x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამერიკის ეპარქიის მღვდელმთავრის, საბა ინწკირველისა და ყოფილი სემინარისტ-სტიქაროსნის, გიორგი გელაშვილის სკანდალური ჩანაწერი
image
"თბილისის პატრიარქატის უწმინდურობის მამხილებლებს მოსყიდვაში “ამხილებენ" უწმინდურობაზე მოსყიდვით დადუმებულები.
ვინც იუდას იმ ხელზე ეამბორებოდა, რომელსაც უფლის ამბორით გაცემამდე 30 ვერცხლი უნდა მიეთვალა, მას ეს უფლისადმი ამბორად ჩაეთვალა. ამის (გაცემის) შემდეგაც თუკი ისკარიოტელს ვინმე იგივე მარჯვენაზე ეამბორებოდა, ის, უკვე, ეშმაკს ეამბორებოდა. ვინც დამნაშავესთან საქმიანობს, რადგან მისთვის დანაშაული ჯერ ცნობილი არ არის, ეს დანაშაულის დაფარვის დანაშაულად არ ითვლება. ვისაც ფარულად მოღალატე მეუღლე ჰყავს, მას ეს ბილწთან თანაცხოვრებით შებილწულობად არ შეერაცხება. მაცხოვარი იუდევლებს ეუბნება, -- რომ არ მოვსულიყავი და თქვენთვის ჭეშმარიტების სიტყვა არ მეთქვა, ცოდვაც არ გექნებოდათ. -- ე. ი. უწყებულობით გამოწვეული მცნობელობა განსაზღვრავს შეფასებასა და თვითმსჯავრს.
ხუროს თითებზე ჩამოსათვლელების გამოკლებით, საქართველოში, მხილებულებიც, სამხილებლებიც და მამხილებლებიც -- კლასი “ჭ".
ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის დაწყებისას, გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოსკენ, მისი თავკაცების გვერდით ერთეულები იდგნენ (ვიდექით). პირველ მიტინგებს ათეულები ესწრებოდნენ (მათგან ნაწილი -- უფორმო მილიციონრები და უშიშროების თანამშრომლები). მოხდა მოულოდნელი და უცაბედი რყევა, 89წ.-ის 9 აპრილის სისხლიანი ცისკრისას, რითაც მთავრობამ თავისი ბოროტი უსამართლობა გააშიშვლა და მალე, ეს ერთეულები და ათეულები ათი ათასები გახდნენ. მოხდება მსგავსი სულიერ-ზნეობრივი რყევა, რითაც საეკლ. ხელისუფლების ნამდვილი სახე წარმოჩინდება...
აქ ვდებთ საუბარს საქ. საპატრიარქოს ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მღვდელმთავრის -- საბა ინწკირველისა და ყოფ. სემინარისტ-სტიქაროსნის -- გიორგი გელაშვილისა, რომელმაც სხვა ეპისკოპოსებთანაც ილაპარაკა იგივე თემაზე, მაგრამ თითქმის სამი წელია, არცერთმა შეასრულა დანაპირები, რომ საკითხს სინოდს სხდომაზე განიხილავდნენ...
“ურწმუნო თომანი" არამხოლოდ ხმოვან ჩანაწერებს მოისმენენ..."
2
344
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
344
  
2023, 17 ნოემბერი, 2:36
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Meetme.pw
2023, 12 ნოემბერი, 23:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2