x
მეტი
  • 10.12.2018
  • სტატია:83574
  • ვიდეო:334389
  • სურათი:441503
იმ ადამიანების გამკვირვებია, გორის სოფელზე გადაფრენილი ოკუპანტების ვერტმფრენების ჩამოგდებას, რომ ითხოვს კატეგორიულად

image სოციალურ ქსელებში ხშირად ვაწყდები კომენტარებს, სადაც ქართველების ნაწილი კატეგორიული სახით მოითხოვს ხელისუფლებისაგან, კერძოდ კი თავდაცვის სამინისტროსაგან ოკუპანტების ვერტმფრენების ჩამოგდებას გორის რაიონის სოფლების თავზე გადაფრენისას.
წმინდა ადამიანური მოსაზრებით მე მესმის მათი, ოკუპანტებმა იმდენი სისაძაგლე ჩაიდინეს 2008 წელს, სამაჩაბლოს ოკუპაციით დაწყებული და ქართული სოფლების გადაწვით დამთავრებული.
მაგრამ, როგორც ომის მნახველი და მონაწილე მაინც კატეგორიულად ვემიჯნები ამ ადამიანებს, ოკუპანტების საფრენი საშუალებების ჩამოგდების საქმეში (გარდა მზვერავი დრონებისა). მიზეზებსაც მოგახსენებთ: რუსეთი, როგორც ყოველთვის მიმართავს პროვოკაციებს, რათა ფართომასშტაბიან ომში ჩაგვითრიოს, ასე იყო აფხაზეთში, ასე იყო სამაჩაბლოში, ასე იყო 2008 წელს სამაჩაბლოში რუსეთ-საქართველოს ომისას.
ჩვენი ვალია გაავანალიზოთ საქართველოს უახლესი წარსული და ვიმოქმედოთ და ვიაზროვნოთ ცივი გონებით და არა "ცხელი" გონებით. იმ სამხედრო საშუალებებით რაც სადღეისოდ გააჩნია ქართულ არმიას შეიარაღებაში, თავისუფლად შეიძლება საოკუპაციო ძალების საფრენი საშუალებების ჩამოგდება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაფრენების დროს, მაგრამ მოდით და გაავანალიზოთ რა მოჰყვება ამას! რუსეთი, არცერთ ხელმოწერილ შეთანხმებას, რომ არ ცნობს და არ ასრულებს ეს ისედაც ცნობილი ფაქტია და ამაზე არ შევჩერდები, საშიში საფრენი აპარატების ჩამოგდების შემდგომი პერიოდია, რუსეთი ღია სახით დაიწყებს ფართომაშტაბიან აგრესიას და ამის საშუალებას მას სამაჩაბლოში და აფხაზეთში განლაგებული სამხედრო ბაზებზე განთავსებული მძიმე ტექნიკა, შორსმსროლელი არტილერია და ტაქტიკური რაკეტების ქონა მისცემს.
ამ ეტაპზე საქართველოს არა აქვს "ფუფუნება" ჩაერთოს ოკუპანტებთან ფართომაშტაბიან ომში, რადგან ეს დაანგრევს საქართველოს ისედაც გასაცოდავებულ ეკონომიკას, გამოიწვევს სამხედრო და სამოქალაქო პირებში უზარმაზარ მსხვერპლს და რაც ყველაზე უარესია-მისცემს საშუალებას რუსეთს მოახდინოს საქართველოს სრული ოკუპაცია და ხელისუფლების ჩამოშლა.
უახლოეს წლებში ჩვენი ინიციატივით არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ოკუპანტების პროვოცირება, ჩვენ გვჭირდება დროის გაყვანა მანამ, სანამ ქართული არმია არ გადაიარაღდება, არ მომზადდება კადრები თანამედროვე ტექნიკის ასათვისებლად და არ მოხდება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
"ნატოში" შესასვლელად ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური სტაბილურობა ქვეყანაში.
ვიცი, ამ სტატიას ბევრი "ურა პატრიოტი" შეეწინააღმდეგება, მაგრამ ეს არაფერია. მათ არ იციან, არ უნახავთ რეალობაში რაა ომი, როგორ იღვრება სისხლი, როგორ ნადგურდება დასახლებული პუნქტები და რაც ყველაზე საშინელი და ტრაგიკულია, მათ არ იციან როგორ ანადგურებს ომი ადამიანებს როგორც ფიზიკურად ისე ფსიქოლოგიურად.

0
161
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0