x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ყველაფერი დასრულდა-ოცნება საბოლოოდ დაიმსხვრა
image

ცესკოს მონაცემებით გრიგოლ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს შორის სხვაობა 1%-ია სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, იმის გათვალისწინებით თუ როგორ ყალბდებოდა არჩევნები სხვადასხვა უბნებში და როგორ ცდილობდნენ ამომრჩევლის მოსყიდვას.ასევე ძალზედ საეჭვოა ცესკოს მონაცემები და თუ დარღვევა აღმოჩნდა, ეს იქნება სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც დაუსჯელი არ დარჩება."ქართული ოცნების" ფსიქო პროექტის მიხედვით სალომე ზურაბიშვილს 53%-ით უნდა გაემარჯვა პირველივე ტურში, თუმცა ქართველმა ხალხმა ეს არ დაუშვა.შედეგად მათ აღიარეს მეორე ტური.ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია ის რომ ბაქრაძემ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა გრიგოლ ვაშაძეს, დავით ბაქრაძეს ხმების 10, 97% აქვს ამ დროისთვის.ვაშაძეს ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა უსუფაშვილმა 2, 26%.გრიგოლ ვაშაძის გუნდში ასევე ელოდებიან სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერას და მეორე ტურში საბოლოოდ "ქართული ოცნების" დასრულებას და სალომე ზურაბიშვილის უარყოფას.



აქვე შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს წინააღმდეგ ჰაააგაში "გაილაშქრა" და ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენს ქვეყანას(განვმარტავ პრეზიდენტი განასახიერებს ქვეყანას უცხოურ ასპარეზზე) დააბრალა ომის დაწყება.



მოკლედ "ქართული ოცნება" დასრულებულია მათ მეორე ტურისთვის დრო აქვთ, თუმცა არ მგონია რაიმე მოიმოქმედონ ისეთი, რაც არჩევნებს მოაგებინებთ.აღარავინ დაშინდება და ფულის დარიგების მიუხედავად ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ ის არ აირჩევს იმ ადამიანს, ვინც ჩვენს წინააღმდეგ "ილაშქრებს".ასევე დაუმატეთ ბაქრაძე-უსუფაშვილის ხმები პროცენტულად ვაშაძის ხმებს და მარტივი მათემატიკით ყველაფერი ნათელია.



როგორც 2012 წელს გაისტუმრა ხალხმა ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი მშვიდობიანად, ასევე ვისურვებდი მშვიდობიანადვე ჩამთავრებულიყოს ეს არჩევნები და აღარავის ეფიქროს, რომ ქართველი ხალხი არის ნახირი და ყველამ იცოდეს, ნებისმიერმა ხელისუფალმა რომ ქართველი ამაყი ერია და ქართველი ხალხი კი დიდი ძალააა.


მინდა ყველას ვუსურვო, რიმ მშვიდობიან და განვითარებულ საქართველოში გვეცხოვროს, სადაც არა ხელისუფლებები, არამედ ჩვენ ხალხი გადავწყვეტთ ყველაფერს და ყოველთვის ხალხი იქნება ძალა.


პატივისცემით პროფესორი

1
125
4-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
125
  
2018, 29 ოქტომბერი, 15:21
Google- ში სახლიდან დაიწყე მუშაობა! ეს შორს არის საუკეთესო სამუშაო მქონდა. გასულ თვეში მივიღე ჩემი პირველი ანაზღაურების შემოწმება $ 29852 სამუშაო 3 საათის განმავლობაში და შეგიძლიათ გააკეთოთ $ 243 საათში ადვილად .... შეგიძლიათ შეამოწმოთ ისს აქქ ...

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com
0 1 1