x
მეტი
  • 21.08.2019
  • სტატია:93728
  • ვიდეო:342185
  • სურათი:455939
„იაფი აგროკრედიტით“ დედოფლისწყაროში წელს 66 მეწარმე დაფინანსდა

image


სოფლის მეურნეობის სამინისტროს დედოფლისწყაროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ინფორმაციით მიმდინარე წელს სახელმწიფო პროგრამით „იაფი აგროკრედიტი“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 66 მეწარმე დაფინანსდა. მათივე ცნობით, ინვესტირებამ 4, 5 მილიონ ლარს გადააჭარბა.


„იაფი აგროკრედიტით“ მარტო 2018 წელს ისარგებლა 66-მა დედოფლისწყაროელმა ბენეფიციარმა. პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 37 მეცხოველეობის ფერმა, 10 სასაწყობე მეურნეობა, 2-საკვებდამამზადებელი და ერთი ხორცის გადამამუშავებელი საწარმო. ინვესტირების თანხამ 4 532 401 ლარი შეადგინა. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი ინიცირებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და მას 2013 წლიდან ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო. პროექტის მიზანია ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება, “ - აცხადებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი გიორგი ბენაშვილი.


ბენაშვილი დადებითად აფასებს აგრარულ სექტორში მიმდინარე პროცესებს და დარწმუნებულია, რომ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები კვლავაც გაგრძელდება და ის თითქმის ყველა ოჯახს შეეხება.

0
46
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0