x
მკვლელობა საკონსულოში - საერთაშორისო სკანდალი ჯამალ ხაშოგის გარშემო, ანუ რა დაგვანახვა ჟურნალისტის მკვლელობამ?

image

თითქმის მთელი ოქტომბრის განმავლობაში მოკლული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის ისტორია მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა და საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია. მართალია, საუდის არაბეთში უარყოფენ, თუმცა საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ხაშოგი საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის, მუჰამედ ბინ სალმანის შეკვეთით მოკლეს. სხვაგვარად კომიკური წარმოსადგენია და ვერ აიხსნება, თუ როგორ მოხდა მკვლელობა საუდის არაბეთის საკონსულოში, სტამბულში. მსგავსი მკვლელობები უმაღლეს დონეზე იგეგმება და პროფესიონალურ დონეზე ხორციელდება. ასე განხორციელდა ხაშოგის მკვლელობაც, თუმცა საუდის არაბეთის დაქირავებულ მკვლელთა გუნდმა მაინც დაუშვა შეცდომები...
რაც შეეხება საერთაშორისო სკანდალს: ჟურნალისტის მკვლელობამ სამი სახელმწიფო - თურქეთი, შეერთებული შტატები და საუდის არაბეთი დაუპირისპირა ერთმანეთს და მთავარი კითხვა გააჩინა: რამდენად იცავს დასავლეთი და პირველ რიგში, ამერიკა დემოკრატიის პრინციპებს, მედიისა და სიტყვის თავისუფლებას და რამდენად პრინციპულია მისი მიდგომები.
რა გვიჩვენა ჯამალ ხაშოგის მკვლელობამ?
გვიჩვენა, რომ როდესაც საქმე ეხება დიდ ფულს, რიგი საკითხები მეორე ხარისხოვანი ხდება. მაგალითად, იემენის საკითხი, სადაც სირიაზე არანაკლებ მძიმე ვითარებაა.
9 აგვისტოს კოალიციამ საუდის არაბეთის მეთაურობით საჰაერო დარტყმა განახოციელა იემენში ერთ-ერთ სასკოლო ავტობუსზე, შედეგად 51 ადამიანი, მათ შორის 40 ბავშვი დაიღუპა. 26 ოქტომბერს იემენში, ჰოდეიდას ნავსადგურზე (ერთადერთი ნავსადგური, საიდანაც იემენი მარაგდება ჰუმანიტარული დახმარებით) განხორციელებულ დარტყმას სულ მცირე 21 ადამიანი ემსხვერპლა და 10 დაშავდა. ყველა მათგანი მშვიდობიანი მოქალაქე იყო. დაახლოებით ორი კვირის წინ კი, იმავე ნავსადგურში მიმავალ ავტობუსზე განხორციელდა ავიადარტყმა, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა.

გარდა ამისა, იემენში არის ურთულესი ვითარება და გაეროს მონაცემების მიხედვით, ქვეყანა შიმშილობის ზღვარზე დგას...
მიუხედავად ამ ყველაფრისა, საუდის არაბეთისთვის სანქციები არ დაუწესებიათ. სანქციების დაწესებაზე მხოლოდ მაშინ გაისმა საუბარი, როცა ხაშოგის მკვლელობამ საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია.

საერთაშორისო სკანდალი კი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის დამსახურებაა. ერდოღანი აღმოჩნდა ის მოთამაშე, რომელმაც დაგეგმილი მკვლელობა სათავეშივე ჩაშალა. თუქრულმა სამთავრობო ან ნახევრად სამთავრობო მედია საშუალებებმა 2 ოქტომბრის შემდეგ მალევე დაიწყეს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერა, რომ ხაშოგი მოკლეს და მოკლეს ძალიან სასტიკად.

Sky News საკუთარ წყაროებზე დაყრდნობთ წერდა, რომ ხაშოგის სხეული დანაწევრებული იპოვნეს სტამბულში, საუდის არაბეთის კონსულის რეზიდენციაში. თუმცა უნდა ითქვას, რომ ოფიციალური განცხადება ხაშოგის სხეულის პოვნასთან დაკავშირებით ჯერ არ გაკეთებულა.
რა მიზანი აქვს ერდოღანს? განაგრძეთ კითხვა
1
47
1-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
47
  
2018, 27 ოქტომბერი, 16:40
მე კარგ ხელფასს ვაკეთებ სახლში 6925-9368 დოლარი კვირაში, რაც საოცარია, ერთი წლის წინ ვიყავი უმუშევარი საშინელ ეკონომიკაში. მადლობას ვუხდი ღმერთს ყოველ დღე მე დალოცა ამ ინსტრუქციებით და ახლა ჩემი ვალდებულება გადავუხვე ამას და ყველას გაუზიარე იგი. დამატებითი ინფორმაციის ნახვაა ეწვიეთთ ვებგვერდ ,,,,

.......... ❥❥❥ ❥❥ ❥❥❥ www.CashPay40.Com
0 1 1