x
მეტი
  • 15.12.2018
  • სტატია:83744
  • ვიდეო:334504
  • სურათი:441825
კრიშტიანო რონალდო პორტუგალიის ნაკრებიდან დაითხოვეს!

კრიშტიანო რონალდო პორტუგალიის ნაკრებიდან დროებით დაითხოვეს!


image



კრიშტიანო რონალდო პორტუგალიის ნაკრებიდან დროებით დაითხოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი რამდენიმე თამაშს გამოტოვებს. გადაწყვეტილება ხუთშაბათს მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-ში ფეხბურთელის წინააღმდეგ გაუპატიურების მუხლით საქმის გამოძიება განახლდა.




ფეხბურთელს ბრალი ედება კეტრინ მაიორგას გაუპატიურების მცდელობაში, რომელიც აცხადებს, რომ რონალდომ 2009 წელს ლას-ვეგასში მასზე იძალადა. თუმცა თავად რონალდო ბრალდებას უარყოფს.




ფეხბურთელი აგრეთვე გამოტოვებს მატჩებს პორტუგალიის მეორე თამაშში პოლონეთთან, რომელიც 11 ნოემბერს გაიმართება. ასევე - მეგობრულ მატჩს გლასგოუში, რომელიც სამი დღის შემდეგ არის დაგეგმილი.




პორტუგალიელმა მწვრთნელმა, ფერნანდო სანტოსმა, განაცხადა, რომ რონალდოს ვერც საერთაშორისო თამაშის შემდეგ რაუნდში ვერ ვიხილავთ, რომელიც ასევე, ნოემბერშია ჩანიშნული. სანტოსმა ეს განცხადება სამგზის მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა, მათ შორის თავად რონალდოსა და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციასთან გამართულ ბრიფინგზე.



''ჩვენ შევთანხმდით, რომ ფეხბურთელი(რონალდო) არ იქნება ხელმისაწვდომი და არ იქნება არჩევანი შერჩევისთვის'' - სანტოსი '' ამ ერთი თვის განმავლობაში რონალდო არ იქნება ჩვენთან ერთად''

0
458
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
458
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0