x
ალკოჰოლი  200-ზე მეტ დაავადებას იწვევს

ალკოჰოლი
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, გასულ წელს ალკოჰოლის მოხმარების გამო მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონ ადამიანზე მეტი გარდაიცვალა.

დადგინდა, რომ ალკოჰოლის სისტემატური სახით მიღება 200-ზე მეტი დაავადებისა და დაზიანების ხელშემწყობი ფაქტორია. ყველაზე ხშირად სიკვდილის მიზეზი ფიზიკურ დაზიანებებზე მოდის. მეორე ადგილი საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს უკავია. სასმელები, რომელსაც ალკოჰოლის მაღალი შემცველობა აქვს, კუჭის კედლებს აზიანებს და მცირე სისხლდენას იწვევს. ასევე, ალკოჰოლი ზიანს აყენებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და საფრთხეს უქმნის ნაწლავურ ინფექციასთან ბრძოლას. როგორც უკვე კარგა ხანია ცნობილია, ალკოჰოლის სისტემატური მიღება იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებებსაც.

მოზარდები, რომლებიც ადრეული ასაკიდან მოიხმარენ ალკოჰოლს, უკვე 17 წლის ასაკში არტერიული პრობლემები აქვთ. ალკოჰოლ დამოკიდებულთათვის უცხო არაა არც ინფექციური დაავადებები და სხვადასხვა ტიპის ფსიქიკური აშლილობებიც.

გარდა ამისა, ბოლო წლების კვლევებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური სასმელების მიღება სიმსივნის განვითარების ალბათობას მნიშნველოვნად ზრდის. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ალკოჰოლის ნებისმიერი რაოდენობით მომხმარება გავლენას ახდენს სიმსივნის წარმოქმნაზე და უფრო მეტიც, ხელს უწყობს ორგანიზმში ერთდროულად რამდენიმე სახის დაავადების განვითარებას.


მსოფლიოს მასშტაბით ალკოჰოლს 2.3 მილიარდამდე ადამიანი იღებს.


0
113
შეფასება არ არის
ავტორი:ვაკა
ვაკა
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0