x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
მსოფლიოში ნავთობი 30 %-ით გაიაფდა-- რატომ რჩება საქართველოში ფასები იგივე?
image
თითქმის თვეზე მეტია ნავთობის ფასი 30%-ით არის შემცირებული, მაგრამ საქართველოში ბენზინი 1 თეთრითაც არ გაუიაფებიათ, ორიოდ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, ცვლილებას ქართველი მომხმარებელი უშედეგოდ ელის, მიუხედავად იმისა, რომ საწვავის გაიაფებისათვის საქართველოში ყველა პირობაა, იმპორტიორები არ ჩქარობენ. არც მთავრობა იწუხებს თავს, რომ მდგომარეობა შეიცვალოს.

გლობალურ ბაზრებზე საწვავი ინტენსიურად იაფდება. ამ ეტაპზე ბარელი ნავთობის ფასი 63 დოლარამდე ჩამოვიდა და რეალურად არის შანსი, რომ საერთოდაც 60 დოლარს ჩამოსცდეს. მიუხედავად ამისა, საცალო ბაზარს ცვლილების ნიშანწყალი ჯერჯერობით არ ეტყობა.

ნავთობის ფასის კლება ბოლო 1 თვის განმავლობაში განპირობებულია, ძირითადად, საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვების ზრდით.

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში საუდის არაბეთმა 3%-ით გაზარდა ნავთობის ექსპორტი წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო მოპოვება – 0, 9%-ით. აღნიშნულ პერიოდში ნავთობის ექსპორტი გაიზარდა 7, 433 მლნ ბარელამდე დღე-ღამეში აგვისტოს თვის 7, 214 მლნ ბარელის მაჩვენებელთან შედარებით.


გარდა ამისა, სექტემბერში ერაყში ნავთობის ექსპორტი შემცირდა 1, 9%-ით წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით და გაიზარდა 2, 6%-ით წლის განმავლობაში 3, 953 მლნ ბარელამდე დღე-ღამეში. ნავთობის მოპოვება ქვეყანაში გაიზარდა 4, 461 მლნ ბარელამდე აგვისტოს 4, 46 მლნ ბარელის მაჩვენებელთან შედარებით.

საერთაშორისო ტენდენციის მიუხედავად, ქართულ ბაზარს ცვლილების ნიშანწყალი არ ეტყობა. ამ ეტაპზე ბენზინგასამართ სადგურებზე 1 ლ „სუპერი” 2, 69 თეთრად იყიდება. „პრემიუმის” ფასი 2, 58 ლარს შეადგენს, ხოლო 1 ლ „რეგულარი” 2, 48 ლარი ღირს.






0
39
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0