x
image
lady.ge
ბედი და ასტროლოგია - ნაწილი მეოთხე

imageვაგრძელებთ სტატიების ციკლს ასტროლოგიის მოყვარულთათვის. ამჯერად ჩვენი საუბარი ისევ კარმული ასტროლოგიის გარშემო გაგრძელდება. ასტროლოგთა აზრით, ადამიანები ამ ქვეყნად სხვადასხვა მისიით და წინა ინკარნაციებში დაგროვილი ცოდნით ან გამოცდილებით იბადებიან. წინა სტატიებში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ თუ როგორ უნდა შევადგინოთ ჩვენი კარმული რუკა, ამჯერად კი თავად კარმული რუკის გარჩევა ვცადოთ. თუკი სპეციალურ პროგრამაში შევადგენთ ჩვენს პერსონალურ ჰოროსკოპს, პლანეტების აღმნიშვნელი სიმბოლოების გასწვრივ აუცილებლად დაინახავთ ლათინურ ასო R-ს რომელიც პლანეტის რეტროგრადულობაზე მიგვანიშნებს. რაც უფრო მეტია თქვენს პირად რუკაში ამგვარი სიმბოლოს მქონე პლანეტების რაოდენობა, მით უფრო მძიმე და რთული დანაშაულები ჩაგიდენიათ წინა ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე ყოველი ასეთი R-იანი პლანეტა უნდა "დავამუშაოთ" ამ ცხოვრებაში, რომელიც სხვადასხვა სახის სირთულეების სახით მოევლინება ადამიანს. სფერო და სიტუაცია თუ სად, როგორ და რა საშუალებებით მოხდება ჩვენი ამ "ცოდვების" განეიტრალების პროცედურა თავად პლანეტის კონფიგურაციით შეგვიძლია ვივარაუდოთ. ასე მაგალითად, ნებისმიერი ნეგატიური ქმედება რომელსაც ჩვენ ჩავიდენთ, აუცილებლად გადაინაცვლებს საპასუხოდ ჩვენს მომდევნო ცხვრებაში. თუ ვთქვათ ადამიანი გაბედავს სხვისი სიცოცხლის ხელყოფას, საკუთარი მიზნების გამო, კარმული კანონებით მომდევნო ინკარნაციაში იგი თავად იქნება ძალადობრივი სიკვდილის მსხვერპლი. თუმცა სხვადასხვა სახის კატასტროფა, რომლის დროსაც ადამიანი იღუპება, (ავია-კატასტროფა, ავტო-ავარია და სხვა) მიანიშნებს იმას, რომ მისი კარმული სასჯელი ამ ფაქტით საბოლოოდ განეიტრალდა. სხვა შემთხვევაში კი მას ერთ ცხოვრებაში მოკვდინებული ვინმეს სიცოცხლის საზღაური, შესაძლოა რამოდენიმე ინკარნაციაში მოეკითხოს. imageალბათ ხშირად გსმენიათ, რომელიმე სათნო, კარგი ადამიანის ძალადობრივი გზით დაღუპვის ფაქტი, რომელსაც თითქოს ამ ქვეყნად მტერი არც უნდა ყოლოდა, ასეც არის თუმცა ეს მხოლოდ ამ ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე ის პოროვნებები ვინც თუნდაც საკუთარ სახლში შემოჭრილი მძარცველების ბრმა მსხვერპლნი ხდებიან, წინა ინკარნაციაში თავად მათ მიერ ჩადენილ ძალადობაზე აგებენ პასუხს და იხდიან ვალს. აქვე მინდა გითხრათ, რომ ცხოველის ხორცით კვება, მისი მოკვდინების შედეგად არანაირად არ ითვლება ადამიანის მხრიდან კარმულ სასჯელად. ეს იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ასტროლოგთა აზრით ბალანსის წრე არ ირღვევა, ცხოველს ადამიანი საკვებად იყენებს, თუმცა მანამდე იგი მას აშინაურებს და თავად ზრუნავს მის მოვლა-კვებაზე. აქედან გამომდინარე კოსმიური ჰარმონიის დარღვევას ამ სიტუაციაში ადგილი არ აქვს. თუმცა ნადირობა, როცა ცხოველს ადამიანი ხშირ შემთხვევაში საკუთარი ჟინის მოსაკლავად ანხორციელებს და არა იმიტომ რომ მას საკვები აკლია, ჩვეულებრივი კარმული სასჯელია, რომლისთვისაც მომდევნო ინკარნაციაში აუცილებლად მოგვეკითხება (დავზიანდებით ცხოველის ნაკბენისგან და ა.შ).

არსებობს ადამიანის კარმული ასაკი - ანუ იმის დადგენა თუ იგი მერამდენე ინკარნაციაში იმყოფება. თუკი ჩვენი კარმა უკვე "ძველია" იგი ჩვენ ცხოვრებაში სხვადასხვა სახის მოვლენების სახით გამოვლინდება, ხოლო თუ იგი "ახალგაზრდაა" ხასიათის ცუდ თვისებებში გამოამჟღავნებს თავს და მათზე მუშაობა იქნება კარმული ვალის შესრულების მთავარი მოტივი ჩვენთვის.

9
2260
6-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
2260
  
2013, 12 იანვარი, 16:53
ძალიან საინტერესო იყო
2012, 10 ივლისი, 21:45
გაბრიელ კარმული რუკა ამ საიტზე შეგიძლია შეადგინო თავად http://www.astrologo.ru/karma/
2012, 10 ივლისი, 21:20
lady.ge სად შეიძლება შევადგინო ან ვინ უნდა შეადგინოს ჩემი კარმული რუკა?
2012, 9 ივლისი, 21:31
:)
2012, 9 ივლისი, 21:30
კარმული ასტროლოგია და ზოგადად ასტროლოგია იმდენად ფართო სფეროა, რომ ასე ერთ ან ორ სტატიაში ვერ გაგარკვევთ, ნელ-ნელა ეტაპობრივად აგიხსნით ყველაფერს
2012, 9 ივლისი, 21:28
რა ინფორმაცია დავაზუსტო აბა მითხარი კონკრეტულად რა გაინტერესებთ და მომდევნო სტატიაში დავკონკტრეტდები
2012, 9 ივლისი, 21:27
კიდევ ვამზადებ სტატიებს ამ თემაზე, ასე რომ არ გამოგრჩეთ ))
2012, 9 ივლისი, 21:26
მაგრამ რომ დააზუსტო ხოლმე ინფორმაციები უკეთესი იქნება
2012, 9 ივლისი, 21:25
საინტერესო იყო
0 1 9