x
კვლევა: ალკოჰოლის მოხმარება უკვე 17 წლის ასაკში იწვევს პრობლემებს

image


კვლევა, რომელიც "UჩL Iნსტიტუტე ოფ ჩარდიოვასცულარ შციენცე" -მა მოზარდებში ჩაატარა გამაოგნებელი შედეგით დასრულა.
კვლევის მონაცემების მიხედვით, ის მოზარდები რომლებიც არასრულწლოვნების პერიოდიდან მოიხმარენ ალკოჰოლსა და თამბაქოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აღენიშნებათ.


აღნიშნულ კვლევაში 17 წლის 1, 266 მოზარდი იღებდა მონაწილეობას. როგორც დაკვირვება ცხაჰყოფს, მოზარდებში დაფიქსირდა არტერიების ფიზიკური ელასტიურობის დაკარგვა. ეს ფიზიკური ცვლილება მოგვიანებით გულისა და სისხლძარღვთა პრობლემების ისეთ რისკს უკავშირდება, როგორიცაა ინსულტი და გულის შეტევა.


კვლევამ ასევე დაადგინა, რომ მოზარდთა არტერიები, რომლებმაც შეწყვიტეს მოწევა ან ალკოჰოლის მიღება, გარკვეული დროის შემდეგ ბუნებრივი ელასტიურობის რეჟიმში დაბრუნდნენ.


0
19
შეფასება არ არის
ავტორი:ვაკა
ვაკა
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0