x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
პაკისტანში გაამართლეს ქრისტიანი ქალი,რომელსაც მკრეხელობისთვის სიკვდილი ჰქონდა მისჯილი

imageისლამაბადის უზენაესმა სასამართლომ გაამართლა ქრისიტიანი აზია ბიბი, რომელსაც სასჯელის უმაღლესი ზომა, - სიკვდილი ჰქონდა მისჯილი მკრეხელობისთვის.

სასამართლომ დაადგინა, რომ განსასჯელს ბრალდება არ დაუმტკიცდა. ქრისტიანი ქალი დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს, თუ მას კიდევ სხვა დანაშაული არ აქვს ჩადენილი.

image

სასამართლოს შენობა პოლიციელებით იყო გარშემორტყმული, რადგან გამამართლებელმა განაჩენმა უკვე გამოიწვია პროტესტი რადიკალურად განწყობილ მოსახლეობაში. უნდა აღინიშნოს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო პაკისტანში ჯერჯერობით ოფიციალურად სიკვდილით არავინ დაუსჯიათ, თუმცა ხალხს ხშირად გამოაქვს განაჩენი თვითნებურად და მკრეხელობის გამო მკვლელობა არცთუ იშვიათია.

image

ყველაფერი კი 2009 წლის ივნისში დაიწყო, როდესაც სოფელ იტან ვალში(შეკჰუპურას ოლქი) ქრისტიანული აღმსარებლობის აზია ბიბიმ კენკრის მოკრეფის დროს წყალი დალია ჭიდან, რომელსაც ადგილობრივები "მუსლიმანურს" უწოდებდნენ. ბიბისთან ერთად მომუშავე ქალებმა იგი წმინდა წყლის წაბილწვაში დაადანაშაულეს.

image

ბიბი დააკავეს და 2010 წელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, ოლქის გუბერნატორმა, სალმან ტასირმა მხარდაჭერა გამოუცხადა სიკვდილმისჯილ აზია ბიბის და გამოვიდა ინიციატივით, გადაეხედათ რელიგიის შესახებ კანონისთვის, რის გამოც იგი პირადმა მცველმა მოკლა. გუბერნატორის მკვლელი სიკვდილით დასაჯეს, სამაგიეროდ, მისმა მომხრე რადიკალებმა შექმნეს პოლიტიკური პარტია და ბოლო არჩევნებში 2 მილიონი ხმაც დააგროვეს.

ამის გარდა, მოკლეს უმცირესობის საქმეთა მინისტრი შაჰბაზ ბხატი, რომელიც მწვავედ აკრიტიკებდა მკაცრ რელიგიურ კანონებს.

პატიმრობის დროს რამდენიმე ქვეყანამ შესთავაზა თავშესაფარი აზია ბიბის. ამის გარდა, პასკისტანის მთავრობას სასჯელის შემსუბუქების თხოვნით მიმართა ვატიკანმა და რუსეთის საპატრიარქომ.

"არ მჯერა, რაც მოვისმინე, შემიძლია გამოვიდე? ნუთუ უნდა გამომიშვან? არ მჯერა" - ციტირებს სააგენტო AFP - ბიბის კომენტარს, რომელსაც ტელეფონით ესაუბრნენ.

P.S-პაკისტანში სულ ცოტა ხნის წინ გაიმართა რადიკალთა საპროტესტო აქცია აზია ბიბის სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო

1
190
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
190
  
2018, 31 ოქტომბერი, 16:12
Google- ში სახლიდან დაიწყე მუშაობა! ეს შორს არის საუკეთესო სამუშაო მქონდა. გასულ თვეში მივიღე ჩემი პირველი ანაზღაურების შემოწმება $ 29852 სამუშაო 3 საათის განმავლობაში და შეგიძლიათ გააკეთოთ $ 243 საათში ადვილად .... შეგიძლიათთ შეამოწმოთ ის აქ ...

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com
0 1 1