x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
სხეულის ენა - როგორ უნდა მივხვდეთ, რას ფიქრობს ადამიანი?

ენის უმთავრესი ფუნქცია კომუნიკაციის დამყარებაა. კომუნიკაცია გულისხმობს აზრობრივ ურთიერთობას ინდივიდებსა თუ ჯგუფებს შორის. იგი შეიძლება განხორციელდეს ვერბალური ან არავერბალური მეთოდებით

image

–––> არავერბალური კომუნიკაცია, ეს არის კომუნიკაციის პროცესი, როდესაც მეტყველების გარეშე ხდება ინფორმაციის გაცვლა. ესენი შეიძლება იყოს: სხეულის ენა, სახის გამომეტყველება, პოზა, თვალებით კონტაქტი და სხვ.


image

---> ვერბალური კომუნიკაცია სიტყვების, მეტყველების საშუალებით მიმდინარე კომუნიკაციაა.

image

მთელს მსოფლიოში ძირითადი საკომუნიკაციო ჟესტები ერთმანეთისგან არ განსხვავდება. როდესაც ადამიანებს უხარიათ, ისინი იღიმიან, როცა მოწყენილები არიან – იბღვირებიან ან ტირიან, ხოლო როცა ბრაზობენ გაბრაზებული გამომეტყველება აქვთ. თავის დაქნევა თითქმის მთელ მსოფლიოში ნიშნავს "კის" ან დადასტურებას. მხრების აჩეჩვა კი იმას, რომ ადამიანმა არ იცის ან არ ესმის რაზეა საუბარი და რა ხდება. თუმცა არსებობს სხეულის ენის სპეციფიკური გამოვლინებები, რომლებიც გაცილებით მეტ ინფორმაციას გასცემს ჩვენზე და ჩვენს ემოციებზე, ვიდრე ვერბალურად მათი გამოხატვა და რომელთა ცოდნაც სასურველია ადამიანთა არავერბალურად გამოხატული გრძნობების გაგებისთვის. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:


1.
ამობრუნებული ხელისგულები თითქმის ყველგან ითვლება პატიოსნების, ერთგულების, ლოიალურობის ნიშნად. ადამიანები ხშირად იყენებენ ამ ჟესტს, როდესაც მათ სიმართლესა და პატიოსნებაში ეჭვი ეპარებათ.image


2.
წინ გაშვერილი თითი აგრესიულ ჟესტად ითვლება, განსაკუთრებით დისკუსიის დროს. საუბრისას უმჯობესია ხელისგულები ღია პოზიციაში გვქონდეს, ასე თანამოსაუბრის მშვიდსა და პოზიტიურ დამოკიდებულებას დავიმსახურებთ.

image


3.
თუ ადამიანი, რომელიც საუბრობს ასეთ ჟესტს აკეთებს, ანუ ცდილობს პირის დაფარვას, უნდა ვივარაუდოთ, რომ იტყუება, მაგრამ თუ ის მსმენელის როლშია და ასეთ ჟესტს აკეთებს, ფიქრობს, რომ მოსაუბრე იტყუება. ასევე სიცრუის ფართოდაღიარებული გამომეტყველებაა საკუთარ ცხვირზე შეხება.

image


4.
ლოყაზე მიბჯენილი ჩაბრუნებული ხელი წინ გაშვერილი თითით შემფასებლურ ჟესტად მიიჩნევა. ჟესტი ასევე მიუთითებს, რომ მსმენელი მოსაუბრისადმი ინტერესს კარგავს და თავაზიანობისთვის ცდილობს, ეს არ შეიმჩნიოს.
image

5.
საათის ხშირ-ხშირად შემოწმება მობეზრების ნათელი ნიშანია, განსაკუთრებით თუკი ვინმეს ესაუბრებით. ასევე ცუდი ნიშანია ფრჩხილების კვნეტა საუბრის დროს. თავიდან აიცილეთ ამგვარი აშკარა და უარყოფითი მნიშვნელობის ჟესტიკულაცია.

image

6.
გადაჯვარედინებული ხელები თავდაცვის პოზაზე მიანიშნებს. image

7.
როდესაც მოსაუბრე იღებს რთულ გადაწყვეტილებას, ისრესს ნიკაპს და ოდნავ ჭუტავს თვალებს, თითქოს სადღაც შორს ეძებს პრობლემის გასაღებს.
თუ ადამიანი ხელს პირში იდებს და ტუჩებს იკვნეტს, ესე იგი ის ყოყმანობს, დახმარება ან გამხნევება სჭირდება
image

8.
თუ ადამიანი ხელს პირში იდებს და ტუჩებს იკვნეტს, ესე იგი ის ყოყმანობს, დახმარება ან გამხნევება სჭირდება.
image


9.
ასეთი ჟესტით ადამიანები საკუთარ პოზიციაში დარწმუნებას გამოხატავენ.
image


10.
დაბოლოს: თავის დაქნევა, თვალების ხშირი კონტაქტი, ხელების მაგიდაზე გაშლილ მდგომარეობაში, ღიმილი და ქურთუკის ღილების შეხსნა იმ ჟესტთა არასრული ჩამონათვალია, რომლითაც ადამიანები მათ თანხმობასა და თანადგომას გამოხატავენ.

image

0
184
2-ს მოსწონს
ავტორი:სესილი გოგიბერიძე
სესილი გოგიბერიძე
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0