x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვინ იყო სინამდვილეში ლავრენტი ბერია?
image
ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა ატომურ პროექტი წარმოებასს. მას უნდოდა საზოგადოების დემოკრატიზაცია და დათბობის პოლიტიკის გატარება. მან ჩაატარა ამნისტია, მაგრამ ვერ შეძლო საკუთარი სახელის დაცვა სულელური დიდებისა და ფატალური გასროლისგან.

ლავრენტი ბერია დაიბადა ქუთაისის გუბერნიის სოფელ მერხეულში, ღარიბი გლეხის ოჯახში, თუმცა, მან შეძლო კარგი განათლების მიღება (მშენებელი-არქიტექტორი). ახალგაზრდა ბერია შეუერთდა არალეგალურ მარქსისტულ წრეებს და რევოლუციის შემდეგ ქალაქის ბოლშევიკურ ორგანიზაციაში მუშაობდა.

მალე ბაქოს რესპუბლიკა თურქულ-აზერბაიჯანული ჯარის თავდასხმის შემდეგ დაემხო. ამ მომენტიდან იწყება ბერიას ბიოგრაფიაში ყველაზე ბნელი ამბავი - ის გახდა მუსავატის (აზერბაიჯანის) დაზვერვის აგენტი. ბერიას თქმით, ის ორმაგ აგენტად მუშაობდა და ბოლშევიკების ამოცანას ასრულებდა. სხვა ვერსიით, იგი უბრალოდ პროლეტარული რევოლუციის მტრების მხარეს გადავიდა.

იალტის კონფერენციაზე, რუზველტის კითხვას: "ვინ არის ბერია?" - სტალინმა უპასუხა: "ის ჩვენი ჰიმლერია". თუმცა, ბერიას რეპრესიაში მონაწილეობის მასშტაბი კვლავ სადავოა.


1938 წელს "ეჟოვშჩინას" დასრულების შემდეგ, ბერიას დანიშვნას შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ხელმძღვანელად, სიკვდილისა და დანაკარგების ინტენსივობის შემცირება მოყვა. ბევრი საქმე გადაიგზავნა გადასახედად. ბევრი ბერიას სახელს სხვადასხვა ვერსიებით დათბობის პოლიტიკას უკავშირებს.

კიდევ ერთი ვერსიით, დასრულდა რეპრესიების ერთი ეტაპი და მეორე დაიწყო. ბერია ხელს აწერდა დახვრეტის სიებს, ხელმძღანელობდა ხალხის გასახლებას, შექმნა კონტრდაზვერვის ჯგუფი. ბერიას დროს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი რევოლუციური ორგანოდან გადაიქცა სადამსჯელო საოჯახო სამრეწველო კომპლექსად ასობით ათასი პატიმრით. რეპრესიული ფუნქციები სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატს გადაეცა.

ბევრი მიიჩნევს, რომ ბერია სადისტი იყო, მაგრამ ის საუკეთესო იყო სამეცნიერო და ტექნიკური პროექტების განხორციელებაში, რაც გარკვეულწილად არ შეესაბამება სისხლიანი ჯალათის პორტრეტს. ასე რომ, ვინ იყო ბერია: სადისტი თუ ვინმეს სურვილების ტექნიკური შემსრულებელი?

მას შემდეგ ათეულობით წელი გავიდა, ბევრი საარქივო დოკუმენტი არის გასაიდუმლოებული (კერძოდ, ცნობილი "პაკეტი №1"), რუსეთის ხელმძღვანელობამ აღიარა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის პასუხისმგებლობის საკითხი ორგანიზებულ დახვრეტებში, მაგრამ ეს თემა კვლავ მტკივნეულ თემად რჩება რუსულ-პოლონურ ურთიერთობებში.

დაახლოებით ხუთი ათასი ადამიანი იქნა მოკლული უშუალოდ კატინის ტყეში. საერთო ჯამში, პოლონეთის პატიმრების განადგურების ოპერაციაში ოცი ათასი ადამიანი მოკლეს. ოპერაციის დეტალები საოცარია: პოლონელებს ხელებს უკრავდნენ და ხოცავდნენ გერმანელების იარაღით, ცხედრებს კი საერთო საფლავში- ორმოში ყრიდნენ. სასტიკ ხოცვაზე ბრძანება სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა, ლავრენტი ბერიამ გასცა.

თუმცა, დღეს არ არსებობს ამის პირდაპირი მტკიცებულება, რომ პოლონელები შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის თანამშრომლებმა ან წითელარმიელმა ჯარისკაცებმა დახოცეს.

ერთ-ერთი ძირითადი ბრალდება ბერიას მიმართ, რაც ოფიციალური განაჩენიდან გაჟღერდა, არის ამორალურობა. მოსკოვში დადიოდა ჭორები ბერიას მიერ ჩადენილ მრავალრიცხოვან გაუპატიურების შესახებ. მისი ქვეშერდომები პირდაპირ ქუჩაში იჭერდნენ ქალებს, მანქანაში ძალის გამოყენებით სვამდნენ და ბერიას დაჩაზე გადაჰყავდათ.

მემუარების წიგნში ცნობილი საბჭოთა მსახიობი ტატიანა ოკუნევსკაია დეტალურად მოგვითხრობს რამდენიმე ასეთი ეპიზოდის შესახებ.

1948 წელს, ნინა გეგეჭკორზე დაქორწინებულ ბერიას 16 წლის ლილია დროზდოვა შეუყვარდა და ორი ოჯახად დაიწყო ცხოვრება. ლილიამ მას ქალიშვილი გაუჩინა. ბერიას დაპატიმრების შემდეგ, სავარაუდოდ, თავი რომ გადაერჩინა, დროზდოვამ განცხადება გააკეთა გაუპატიურებაზე. აქედან გამომდინარე, ბერიას თავგადასავლები - სიმართლეა, გაზვიადება თუ მითი, ჯერ კიდევ რთული სათქმელია.

1945 წელს ბერია ხელმძღვანელობდა საბჭოთა ატომური პროექტის წარმოებას. მისი ბრძანებით დაიწყო არა გიგანტური რეპრესიული მანქანის წარმოება, არამედ ბრწყინვალე საბჭოთა ინტელექტუალების მოღვაწეობა: სახაროვი, ზელდოვიჩი, კურჩატოვი, ტუპოლევი, კოროლევი და მრავალი სხვა. დაიწყო დახურული სამეცნიერო ქალაქებისს მშენებლობა, ტექნიკა და სპეციალისტები დამარცხებული გერმანიიდან ჩამოყავდათ.

ოთხი წლის შემდეგ, სემიპალატინსკში პირველი რუსული ატომური ბომბის წარმატებული გამოცდა ჩატარდა. 1949 წლის 29 ოქტომბერს კი ბერიას მიენიჭა ლენინის ორდენი და სტალინის პრიზი ატომური ენერგიის წარმოებისა და ატომური იარაღის გამოცდის წარმატებით დასრულებაში. თუმცა, მისი როლი ატომურ პროექტში ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ სტალინი კრემლის შეთქმულების შედეგად ძალადობრივად გარდაიცვალა. მიზეზები ცხადია: სტალინი გეგმავდა პარტიის გასუფთავების ახალ გეგმებს:- "ლენინგრადის საქმე", "მეგრელების საქმე" - არცერთი პოლიტბიუროს წევრი არ გრძნობდა თავს უსაფრთხოდ, განსაკუთრებით, მეგრელი ლავრენტი ბერია. თუ ბელადის მკვლელობის შეთქმულება ნამდვილად არსებობდა და სტალინი მოწამლეს, ამის აშკარა ინიციატორი ბერიაა.

სტალინის სიკვდილის შემდეგ, ბერიამ, რომელსაც წარმოუდგენელი ძალაუფლება ქონდა, საგანგებო საქმიანობა დაიწყო. თითქმის მაშინვე გამოვიდა ფართომასშტაბიანი ამნისტიის იდეით, რომელიც განხორციელდა. მან გააპროტესტა წამება და დაიწყო პოლიტპატიმრების რეაბილიტაციის პროცესი. ბერიამ წამოაყენა გერმანიის გაერთიანების იდეა, ასევე, მისი აზრით, საბჭოთა რესპუბლიკების მთავრობაში უნდა ყოფილიყო ნაციონალური ელიტა და არა მოსკოვიდან დანიშნულები.

ბერია გეგმავდა კომუნისტური პარტიის როლის ორგანიზებას ქვეყნის ხელმძღვანელობაში აგიტაცია პროპაგანდისტული ფუნქციების გაზრდით, რეალურ ხელისუფლებაში მოსვლას აპირებდნენ საბჭოთა ტექნიკოსები და სპეციალისტები. სინამდვილეში ეს იყო ფართომასშტაბიანი ლიბერალიზაცია და მთელი საბჭოთა სისტემის რადიკალური რესტრუქტურიზაცია. ბერიას დათბობის პოლიტიკა მისი განხორციელების შემთხვევაში, ბევრად გაცილებით შორს წავიდოდაა, ვიდრე ხრუშჩოვისა. მაგრამ ეს არ მოხდა, როგორც მოგვიანებით ამბობდნენ: - ლავრენტი ბერიამ ნდობა დაკარგა და მალენკოვმა ის გამოაგდო.

კრემლში ძალაუფლებისთვის ბრძოლაში, ბერია და მისი თანამებრძოლები დამარცხდნენ, ისინი დააპატიმრეს და დახვრიტეს. მაგრამ კითხვა: - რა იყო ეს და სადამდე მიიყვანდა ქვეყანას? - ისევ რჩება.



3
2682
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
2682
  
2019, 4 თებერვალი, 0:39
რა უნდა გადაიხადოს google ? შეგიძლია ცოტა გარკვევით დაწერო?
2018, 1 ნოემბერი, 16:53
გაიხსნა ახალი სოციალური ქსელი
lovecity .tk
ახალი ანგარიშის შექმნა... |
უფასოა და ყოველთვის ასე იქნება... |
შემოგვიერთდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები .... |
ჩვენთან ნამდვილად არ მოიწყენთ ... |
ქართული სოციალური ქსელი ....
2018, 1 ნოემბერი, 12:11
Google გადაიხადოს 241 დოლარი საათში ჩემი ბოლო გადახდა შემოწმება იყო $ 7935 სამუშაო 33 საათი კვირაში ხაზზე. ჩემი უმცროსი ძმა მეგობრობა თვეების განმავლობაში საშუალოდ 32 კგ-ს შეადგენს და ის კვირაში 28 საათის განმავლობაში მუშაობს. მე ვერ მჯერა რა ადვილი იყო ერთხელ მე შევეცადე ის. ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ

.......... ➥➥ ➥ ➥➥ www.CashPay40.Com
0 1 3