x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"უფლება რომ მისცე, ქრისტეს სახელით ვინმეს შუბლში ტყვიასაც დაახლის!"-პეტრე კოლხი
image

"ძალადობა იწვევს ძალადობას… მრისხანება ბადებს უფრო დიდ მრისხანებას. უსამართლობა ხელს უწყობს შფოთს და ქაოსს…


ერთმა უპასუხისმგებლო ნაბიჯმა შეიძლება გულნატკენი ადამიანი კი არა, მკვდარიც აალაპარაკოს…


არ არის სწორი, მუდმივად ხელს უწყობდე მოძალადე ადამიანების წახალისებას, მათ დაწინაურებას… გაითვალისწინო მათი ავადმყოფური მიდგომები და აბსურდული შეგონებები…



ისინი თავის მხრივ არ ინდობენ არავის და საკმარისია ხელსაყრელი პერიოდი დაუდგეთ, ყველას მიწასთან ასწორებენ


მოვა დრო, ნებისმიერი ტიპის ძალადობა აუცილებლად დაისჯება…



ეკლესიას ახალგაზრდები თუ არ ეკარებიან, მხოლოდ დამახინჯებული სწავლებების გამო…


რით დაკავდეს ახალგაზარდა, თუ მეორედ მოსვლის შიშით, მისი მოძღვარი არ აძლევს კურთხევას აიღოს პირადობის მოწმობა, ისწავლოს უმაღლეს სასწავლებელში…



ასეთი მოსწავლე მერე სხვაზეც იძალადებს და თუ ვინმეს რეალიზებული დაინახა, განეწყობა შურით და აგრესიით, რასაც სარწმუნოების ნიღბით შეფუთავს და დაიწყებს ჭკუის სწავლებას. სინამდვილეში იგივე თავადაც მოუნდება, მაგრამ არ გააჩნია რესურსი, წინააღმდეგობა გაუწიოს მის სოციუმს და ვერაფერს შეცვლის…


ამ პირობებში ჩამოყალიბდება აგრესორად და უფლება რომ მისცე, ქრისტეს სახელით ვინმეს შუბლში ტყვიასაც დაახლის!…"წერს სოციალურ ქსელში მამა პეტრე კოლხი(კვარაცხელია)


შეუჩერებენ თუ არა მღვდელმოქმედებას პეტრე კოლხს?როგორც ცნობილია სინოდალურმა კომისიამ პატრიარქს შუამდგომლობით მიმართა. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.


საპატრიარქო განმარტავს, რომ კვარაცხელია მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო რამდენჯერმე იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ დეკანოზი არ გამოცხადდა.


„მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზ პეტრე კვარაცხელია, მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო სამგზის იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით, - უცხოეთში ყოფნის გამო, რაზეც მას, გაფრთხილების მიუხედავად, კურთხევა არ ჰქონდა აღებული.


კომისიამ არასაპატიოდ სცნო მისი არგუმენტები და შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ”, - ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში

0
152
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0