x
image
lady.ge
რისი ნიჭი აქვს თქვენს პატარას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
image



ზოდიაქოს ნიშანი, გარდა ხასიათის თავისებურებებისა ადამიანში სხვადასხვა სახის შესაძლებლობებსაც განსაზღვრავს. აქედან გამომდინარე, იმის მიხედვით თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა თქვენი პატარა შესაძლებელია ვივარუადოთ სამომავლოდ მას რომელი სფეროსკენ ექნება მიდრეკილება და რა პროფესია უნდა აირჩიოს. აქვე მინდა გითხრათ, რომ დაზუსტებით იმის თქმა, ამა თუ იმ კონკრეტულ ადამიანს რომელ პროფესიაში გაუმართლებს მხოლოდ პირადი რუკის მიხედვითაა შესაძლებელი, თუმცა ზოგადად მსჯელობა თანდაყოლილი ნიჭის შესახებ მზის ზოდიაქოს საშუალებითაც შეიძლება.


ასე რომ თუ თქვენი პატარა ვერძის ზოდიაქოზე მოევლინა ქვეყანას, მას ნაკლებად ეყვარება მათემატიკა და ზუსტი მეცნიერებები. ვერძის სფერო სახელოვნებო დარგებია. ცეკვა, სიმღერა, ხატვა, სამსახიობო ხელოვნება. ბიჭებისთვის კარგია სპორტის ნებისმიერი სახეობა სადაც მათ უსაზღვრო ენერგია გასაქანი მიეცემა.


თუკი ბედმა პატარა კუროს აღზრდა გარგუნათ, მისთვის შესაფერისი სფერო ლანდშაფტის დიზაინერობა, სარესტორნო ბიზნესი ან მსგავსი ტიპის საქმიანობა იქნება. თუმცა სადაც არ უნდა წავიდეს კურო ყველგან შეძლებს კაპიტალის დაგროვებას. აქედან გამომდინარე, გირჩევთ მათემატიკა კარგად ასწავლოთ თქვენ შვილს, მით უმეტეს რომ ამ მხრივ მას მონაცემებიც ექნება.



image


აი რაც შეეხებათ ტყუპის მშობელს, მოემზადეთ საიმისოდ რომ თქვენ შვილს არა ერთი, არამედ ორი ან სამი პროფესიაც კი ექნება მომავალში. ტყუპი ორმაგი ნიშანია. აქედან გამომდინარე თქვენს პატარა ტყუპს ინტერსების სფეროს ხშირი ცვლილება დაახასიათებს. საუკეთესო პროფესია კი ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის ჟურნალისტიკა, სარეკლამო სფერო ან საგამომცემლო საქმეა. დააკვირდით როგორ უყვარს თქვენს ტყუპ შვილს სხვადასხვა ისტორიების შეთხზვა-მოგონება, იქნებ მწერლობაშიც ეცადა ბედი?


ხოლო თუკი თქვენი პატარა, კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ქვეყანას, სავსებით შესაძლოა ბედი მომავალი მილიონერის დედობას გიმზადებდეთ. სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიო მილიონერთა დიდი ნაწილი სწორედ ამ ზოდიაქოს ნიშნით იბადება, ასე რომ თქვენი პატარა კირჩხიბი პატარა ასაკიდან მოგთხოვთ საჩუქრად არა ველოსიპედს ან მანქანას, არამედ საკუთარ საფულეს ან ყულაბას. თუმცა მომატებული ემოციურობის გამო, გამორიცხული არაა თქვენმა კირჩხიბმა, სამსახიობო სფერო აირჩიოს სამოღვაწეოდ, თუმცა ამ შემთხვევაშიც შესძლებს იგი საკუთარი ყულაბის წარმატებით შევსებას.





მომდევნო სტატიაში მომდევნო ოთხეულზე ვისაუბრებთ

2
886
2-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
886
  
2012, 11 ივლისი, 0:15
კირჩხიბი
0 1 2