომელსაც ალბათ ვერ წაროედგინა, რომ ის მისთვის ბევრად მეტი გახდებოდა, ვიდერე უბრალოდ სტუდენტი. ლი დიდიხნის განმავლობაში უწევდა მას კომპანიონბას, იყო მისი კოლეგა, მოსწავლე და მუზა ერთდროულად.

image

გარკვეული პერიოდის შემდეგ, ლიმ საკუთარი ფოტოგრაფიული სტუდიო გახსნა. განუზომელია ლი მილერის როლი სოლარიზაციის ტექნიკის (ბნელი და ნათელი ადგილების ურთიერთმონაცვლეობა) აღმოჩენასა და განვითარებაში. რეი ამ ტექნიკას ხშირად მიმართავდა, ამ ფოტოგრაფიულ ხერხს ეფუძნება რეისა და ლის ფოტოგრაფიის დიდი ნაწილი.

image

(მოტივტივე თავი, მერი ტეილორის პორტრეტი, ნიუ-იორკი, აშშ, 1933)

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლის მძიმე წარსული მნიშვნელოვანწილად აირეკლა მის შემოქმედებაში. უფრო ხაზგასმით რომ ვთქვათ, ის ხშირად სახავდა ადამიანის დანაწევრებულ სხეულს თავის ფოტოებზე.


1932 წელს უკვე საკმაოდ დიდი ცოდნითა და გამოცდილებით, ლი ნიუ-ირკში დაბრუნდა, გააგრძელა ფოტოგრაფიული საქმიანობა და 1933 წელს სოლო გამოფენაც კი მოაწყო.


1934 წელს ეგვიპტელ ბიზნესმენზე დაქორწინდა. აღსანიშნავია, რომ ეგვიპტეში ყოფნის პერიოდიც საინტერესოდ გამოვლინდა მის ფოტოებში. მილერმა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ფოტოგრაფად არ მუშაობდა, არაერთი სინტერესო ფოტო გადაიღო და უდაბნოს ყოფა თავის ფოტოებში საკმაოდ კარგად გადმოსცა.


1937 წელს კაიროდან პარიზში დაბრუნებული ლი ბრიტანელ სიურრეალისტ მხატვარს, როლანდ პენროუზს შეხვდა, რომელმაც მისი ცოლად შერთვა მინდომა. იგი ეგვიპტელ ბიზმესმენს გაშორდა და პენროუზისგან მალე ვაჟი შეეძინა, ერთადერთი შვილი.


ორი წლის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. ლი ამ პერიოდისთვის საშინელი დეპრესიით იტანჯებოდა, ომი მისი ცხოვრების უდიდეს კრიზისს დაემთხვა. ხელოვანმა სმას მიჰყო ხელი, მერე კი, ყველასგან დავიწყებული, ამერიკაში დაბრუნდა, სადაც ახალი კარიერის გაკეთება გადაწყვიტა ფოტოჟურნალისტიკაში, განაგრძობს “ვოგთან “ თანამშრომლობას, თუმცა ამჯერად ომის კორესპონდენტის ამპლუაში, რაც საშუალებას აძლევს, გახდეს მსოფლიოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენების თვილთმხლველი. ომის დასრულებიდან მომდევნო ორი წლის განმავლობაში “ ვოგთან“ თანამშრომლობა არ შეუწყვეტია.

ბრიტანულმ პოლიციამ მას საბჭოთა აგენტობაც კი დასწამა, რაც, რა თქმა უნდა, არ დადასტურდა.


ლი მილერი 1977 წელს გარდაიცვალა, მის სხეულს კრემაცია ჩაუტარეს, ფერფლი კი მისსავე ბაღში მოაბნიეს. ერთი რამ კი უდავოა: ლიმ ფოტოგრაფიას და თანამედროვე ხელოვნებას თავისი წარუშლელი კვალი დაამჩნია.




0
39
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0