x
მეტი
  • 21.11.2018
  • სტატია:82945
  • ვიდეო:334276
  • სურათი:440632
ათი ყველაზე შემზარავი მასობრივი თვითმკვლელობა კაცობრიობის ისტორიაში

მასობრივი თვითმკვლელობები ყოველთვის აღიქმებოდა, როგორც შემზარავი და სასტიკი მოვლენები. სამწუხაროდ, ის არაერთხელ მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში და თუმცა იშვიათად, მაგრამ თანამედროვე სამყაროშიც აღინიშნება მისი პრეცედენტი. მასობრივ თვითმკვლელობას ახორციელებს ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც გადაწყვიტეს ერთდროულად, ერთ ადგილას განახორციელონ სუიციდი.

სამწუხაროდ, ხშირად ისე ხდება, რომ ცხოვრებისეული გარემოებები უბიძგებს ადამიანს, მიიღოს გადაწყვეტილება სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულების შესახებ. ყველაზე ხშირად ადამიანი იმ პირობების მსხვერპლი ხდება, რომელიც გადაუჭრელი ჰგონია. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკულად ყველა რელიგია უარყოფითადაა განწყობილი თვითმკვლელობისადმი, თუმცა ისტორიას ახსოვს შემთხვევები, როცა სუიციდი სიმამაცის სიმბოლოდ ითვლებოდა.

როცა საქმე ეხება მასობრივ თვითმკვლელობებს, ყველაზე ხშირად ლაპარაკია რელიგიურ ორგანიზაციებსა და კულტებზე, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა ადამიანები ამ უკიდურეს ხერხს მიმართავნდენ იმ მიზნით, რომ მტერს ცოცხალი არ ჩავარდნოდნენ ხელთ (ასეთი ფაქტები საქართველოს ისტორიაშიც მრავლად მოიპოვება).



image



მაშ ასე, თქვენს წინაშეა ათი ყველაზე შემზარავი მასობრივი თვითმკვლელობა კაცობრიობის ისტორიაში.



10. მასადას ციხესიმაგრე, ისრაელი


image



ს მოხდა ჩვენი წელთაღრიცხვით 73 წელს: სიკარიების (ეს იყო დაჯგუფება, რომელიც ისრაელში მოქმედებდა ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში და მათი მიზანი იყო რომაელი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლა) საზოგადოების წევრებმა გადაწყვიტეს ერთობლივი სიკვდილი, რათა მტერს არ ჩავარდნოდნენ ხელში. მასადას ციხესიმაგრეში მყოფ სიკარიებს ალყა შემოარტყეს რომაელებმა. აშკარა იყო, რომ მამაცი მეციხოვნეები დიდხანს ვერ გაუძლებდნენ ამ ალყას და მათ რომაელების ტყვეობა არ ასცდებოდათ; მაშინ მამაკაცებმა ჯერ ცოლები და ბავშვები დახოცეს, შემდეგ კი თავად მოიკლეს თავი. ცოცხლად დარჩენილმა რამდენიმე სიკარიამ ცეცხლი წაუკიდა მასადას ციხესიმაგრეს. გადმოცემის მიხედვით, ციხესიმაგრეში სულ ათასამდე ადამიანი იყო, მათ შორის ქალები და ბავშვები. არც ერთი მათგანი ცოცხალი არ გადარჩენილა.



9. პილენაის ციხესიმაგრე, ლიტვა


image


პილენაის ციხესიმაგრე ცნობილი გახდა 1336 წელს აქ მომხდარი მასობრივი თვითმკვლელობის გამო. ტევტონების ორდენის რაინდების არმიამ ფაქტიურად უკვე იზეიმა გამარჯვება ციხის დამცველებზე, რომლებიც მიხვდნენ, რომ მტრის მოგერიებას უკვე ვეღარ შეძლებდნენ. იმის მაგივრად, რომ მტერს დანებებოდნენ და ამ გზით სიცოცხლე შეენარჩუნებინათ, მამაცმა მეციხოვნეებმა ამჯობინეს მასობრივი თვითმკვლელობის განხორციელება. მათ ცეცხლი წაუკიდეს ციხესიმაგრეს და თავადაც ცოცხლად გამოიწვნენ შიგ. ჟამთააღმწერლის სიტყვებით, იმ დროისათვის იქ 4000-მდე ადამიანი ცხოვრობდა.



8. ქალაქი დენპასარი, ბალი


image


1906 წელს ქალაქ დენპასარში საშინელი მასობრივი თვითმკვლელობა მოხდა ჰოლანდიელების თავდასხმისას. მეფის სასახალეზე შტურმის დროს ჰოლანდიელმა დამპყრობლებმა უეცრად გაიგონეს დაფდაფების ხმა, რომელიც სასახლიდან მოდიოდა და დაინახეს ამომავალი კვამლი. უცებ კარიბჭე გაიღო და იქედან საზეიმოდ ჩაცმული რაჯა გამოვიდა ბერებთან და მეციხოვნეებთან ერთად. ისინი დინჯად მოდიოდნენ ... ეს სანახაობა იმდენად დიდებული იყო, რომ ჰოლანდიელებს სუნთქვა შეეკრათ და სროლაც კი ვერ გაბედეს. ათიოდე ნაბიჯის გავლის შემდეგ პროცესია შეჩერდა. რაჯამ სიგნალი მისცა თავის მხლებლებს და ამ წარმოუდგენელ სიწყნარეში ენით აუწერელი საშინელება დატრიალდა: რაჯას გვერდით მომავალმა მხლებელმა მას ელვის სისწრაფით ჩასცა დანა გულში; ასევე მოიქცენ დანარჩენებიც და სულ რამოდენიმე წამის შემდეგ მიწაზე უკვე ათასზე მეტი მიცვალებული ეყარა.



7. ქალაქი დემინი, გერმანია


image


1945 წელს გერმანიის ქალაქ დემინში საბჭოთა ჯარების მოახლოების შიშით მასობრივი თვითმკვლელობა მოხდა. ქალაქის მცხოვრებლები პანიკაში ჩავარდნენ: ისინი ფიქრობდნენ, რომ არმიის შემოსვლისთანავე ქალაქში დაიწყებოდა მათი წამება, გაუპატიურება და დახვრეტა. დემინში უამრავი ლტოლვილი იყო თავმოყრილი, რომლებმაც აქ შეაფარეს თავი. პანიკაში ჩავარდნილმა ადამიანებმა დაიწყეს მასობრივი თვითმკვლელობა სხვადასხვა გზით: ნაწილი მდინარეში ვარდებოდა, ნაწილი ვენებს იჭრიდა ან სწამლავს სვამდა, სხვები კიდევ ცოცხლად იწვავდნენ თავს. ასეთი სახით დაიღუპა 1000-მდე ადამიანი. ამ შემთხვევის შემდეგ აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტურმა პარტიამ კანონმდებლობით აკრძალა თვითმკვლელობა. ყველა დაღუპულის ცხედარი ერთ საერთო საფლავში დაკრძალეს. ამ საფლავს წლების განმავლობაში არავინ უვლიდა და ის გერმანელებისათვის შემზარავ და შიშის მომგვრელ ადგილად იქცა.



6. რელიგიური მოძრაობა "ციური კარიბჭე", კალიფორნია


image


საკულტო საძმო "ციური კარიბჭე" ამერიკული რელიგიური მოძრაობაა, რომლის მონაწილეები თვლიდნენ, რომ დედამიწა ხელახლა უნდა დაბადებულიყო. 1997 წელს ამ ჯგუფის წევრებმა აიტაცეს იდეა, რომ სადღაც კოსმოსიდან მოდიოდა უცხოპლანეტელების ხომალდი და გადარჩენისათვის აუცილებელი იყო ამ ხომალდზე მოხვედრა. იქ მოხვედრისათვის კი საჭირო იყო, სული სხეულს გასცლოდა და კოსმოსში აფრენილიყო, ამიტომ ჯგუფის წევრებმა განახორციელეს მასობრივი თვითმკვლელობა: მათ იქირავეს დიდი თეთრი სახლი და იქ მოიყვანეს სისრულეში თავიანთი გადაწყვეტილება - დალიეს რა არაყში შერეული მომწამვლელი ნივთიერება ფენილბარბიტალი. სახლში შესულ პოლიციელებს თვალწინ შემზარავი სურათი გადაეშალათ: სართულებად განლაგებულ საწოლებზე მიცვალებულები იწვნენ, ყველა მიცვალებული ჩაცმული იყო ერთნაირ ტანსაცმელში და ჯიბეში ზუსტად ერთი და იგივე ოდენობის თანხა ედოთ. გვამების თავთან სხვადასხვა საჭირო ნივთებით სავსე ჩანთები იდო. თვითმკვლელობა სამი დღის განმავლობაში ხდებოდა, ამიტომ ცოცხლად დარჩენილები გვამებს ერთად აწყობდნენ და მათ ადგილებს თავად იკავებდნენ. 39-მა ადამიანმა თავი მოიკლა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი სულები უცხოპლანეტელების ხომალდზე მოხვედრილიყო.



5. მსოფლიო კულტი "მზის ტაძარი"


image


1984 წელს ლუკ ჟორემ და ჟოზეფ დი მამბომ დააარსეს კულტი " მზის ტაძარი". ისინი თავიანთ მიმდევრებს ასწავლიდნენ, რომ ცხოვრება მხოლოდ ილუზიაა და კულტის მსახურები ხელახლა დაიბადებიან და ცხოვრებას გააგრძელებენ ძაღლის თანავარსკვლავედის ერთ-ერთ პლანეტაზე. დოქტორ ჟორეს და მის თანამოაზრეებს სწამდათ, რომ ჟორე წინა ცხოვრებაში ტამპლიერების ორდენის რაინდი და იესო ქრისტეს რეინკარნაცია იყო. ჟორეს და მამბოს ქადაგებების გამო 1994 წელს დაიწყო სექტანტების მასობრივი თვითმკვლელობა. მასობრივი სუიციდის სერია შვეიცარიაში დაიწყო: კულტის მიმდევრები მასიურად იწამლავდნენ თავს, ცეცხლსასროლი იარაღით ხვრეტდნენ და ახრჩობდნენ ერთმანეთს. 1995 წელს საფრანგეთში იპოვეს 16 სხეული, რომლებიც ვარსკვლავის ფორმით იყო დაწყობილი მიწაზე, 1996 წელს კვებეკში (კანადა) კულტის მიმდევრებმა ცეცხლი წაუკიდეს სახლს და ცოცხლად დაიწვნენ შიგ. სულ სუიციდი განახორციელა "მზის ტაძრის" 74-მა წევრმა.



4. კუნძული საიპანი, იაპონია


image


1944 წლის ივნისში, ერთთვიანი ბლოკადის და კუნძულის მცხოვრებლების გმირული წინააღმდეგობის მიუხედავად, ამერიკელმა სამხედროებმა მოახერხეს კუნძულ საიპანზე გადასხდომა. ტყვედ ჩავარდნის შიშით და იმპერატორის ბრძანებით: "გამოესალმე სიცოცხლეს, თუ გინდა, რომ იმპერატორის ერთგული დარჩე", იაპონელებმა დაიწყეს მასობრივი თვითმკვლელობა, რათა ცოცხალი ხელთ არ ჩავარდნოდნენ მტერს. ამერიკელი სამხედროები ხმამაღლა მოლაპარაკებით ამშვიდებდნენ ადგილობრივებს, სთავაზობდნენ მათ საკვებს და უხიფათოდ გასვლას კუნძულიდან, მაგრამ ისინი ისე იყვნენ შეშინებული, რომ პანიკაში ჩავარდნილებს არც ერთი სიტყვის არ სჯეროდათ. იაპონელები მიდიოდნენ კუნძულის სანაპიროზე მდებარე ციცაბო კლდესთან და იქედან ვარდებოდნენ ზღვაში. დაღუპულების ზუსტი ციფრი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მაშინ დაახლოებით 10 000-მა კაცმა დაამთავრა სიცოცხლე სუიციდით.



3. ეკლესია : "მოძრაობა უფლის ათი მცნების ასაღორძინებლად", უგანდა


image


ეს რელიგიური მოძრაობა 1980-იან წლებში დააარსა უგანდაში სამმა ადამიანმა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მათ გამოეცხადათ ღვთისმშობელი და უთხრა, რომ უნდა ექადაგათ. მოძრაობის მიმდევრებს სჯეროდათ, რომ დედამიწა განადგურდებოდა 2000 წლის 17 მარტს. ამ დღეს 500 ადამიანზე მეტი მივიდა ეკლესიაში, მათ ილოცეს, იმღერეს და მიირთვეს შემწვარი ხარის ხორცი. შუა დღესასწაულის დროს ეკლესია აფეთქდა და იქ მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. ამ ამბიდან ორიოდე დღის შემდეგ კიდევ მოძრაობის რამდენიმე მიმდევრის გვამი იპოვეს საკუთარ სახლში. მათ საკუთარ თავს თავად გაუსწორეს ანგარიში.



2. ტრაგედია უეუკოში, ტეხასი


image


კულტ " დავიდოვის რტოს" კუთვნილ რანჩოზე ამერიკის შეერთებული შტატების ალყის დროს დაიღუპა 76 ადამიანი. ინციდენტი დაიწყო იმით, რომ პოლიციას უბრალოდ შემოწმება სურდა, ხომ არ ინახებოდა ფერმის ტერიტრიაზე უკანონო იარაღი. რანჩოში მყოფმა საძმოს წევრებმა ცეცხლი გაუხსნეს კანონის დამცველებს. სროლის დროს დაიღუპა 4 აგენტი და კულტის 6 მიმდევარი. ამის შემდეგ საქმეში გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთო. მათ ალყა შემოარტყეს რანჩოს და იქ მყოფი ადამიანების დანებებას ითხოვდნენ. ალყა 51 დღეს გაგრძელდა. ბოლოს და ბოლოს, ამერიკელმა ფედერალებმა გადაწყვიტეს ცრემლსადენი გაზით განეხორციელებინათ შეტევა. შეტევის დაწყებისთანავე კულტისტებმა სახლს ცეცხლი წაუკიდეს. 76 ადამიანი ცოცხლად დაიწვა. დღემდე არაა ცნობილი, ვინ იყო ამ ხანძრის ინიციატორი, მაგრამ ოფიციალური ორგანოები თვლიან, რომ რახან ხანძარი გაჩნდა შენობის შიგნით, ესე იგი, დაჯგუფების წევრებმა თავად გამოუტანეს საკუთარ თავს განაჩენი.



1. კულტი " ადამიანების ტაძარი", ჯონსთაუნი


image


კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი მასობრივი თვითმკვლელობა მოხდა ჯონსთაუნში - ადგილობრივი კულტის 913-მა მიმდევარმა მიიღო საწამლავი და ასე დაასრულა სიცოცხლე. სექტა ჯიმ ჯონსმა დააარსა 1955 წელს ინდიანაპოლისში. თავდაპირველად მოძრაობის მიმდევრები საქველმოქმედო მიზნით შეიკრიბნენ - ეხმარებოდნენ გაჭირვებულებს, მაგრამ დროთა განმავლობაში ჯონსი ნელ-ნელა ახდენდა მათ ფსიქოლოგიურ დამუშავებას და აზრების მართვას. მასობრივი თვითმკვლელობის გადაწყვეტილება მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც კულტის მიმდევრებმა ქალაქ პორტ-კაიტუმში მოკლეს ხუთი ადამიანი, მათ შორის, კონგრესმენი ლეო რაიანი. ამ აქტის შემდეგ ჯონსმა დაიწყო მიმდევრების ფსიქოლოგიური დაწნეხა და მათ ჩაუნერგა შიში, რომ კონგრესმენის მკვლელობისთვის სასტიკი განაჩენი ემუქრებოდათ. 1978 წლის 18 ნოემბერს გაიანას ჯუნგლებში არენდით აღებული მიწის ფართობზე კულტის მიმდევრებმა ნამდვილი სასაკლაო მოაწყვეს. მათ ერთობლივად მიიღეს ციანიდი და განახორციელეს მასობრივი თვითმკვლელობა. სულ დაიღუპა 918 ადამიანი, აქედან 276 ბავშვი იყო. ჯონსს საწამლავი არ დაულევია, მან თავში დაიხალა ტყვია. დღემდე არაა ცნობილი, იყო ეს თვითმკვლელობა თუ წინასწარ გამიზნული მკვლელობა. არსებობს ვერსია, რომ ჯონსმა საძმოს წევრებს მოტყუებით დაალევინა საწამლავი, თუმცა იყო ეს ასე თუ არა - ეს არავინ იცის. ფაქტი ერთია, რომ პატარა სოფელი ჯონსთაუნი სწორედ ამ შემზარავი ტრაგედიის შემდეგ გახდა საქვეყნოდ ცნობილი.

1
208
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
208
  
31 ოქტომბერი, 14:43
Google- ში სახლიდან დაიწყე მუშაობა! ეს შორს არის საუკეთესო სამუშაო მქონდა. გასულ თვეში მივიღე ჩემი პირველი ანაზღაურების შემოწმება $ 29852 სამუშაო 3 საათის განმავლობაში და შეგიძლიათ გააკეთოთ $ 243 საათშიი ადვილადდ .... შეგიძლიათ შეამოწმოთ ის აქ ...

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com
0 1 1