x
საქართველოში სისხლის უანგარო დონორთა რაოდენობა საჭიროზე ნაკლებია
2018 წლის მიმდინარე მონაცმებით, საქართველოში სისხლის უანგარო დონორთა რაოდენობა 28 %-მდე გაიზარდა. 2011 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ 5%-მდე იყო, მიუხედავად ამისა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში სისხლის უანგარო დონორთა რაოდენობა საჭიროზე ნაკლებია.


სისხლის დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი 18-დან 60 წლამდე. იმისთვის, რომ საქართველოში სისხლის რეზერვი სრულიად დაკმაყოფილდეს, საჭიროა რომ მოსახლეობის 1% რეგულარულად იყოს უანგარო დონორი, რადგანაც სისხლი მალფუჭებადი პროდუქტია და მისი შენახვის მაქსიმალური ვადა მხოლოდ 42 დღეა.


image

საქართველოში სისხლის საჭიროება მუდამ დგება ოპერაციების, მშობიარობის შემდგომი გართულებების, ავტო-საგზაო შემთხვევების დროს, ასევე გადაუდებელი დახმარების, სხივური თერაპიის და ლეიკემიით დაავადებული ადამიანების მკურნალობისას.


სისხლი ადამიანის ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. სისხლი მიაწოდებს ჟანგბადს და გლუკოზას ყველა ორგანოსა და ქსოვილს, რის შედეგადაც შხამები მიაქვს გამომყოფ ორგანოებთან.ასევე მიაქვს ნახშირჟანგი ფილტვებთან.ასრულებს სხვადასხვა სატრანსპორტო დამაკავშირებელ ფუნქციებს, რითაც უზრუნველყოფს სხეულის სხვა ქსოვილების ფუნქციონერებას.მედიცინის დარგს სისხლის შესახებ ჰემატოლოგია ეწოდება. ზრდასრულ ადამიანს დაახლოებით 5 ლიტრი სისხლი აქვს.იგი სისხლძარღვთა ჩაკეტილ სისტემაში მოძრაობს და ადამიანის წონის დაახლოებით 1/13–ს შეადგენს.

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:ვაკა
ვაკა
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0