x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ბეგლარიშვილის "ფლორამ" პრინციპული მატჩი წააგო
შაბათ-კვირა მოგეხსენებათ საფეხბურთო დღეებია და საქმეში ქართველი ლეგიონერებიც ჩაერთვნენ. ზოგი მათგანის გუნდმა უკვე ითამაშა ტავიანთი მატჩები. მივყვეთ თანმიმდევრობით:

ესტონეთი - ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ' დედაქალაქური დერბი "ლევადიასთან" წააგო (2-1). არადა, "ფლორა" 1-0-ს იგებდა...ბეგლარიშვილი ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა, თუმცა ამჯერად გოლის გატანა ვერ მოახერხა. შეგახსენებთ, რომ ბეგლარიშვილი ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილზეა და ლიდერს მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება. მისი გუნდი ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა და "კალიუს" რომელიც გათამაშებას ლიდერობს 2 ქულით ჩამორჩება.

აზერბაიჯანი - აზერბაიჯანის პრემიერლიგაში დამაჯერებლად იმარჯვა თამაზ ცეცხლაძის "საბაილმა". ქართველი მცველის გუნდმა სტუმრად ბაქოს "საბაჰი" 4-0 გაანადგურა, თუმცა ცეცხლაძეს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. "საბაილი" 20 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება.

ავსტრია - 10 კაცით მოასპარეზე "შტურმმა", სადაც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, შინაურ კედლებში "სტ.პოლტენს" ფრეზე გაეყარა (0-0). კიტეიშვილმა 90 წუთს გაისარჯა, მისი "შტურმი" კი, 16 ქულით ცხრილის მეორე ნაწილშია.


ბულგარეთი - კვლავ 3 ქულის გარეშე დარჩა გოდერძი მაჩაიძის "ვერეია". მაჩაიძის გუნდი ამჯერად 1-0 დამარცხდა "ეტართან". ქართველი მცველი სათადარიგო იყო. აქვე გეტყვით, რომ მაჩაიძის გუნდს ჯერ ჩემპიონატში გამარჯვება არ მოუპოვებია და შესაბამისად ქულით უკანასკნელ პოზიციაზე იმყოფება.

ბელარუსი - ბელარუსის ვიში ლიგის მორიგ ტურში გიორგი ქანთარიას "ნემანი" "სმოლევიჩთან" მატჩში მხოლოდ ქულას დასჯერდა (1-1). განვლილ შეხვედრაში ქანთარიამ სრულად ითამაშა, მისი გუნდი 40 ქულით ცხრილის შუაში იმყოფება და ჩემპიონატსაც მშვიდად ჩაამთავრებს.

მალტა - მალტურ "სენგლეას" ქართველი თავდამსხმელის, რომან ჭანტურიას დამატებამ ვერ უშველა. მალტური გუნდი ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა. დღეს, ჭანტურიამ და კომპანიამ "ჰამრუნთან" მინიმალურად წააგეს (1-0). ჭანტურია მინდორზე 65-ე წუთზე გამოჩნდა და 1 წუთში ყვითელი ბარათიც მიიღო.

სლოვაკეთი - კვლავ არ ჩანს "ჟილინას" განაცხადში ახალგაზრდა ქართველი გიორგი თევზაძე. მის გარეშე მოასპარეზე "ჟილინამ" 2-0 დაამარცხა "ტრენჩინი" და თავი 32 ქულას მოუყარა, რითაც მე-3 ადგილზე სტაბილურად იმყოფება.

შვედეთი - შვედეთის რანგით მეორე ლიგაში ზურაბ ცისკარიძის "ესკილსტუნამ" გასვლაზე "გეფლეს" ვერ მოუგო (2-2). ქართველი უკანახაზელი განაცხადში არ იყო, მისი გუნდი 54 ქულით ფლეი-ოფის ზონაში იმყოფება

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0